ბათუმში ბახტაძისა და აჭარელის ქუჩებზე კეთილმოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს

1039

ბათუმის საკრებულოს ცნობით, ქსენია ბახტაძისა და მარკოზ აჭარელის ქუჩებზე კეთილმოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს.

საკრებულოს ინფორმაციით, ქსენია ბახტაძის ქუჩაზე მიმდინარე სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს „ბონდი-2009“ ასრულებს.

პროექტით გათვალისწინებულ სამუშაოებზე ბათუმის ბიუჯეტიდან 299 ათასი ლარია გამოყოფილი.

უწყების ცნობით, ბახტაძის ქუჩაზე და მის ორივე ჩიხში გზის საფარქვეშ წყლის ახალი სისტემა დამონტაჟდა და მოშანდაგდა, ამჟამად კი, ასფალტის საფარის დაგება და სანიაღვრე არხის რეაბილიტაცია მიმდინარეობს.

აღნიშნული ქუჩის კეთილმოწყობა ივლისში დასრულდება.

ასევე, საკრებულოს ინფორმაციით, გზის 600 მეტრზე ასფალტი იგება მარკოზ აჭარელის ქუჩაზეც.

სამუშოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს „გზები“ ასრულებს.

საკრებულოს ცნობით, 281 გრძივ მეტრზე დამონტაჟდა სანიაღვრე მილები და უკვე დასრულებულია 50 მეტრი საყრდენი კედლების და სამი ხიდბოგირის მშენებლობა.

როგორც ბათუმის საკრებულო აცხადებს, სამუშაოები იანვარში დაიწყო და რამდენიმე დღეში დასრულდება.

მარკოზ აჭარელის ქუჩის კეთილმოწყობისთვის ქალაქის ბიუჯეტიდან 281 ათასი ლარია გამოყოფილი.