ქედის სოფელ ქოსოფელში ჩახერგილი გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

491

ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ ქოსოფელში ჩახერგილი გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. “აჭარის ტელევიზიის” ცნობით, ცენტრთან მისასვლელი გზა წლების წინ ჩამოსულმა მეწყერმა დააზიანა. მოსახლეობა ამ დრომდე შემოვლითი გზით სარგებლობდა.

ჩახერგილი გზის რეაბილიტაციისთვის ბიუჯეტიდან 65 ათასი ლარი გამოიყო. სამუშაოებისთვის გარკვეულ ტერიტორიაზე ხეების გაჩეხვა გახდა საჭირო. ქედის მერის პირველი მოადგილის ინფორმაციით, ხეების აჭარის სატყეო სააგენტოსთან შეთანხმებით გაიჩეხა.