იცნობ თუ არა თბილისის თვითმმართველობის ისტორიას? – შეამოწმე შენი ცოდნა

4319

Results

გილოცავთ, საუცხოო შედეგია! ისეთ რთულ კითხვებს გაართვი თავი, რომ სიამოვნებით მოგანიჭებდით თბილისის თვითმმართველობის ექსპერტის ტიტულს და სიმბოლურად, დედაქალაქის კარიბჭის გასაღებსაც კი გადმოგცემდით 🙂

ეჰ, დედაქალაქის თვითმმართველობის ისტორიის შესახებ ბევრი ვერაფერი გცოდნია. ყველა არასწორი პასუხის ქვემოთ სწორი პასუხს გადახედე და ნახე, რა შეცდომა დაუშვი. ისე კი, ხშირად ესტუმრე www.droa.ge-ს – დედაქალაქის ისტორიის შესახებ საუცხოო ლიტერატურა გვიდევს, გაეცანი. შენი ქვეყნის დედაქალაქის ისტორია უკეთ უნდა იცოდე 🙂

Next

#1. რომელ წელს ეწოდა ოფიციალურად საქართველოს დედაქალაქს თბილისი ტფილისის ნაცვლად?

თბილისის ძველი სახელწოდება იყო ტფილისი. ადრინდელ ქართულ წერილობით ძეგლებში სწორედ ასეთი ფორმითაა ის დამოწმებული. 1936 წლის 17 აგვისტოს კი სსრ კავშირის ცენტრალურმა აღმასრულებელმა კომიტეტმა საქართველოს დედაქალაქის სახელის ახალი ფორმა – თბილისი დაამტკიცა. თუმცა, ისიც უნდა ითქვას, რომ სახელწოდება “თბილისი” ჯერ კიდევ ერეკლე მეორეს დროს, “ტფილისის” პარალელურად, რამდენიმე წყაროში გვხვდება

Next

#2. რა ერქვა თბილისის თვითმმართველობის ხელმძღვანელს?

XIX საუკუნის ბოლოდან საქართველოს გასაბჭოებამდე, თბილისის თვითმმართველობის ხელმძღვანელს ქალაქის თავი ერქვა, ხოლო საქალაქო თვითმმართველობის განმკარგულებელი ორგანო იყო სათათბირო.

Next

#3. რომელ წელს გახდა დიმიტრი ყიფიანი ქალაქის თავი?

დაიმახსოვრე! დიმიტრი ყიფიანი ქალაქ თბილისის თავი 1875 წელს გახდა. დედაქალაქის აღორძინებაც, ფაქტობრივად, ამ დროიდან დაიწყო. ყიფიანი სამი წელი მეთაურობდა თბილისის თვითმმართველობას და არაერთი მნიშვნელოვანი წამოწყების ინიციატორი გახდა: მან გამგეობას შეუერთა ქალაქის მშენებლობის განყოფილება, მოახდინა მოსახლეობის აღწერა, შემოიღო სწორი ადმინისტრაციულ-სამეურნეო სისტემა და სხვა. 1886 წელს, როდესაც, თბილისის სასულიერო სემინარიის რექტორის მკვლელობის გამო, საქართველოს ეგზარქოსმა პავლემ ქართველი ერი დასწყევლა, ყიფიანმა მას საპროტესტო წერილი გაუგზავნა და საქართველოს დატოვება მოსთხოვა. ამის გამო ის თანამდებობიდან გადააყენეს და სტავროპოლში გადაასახლეს, სადაც ღამით მძინარე მოკლეს. ქართულ საზოგადოებაში მაშინვე გაჩნდა ეჭვი, რომ მკვლელობა რუსეთის პოლიციის აგენტებმა ჩაიდინეს. აკაკი წერეთელი წერდა: „ის ტვინი, რომელიც საქართველოზე ჰფიქრობდა, თავზე გადაანთხიეს… იმ გულზე, რომელიც სამშობლოსათვის სძგერდა, ცივი ხელები დააკრეფინეს“.

Next

#4. რომელი იყო პირველი მუნიციპალური ტრანსპორტი თბილისში?

