ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სოფელ ხაბუმეში ხიდის სამშენებლო სამუშოები მიმდინარეობს

79

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სოფელ ხაბუმეში, ჟუღუს უბანში, მდინარე ოჩხომურზე, ჭოღასა და ხაბუმეს დამაკავშირებელი ხიდის მშენებლობა მიმდინარეობს. ინფორმაციას ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

სამშენებლო სამუშაოებს შ.პ.ს. ,,თენგო+“ასრულებს .

ხელშეკრულების ღირებულება შეადგენს 148 000 ლარს.

სახელმწიფო ბიუჯეტიდან 2017 წლის 12 ივნისის სტიქიის შედეგების სალიკვიდაციოდ 1 500 000 ლარი გამოიყო. აღნიშნული თანხა მიმართულია ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში სახიდე გადასასვლელების, სანიაღვრე არხების, საგზაო ინფრასტრუქტურის მოსაწყობად.

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერმა დათო გოგუამ და მერის პირველმა მოადგილე გოჩა ჩიქოვანმა სოფელ ხაბუმეში საავტომობილო ხიდის მშენებლობასთან დაკავშირებული სამუშაოები დაათავლიერეს.