მალთაყვას ტყე-პარკში კერძო მესაკუთრემ ასწლოვანი ფიჭვები უკანონოდ გაჩეხა

ფოთში, მალთაყვას ტყე-პარკში ხე-ტყის უკანონო ჭრის ფაქტი დაფიქსირდა. გაჩეხილია ასწლოვანი ფიჭვები. არსებული ინფორმაციით, ტერიტორია კერძო საკუთრებას წარმოადგენს და იქ სასტუმროს მშენებლობა იგეგმება. ინფორმაციას IPN-ი ავრცელებს.

როგორც მეპატრონეები აცხადებენ, ხეები უკანონოდ არ გაუჩეხიათ და ასწლოვანი ფიჭვების ჭრაზე შესაბამისი ნებართვა მიიღეს. საპირისპიროს აცხადებენ ფოთის მერიაში.

,,ჩვენთან შემოვიდა შეტყობინება, რომ ტყე-პარკის ტერიტორიაზე გაიჩეხა მრავალწლოვანი ნარგავები. ადგილზე გავედით და გადავამოწმეთ ინფორმაცია. აღმოჩნდა, რომ ეს იყო ხე-ტყის უკანონო ჭრა. ასეთ შემთხვევაში მეპატრონე ვალდებული იყო მიემართა ხელისუფლებისთვის და შესაბამისი ნებართვა მიეღო, თუმცა მას ეს არ გაუკეთებია. დაწყებულია მოკვლევა“, – განუცხადა ,,ინტერპრესნიუსს“ ზედამხედველობის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებლმა დათო ჯგერენაიამ.

მოკვლევის შემდეგ გაირკვევა, რა ზარალი მიადგა გარემოს და რა თანხით დაჯარიმდება აღნიშნული ტერიტორიის მეპატრონე.

მსგავსი სიახლეები