თბილისში პირველი მუნიციპალური ტრანსპორტი კონკა იყო.  ქალაქში ელექტროტრამვაის წინაპარი, ცხენების წევაზე მომუშავე სარკინიგზო ტრანსპორტი, ე.წ. „კონკა“ 1883 წელს გამოჩნდა. მისი პირველი ხაზი მიხეილის გამზირზე გადიოდა და ერთმანეთთან აკავშირებდა ვორონცოვის მოედანსა და რკინიგზის ვაგზალს. მარშრუტი მალევე ჯერ ერევანსკის მოედნამდე (ახლანდელი თავისუფლების მოედანი), ხოლო 1904 წელს – კირხეს ქუჩამდე (ახლანდელი მარჯანიშვილის ქუჩა) გააგრძელეს

Next

#5. რა ერქვა თვითმმართველობის შენობას XIX საუკუნეში?

თვითმმართველობის შენობას XIX საუკუნეში საქალაქო სახლი ერქვა. შენობა 1824-1825 წლებში აშენდა, თუმცა, სხვადასხვა დროს მას რეკონსტრუქცია რამდენჯერმე ჩაუტარდა. საქალაქო სახლის შემდეგ აქ კავკასიის კორპუსის შტაბი იყო განთავსებული, საბჭოთა პერიოდში კი – სამხედრო პროკურატურა. ამჟამად შენობა კვლავ ადგილობრივ თვითმმართველობას ეკუთვნის და აქ თბილისის საკრებულოა განთავსებული 🙂

Next

#6. ვისი ხელმძღვანელობით მოეწყო ყოფილი პასკევიჩ–ერევანსკის (თავისუფლების) მოედანი?

დაიმახსოვრე! პასკევიჩ–ერევანსკის მოედნის კეთილმოწყობა, ისევე, როგორც ბევრი სხვა მნიშვნელოვანი ინიციატივა, სწორედ ქალაქის მაშინდელ თავს, დიმიტრი ყიფიანს უკავშირდება. მას ეკუთვნის, ასევე, ახალი სახაზინო თეატრის აგების ინიციატივა, მანვე დაიწყო თანხების მოძიება თბილისში წყალსადენის პროექტის დასამუშავებლად; მოხდა ქალაქის გაზის ნათურებით განათება, საწვავის გაიაფება და სხვა, ერთი სიტყვით, დიმიტრი ყიფიანი მუდამ უნდა გახსოვდეს, როგორც თბილისის თვითმმართველობის გამორჩეული მოღვაწე 🙂

Next

#7. 1919 წლამდე რომელი ენა ითვლებოდა თბილისის თვითმმართველობაში სამუშაო ენად?

1919 წლამდე თბილისის თვითმმართველობაში, ისევე, როგორც სხვა დაწესებულებებში, სამუშაო ენა რუსული იყო. მხოლოდ დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის 1919 წლის 14 იანვრის კანონის – „ადგილობრივ თვითმმართველობათა ორგანოებში ენის ხმარების შესახებ“ შესაბამისად, თბილისის საბჭომ მიიღო დადგენილება, რომლის მიხედვითაც, თბილისის თვითმმართველობაში სამუშაო ენად (სხდომების მიმდინარეობა, საქმისწარმოება, სხვა დაწესებულებებთან მიმოწერა) ქართული ენა გამოცხადდა. ქალაქის გამგეობამ, იმ არაქართველი მოსამსახურეებისთვის, ვინც სამსახურში დარჩენას მოისურვებდა, ქართული ენის შემსწავლელი საღამოს კურსები გახსნა. 1920 წლის 2 იანვარს კი გამგეობის კანცელარიიდან ყველა ის თანამშრომელი გათავისუფლდა, ვინც ქართული ენა არ იცოდა

Next

#8. რომელ წელს გაჩნდა ელექტროტრამვაის პირველი ხაზი თბილისში?

ელექტროტრამვაი თბილისში 1904 წლის 25 დეკემბერს ამოქმედდა. სწორედ მან ჩაანაცვლა მანამდე არსებული მუნიციპალური ტრანსპორტი – კონკა, რომელმაც არსებობა 1910 წელს შეწყვიტა. 1969 წელს თბილისში ტრამვაის ლიანდაგის საერთო სიგრძე 105 კილომეტრი იყო; 1974 წელს ტრამვაის ქსელის მოწყობა უკვე ახლადმშენებარე გარეუბნებში დაიწყეს. 1989 წლიდან ტრამვაის ქსელი პერმანენტულად მცირდებოდა. 2006 წელს კი ეს ტრანსპორტი დედაქალაქში საერთოდ გააუქმეს.

