რუსთავის ტყე-პარკში საპიკნიკე ადგილები მოეწყობა

1344

რუსთავის მერმა ირაკლი ტაბაღუამ “რუსთავსერვის ცენტრი”-ს ახალ უფროსს 2018 წელს დაგეგმილი სამუშაოების ეფექტურად და ოპერატიულად განხორციელებასთან დაკავშირებით დავალებები მისცა. ინფორმაციას ინფორუსთავი ავცრელებს.

ტყის რესურსების მაქსიმალური ათვისება, რუსთავის კულტურისა და დასვენების პარკში საპიკნიკე ადგილების მოწყობა, ხეების გადაბელვის სამუშაოების გონივრულად შესრულება და მცენარეებზე ზრუნვა, ეს იმ დავალებების არასრული ჩამონათვალია, რომელიც რუსთავის მერმა რუსთავსერვის ცენტრის ახალ ხელმძღვანელს მისცა.

“გვაქვს ძალიან დიდი ტერიტორიები, რომელიც არის აუთვისებელი და ნადგურდება, უნდა გავაჩინოთ აქტივობა, წინააღმდეგ შემთხვევაში, ხვალ და ზეგ მივიღებთ ცუდ შედეგს. ამ ადგილებში შესაძლებელია მოეწყოს მარანი, გაშენდეს ვენახი, დაირგოს მცენარეები, მოეწყოს საპიკნიკე ადგილები, შეიქმნას დასასვენებელი ადგილები, სადაც ოჯახები მყუდრო და კარგ გარემოში დაისვენებენ”, – განაცხადა რუსთავის მერმა, ირაკლი ტაბაღუამ.