ზაზა გაბუნია: მუნიციპალიტეტებისთვის სკოლებთან დაკავშირებული უფლებების გადაცემის საკითხს სწორი დაგეგმვა და მხარდაჭერა სჭირდება

რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის სხდომაზე თბილისსა და რეგიონებში სასკოლო ინფრასტრუქტურის ობიექტების მშენებლობა-რეაბილიტაციისა და აღნიშნული უფლებამოსილების მუნიციპალიტეტებზე გადაცემის მიმდინარეობის შესახებ ანგარიში მოისმინეს.

ანგარიში წარმოადგინეს და აღნიშნულ საკითხზე დეპუტატებს ინფორმაცია მიაწოდეს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ თეიმურაზ მურღულიამ და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს რეგიონული და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსმა ნიკოლოზ როსებაშვილმა. სხდომის მუშაობაში ასევე მონაწილეობდნენ თბილისის ვიცე-მერი ირაკლი ხმალაძე და თბილისის მერის მოადგილე სოფიო ხუნწარია.

თეიმურაზ მურღულიას განცხადებით, დეცენტრალიზაციის კუთხით, მუნიციპალიტეტებისთვის დამატებითი უფლებამოსილების გადაცემის ფარგლებში, ერთ-ერთ მთავარ მიმართულებად განათლების საკითხები ჩაითვალა და პირველი ეტაპის პრიორიტეტებიც განისაზღვრა. მინისტრის მოადგილის განცხადებით, ამ ეტაპზე გადაწყდა, რომ მუნიციპალიტეტებმა მაქსიმალურად დაიწყონ ჩართულობა ისეთ საკითხებში, როგორიცაა სასკოლო შენობების რეაბილიტაციის და მშენებლობის პრიორიტეტების განსაზღვრა, ასევე ჩაერთონ ისეთ სერიოზულ პროგრამაში, რომელიც არის მოსწავლეთა ტრანსპორტირების პროგრამა.

შეხვედრის დასასრულს, სხდომის მუშაობა რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ ზაზა გაბუნიამ შეაჯამა.

„ამ დისკუსიის შედეგად, ჩვენ და, დარწმუნებული ვარ, საზოგადოებამაც დაინახა კიდევ ერთხელ, რომ საკითხი არის მნიშვნელოვანი, უაღრესად საყურადღებო, მაგრამ ამ საკითხს პირველ რიგში სჭირდება კარგად დაგეგმვა და მხარდაჭერა. ეს ორი კომპონენტი არის მნიშვნელოვანი. ვფიქრობ, რომ რესურსი იმისა, ჩვენ ამ ორი კომპონენტის მიმართულებით ვიაროთ, არსებობს.

ამავდროულად, ხაზგასმით მსურს ვთქვა, რომ ჩვენ როდესაც ვლაპარაკობთ დეცენტრალიზაციაზე, რა თქმა უნდა, ეს პირველ რიგში გულისხმობს მუნიციპალიტეტებისთვის ახალი უფლებამოსილების გადაცემას ახალ და მეტ ფინანსურ რესურსთან ერთად. ამიტომ ამ პარადიგმაში სრულად თავსდება შემოთავაზებული კონცეფცია. რაც შეეხება ნიუანსებს, რა თქმა უნდა ისინი მნიშვნელოვანია, მაგრამ დღევანდელი საპარლამენტო განხილვა არ იქნება ერთადერთი და მნიშვნელოვანია, რომ იმ საკითხებს, რომლებიც აქ წამოიჭრა, ჩვენ შესაბამის ფორმატში მივუბრუნდებით და, საბოლოოდ, პარლამენტს ექნება ჩამოყალიბებული, სრულფასოვანი პოზიცია და რეკომენდაციები ამ საკითხებთან დაკავშირებით“, – განაცხადა ზაზა გაბუნიამ.

მსგავსი სიახლეები
წინა სტატია საქართველოს პრემიერმინისტრმა მამუკა ბატაძემ მთავრობის სხდომის დაწყებამდე გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ უკვე 20
წინა სტატია სტატიის გაგრძელება პრემიერმინისტრმა მამუკა ბახტაძემ პრესკომფერენციაზე იმ კითხვის საპასუხოდ, რომელიც სკოლებში ქართული საგალობლების
შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ხოჯევანიშვილი სოფლების საჯარო სკოლების მოსწავლეებს კონკურსში -"წარმოაჩინე შენი სოფელი" მონაწილეობის
2019 წელს გორის მერია განათლების ხელშეწყობისთვის 11 მილიონ ლარს დახარჯავს. ინფორმაციას რადიო მოზაიკა ავრცელებს. მერია
ზუგდიდის მეორე საჯარო სკოლაში ცენტრალური გათბობის სისტემა დაზიანდა, რის გამოც დაწესებულებას გათბობის პრობლემა შეექმნა. როგორც 
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ წყალტუბოში 240 მოსწავლეზე გათვლილი საჯარო სკოლის მშენებლობა იწყება. როგორ მუნიციპალური განვითარების ფონდში
გორის მერიამ სკოლების რეაბილიტაციისთვის 1 770 000 ლარი გამოყო. როგორც გორის მერმა კონსტანტინე თავზარაშვილმა მერიის
ძლიერმა ქარმა წყალტუბოს ორ სოფელში - ქვილოშორში და რიონში სკოლებს სახურავი გადახადა. ინფორმაციას ინტერპრესნიუსი ავრცელებს.
ქუთაისში, საჯარო სკოლის შენობების რეაბილიტაცია იგეგმება. როგორც 27 მარტს ჩატარებული საკრებულოს სხდომაზე გახდა ცნობილი, საგანმანათლებლო დაწესებულებების
სკოლების კუთხით ჩვენ საკმაოდ მძიმე გამოწვევები გვაქვს და დაახლოებით, 7 მილიარდი ლარი გვჭირდება, რომ საქართველოს
ადიგენის სოფელ ზარზმაში სკოლის რეაბილიტაცია დაიწყო. სკოლის სარეაბილტიაციო სამუშაოების გამო, მოსწავლეები მლაშეს სკოლაში მეორე ცვლაში გადაიყვანეს. ინფორმაციას
წინა სტატია ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ხაბუმეს თემში 60 ბავშვზე გათვლილი სკოლის ასაშენებლად მუნიციპალური განვითარების ფონდმა ტენდერი 1 279
გურჯაანის მუნიციპალიტეტში საჯარო სკოლების რეაბილიტაცია იგეგმება. საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელის დალი მინდიაშვილის განმარტებით, ამჟამად სრული რემონტი
წინა სტატია მუნიციპალური განვითარების ფონდმა 60 მოსწავლეზე გათვლილი კიდევ შვიდი სკოლის პროექტირებასა და მშენებლობაზე ტენდერი
მესტიის მუნიციპალიტეტის წვირმის ტერიტორიულ ერთეულში მიმდინარე წლის გაზაფხულზე ახალი საჯარო სკოლის მშენებლობა დაიწყება და წლის
%d bloggers like this: