ოზურგეთში მრავალბინიან საცხოვრებელ კორპუსებში ლიფტების რეაბილიტაცია იგეგმება

716

ქალაქ ოზურგეთში შვიდ მრავალბინიან საცხოვრებელ კორპუსში ლიფტების რეაბილიტაცია იგეგმება. ინფორმაციას გურიის მოამბე ავრცელებს.

ამ ეტაპზე სპეციალისტები ლიფტებს ვიზუალურად დათვალიერებენ და გადაწყვეტენ მათი რეაბილიტაციისა თუ დემონტაჟის საკითხს.

ლიფტებს რეაბილიტაცია – დემონტაჟი ქალაქ ოზურგეთში: კოსტავას N2, N4-ში, ფარნავაზ მეფის N1, N127-ში, გრიბოედოვის N31-ში, პეტრიწის N1-ში და გაგარინის N12-ში ჩაუტარდება.