Next

#9. რომელ ქალაქის თავს უკავშირდება თბილისის ფუნიკულიორის ამუშავება?

დაიმახსოვრე! თბილისის ფუნიკულიორის ამუშავება ქალაქის თავის, ვასილ ჩერქეზიშვილის სახელს უკავშირდება. მისი მოღვაწეობის პერიოდში დასრულდა, ასევე, ქაშვეთის ეკლესიის მშენებლობა, გაფართოვდა თბილისი და ვაკე დედაქალაქის ტერიტორიას შემოუერთდა, გაიხსნა ე.წ. არამიანცის სახელობის საავადმყოფო, ასევე, გაიხსნა სახელმწიფო ბანკის კანტორის შენობა და სხვა

Next

#10. რომელმა ქალაქის თავმა დატოვა ანდერძი, რომლითაც თბილისს 200 000 მანეთი უსახსოვრა?

დაიმახსოვრე! ალექსანდრე მატინოვმა, სიკვდილის წინ, პარიზში ცხოვრებისას, დატოვა ანდერძი და თბილისს 200 000 მანეთი უსახსოვრა. მატინოვი ქალაქის თავად 1878 წელს აირჩიეს. მისი მმართველობის პერიოდში დაიწყო მერიის შენობის სარეკონსტრუქციო პროექტის შემუშავება, სახაზინო თეატრის მშენებლობა, გაიხსნა 7 დაწყებითი სკოლა, მდინარე მტკვარზე გაიხსნა ლითონის ვერის ხიდი, ამუშავდა პირველი თბოსადგური. აგრეთვე, მატინოვის სახელს უკავშირდება ელექტროტრამვაის პროექტი, უდედმამო ბავშვებისათვის თავშესაფრების აგება და სხვა.

Next

#11. დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ ვინ იყო თბილისის პირველი მერი?

დაიმახსოვრე! დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ დედაქალაქის პირველი მერი თამაზ ვაშაძე იყო. ის ამ პოსტზე საქართველოს პრეზიდენტმა, ზვიად გამსახურდიამ 1991 წლის 2 ოქტომბერს დანიშნა. ვაშაძე თბილისის მერის პოსტს მხოლოდ 3 თვის განმავლობაში – 1992 წლის 6 იანვრამდე იკავებდა.

Next

#12. რომელი წლიდან ვირჩევთ დედაქალაქის მერს პირდაპირი წესით?

დაიმახსოვრე! თბილისში დედაქალაქის მერს პირდაპირი წესით 2010 წლიდან ვირჩევთ. მანამდე, 1991 წლიდან 2006 წლამდე, ამ პოსტზე თბილისის მერებს საქართველოს პრეზიდენტი ნიშნავდა, 2006 წლიდან კი თბილისის საკრებულო ირჩევდა. 2010 წელს ჩატარებული ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებით პირველი პირდაპირი წესით არჩეული მერი გიგი უგულავა გახდა.

Next

#13. რამდენი ადმინისტრაციული ერთეულია (რაიონია) თბილისში?

დაიმახსოვრე! დედაქალაქში 10 ადმინისტრაციული ერთეული, ანუ გამგეობა ფუნქციონირებს. მათი მეშვეობით მოსახლეობისთვის მუნიციპალურ სერვისები უფრო ხელმისაწვდომია.

Next

#14. რითი განსხვავდება დედაქალაქის თვითმმართველობის სისტემა სხვა მუნიციპალიტეტებისგან?

დაიმახსოვრე! დედაქალაქს, სხვა მუნიციპალიტეტებისგან განსხვავებით, მთავრობა ჰყავს. თბილისის მთავრობის შემადგენლობაში შედიან: მერი, მერის მოადგილეები, საქალაქო სამსახურების ხელმძღვანელები და რაიონის გამგებლები

Next

#15. სხვა მუნიციპალიტეტებისგან განსხვავებით, რა შედის დედაქალაქის საკუთარ უფლებამოსილებაში?

დაიმახსოვრე! სხვა მუნიციპალიტეტებისგან განსხვავებით, გადაუდებელი სასწრაფო დახმარებით უზრუნველყოფა დედაქალაქის საკუთარი უფლებამოსილებაა. დანარჩენ 63 მუნიციპალიტეტში, ამ უფლებამოსილების განხორციელება ჯანდაცვის სამინისტროს აკისრია

Finish