საბავშვო ბაღის აღსაზრდელები და დევნილები ერთ შენობაში – გორში ბაღების ავტორიზაციამ შესაძლოა პრობლემები წარმოშვას

902

წინა სტატია

საბავშვო ბაღებმა ავტორიზაციის გასავლელად სამზადისი უკვე დაიწყეს. მიუხედავად იმისა, რომ ავტორიაზაცია 2020 წლისთვის არის დაგეგმილი, დღეს უკვე რამდენიმე ბაღის თემა კითხვის ნიშნის ქვეშ დგას. განსაკუთრებით მძიმე ვითარებაა გორის ერთ-ერთ ბაგა-ბაღში, სადაც 2008 წლის საომარი მოქმედებების დროს რამდენიმე ოჯახი შეასახლეს.

საქართველოს მთავრობამ ბაგა-ბაღებისთვის განკუთვნილი 5 მთავარი რეგლამენტიდან, ოთხი უკვე დაამტკიცა.

იხილეთ ვრცლად “იმედის დღის” მიერ მომზადებული სიუჟეტი.

გორში არსებული 19 საბავშვო ბაღის გაერთიანების პროცესი დაიწყო. ამის თაობაზე გორის მუნიციპალიტეტის საკრებულომ გადაწყვეტილება 9 მარტს მიიღო. წესდების მიხედვით, ამჯერად, საბავშვო ბაღების ხელმძღვანელებს სკოლამდელი აღზრდის სააგენტოს დირექტორი დანიშნავს. მანამდე, ამას ქალაქის მერი აკეთებდა. სააგენტოს დირექტორი ლია კოვზიაშვილი ამბობს, რომ პროცესი ყოველგვარი კანონის დაცვით განხორციელდება, თუმცა, საბავშვო ბაგა-ბაღების პედაგოგები ამბობენ, რომ მათ განცხადებების დაწერას აიძულებენ, დირექტივა კი ბაღების მართვის სააგენტოსაგან მიიღეს.