მერია ხელვაჩაურში რეგისტრირებულ სტუდენტებს სტიპენდიას გადასცემს

715

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიაში სტუდენტთა მხარდამჭერის პროგრამის ფარგლებში განაცხადების მიღება მიმდინარეობს. ინფორმაციას ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი ავრცელებს.

პროგრამით ისარგებლებენ მაღალი აკადემიური მოსწრების (91 და მეტი ქულა თითოეულ საგანში, სემესტრული) ის სტუდენტები, რომლებიც სწავლობენ საქართველოს აკრედიტირებულ უმაღლეს სასწავლებლებში და რეგისტრირებული არიან ხელვაჩაურში.

2017-2018 სასწავლო წლის პირველი სემესტრის გამოცდების შედეგების მიხედვით განცხადებების მიღება იწარმოებს 2018 წლის 01 მარტიდან 31 მარტამდე ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიაში.

სტუდენტებმა უნდა წარმოადგინოს შემდეგი სახის დოკუმენტაცია: 

  • განცხადება გამგებლის სახელზე მერიის კანცელარიაში;
  •  საქართველოს მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი (პირადობა, ID ბარათი ან პასპორტი);
  • ფაკულტეტის მიერ გაცემული ცნობა სტუდენტის აკადემიური მოსწრების შესახებ 2017-2018წწ პირველი სემესტრი;
  • მოქალაქის რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმეტი (იუსტიციის სახლი);
  • სტუდენტის საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები;