თბილისის საკრებულოს დელეგაცია ადგილობრივი თვითმმართველობების ევროპის მე-4 კონგრესის მუშაობაში მონაწილეობს

953

თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე პოლონეთის ქალაქ კრაკოვში გამართულ საერთაშორისო, ადგილობრივი თვითმმართველობების ევროპის მე-4 კონგრესის მუშაობაში მონაწილეობს. გიორგი ტყემალაძესთან ერთად, კრაკოვში თბილისის საკრებულოს წევრები დავით უთმელიძე, შალვა ოგბაიძე და ოთარ გრიგოლია არიან. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის საკრებულო ავრცელებს.

თბილისის ადგილობრივი წარმომადგენლობის წევრები, ადგილობრივი თვითმმართველობების ევროპის მე-4 კონგრესზე, რომელიც კრაკოვის  კონგრესის ცენტრში  იმართება, მოხსენებით გამოვიდნენ.

გარდა ამისა,  თბილისის საკრებულოს დეპუტატებმა ევროპის ქვეყნების თვითმმართველობების წარმომადგენლებთანრამდენიმე შეხვედრაც გამართეს.

„აღნიშნული ღონისძიება არის ძალიან წარმატებული ფორმატი ადგილობრივი თვითმმართველობებისწარმომადგენელთა ურთიერთ თანამშრომლობის გაღრმავებისა და გამოცდილების გაზიარებისთვის. კონგრესისფარგლებში, მონაწილეობა მივიღეთ მრავალ, სხვა და სხვა ფორმატის პროფილურ შეხვედრებში, სადაც  ევროპისქალაქებსა და  თბილისში  თვითმმართველობის კუთხით არსებული აქტუალური საკითხები განვიხილეთ“ – განაცხადაგიორგი ტყემალაძემ.

ადგილობრივ თვითმმართველობების ევროპული ფორუმის მიზანია ევროპის რეგიონებსა და ქალაქებს შორისმრავალმხრივი და პირდაპირი თანამშრომლობის გაღრმავება სოციალურ, ეკონომიკურ, ეკოლოგიურ, ურბანულ დატურიზმის განვითარების სფეროებში ადგილობრივი თვითმმართველობების დონეზე. ასევე ადგილობრივ ლიდერთა, საჯარო ადმინისტრაციის და არასამთავრობო ორგანიზაციებს შორის გამოცდილების გაზიარება.