მარნეულის საკრებულო გასვლით სხდომებს გეგმავს

867

მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ, ამირან გიორგაძემ განაცხადა, რომ საკრებულო მუნიციპალიტეტის 18-ივე ადმინისტრაციულ ერთეულში იწყებს გასვლით სხდომებს. ინფორმაციას “მარნეულის რადიო” ავრცელებს.

მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის უფროსის, ნინო ბერიძის თქმით აღნიშნული გასვლითი სხდომები ხელს შეუწყობს საკრებულოს ინფორმირებულობას მოსახლეობის საჭიროებების შესახებ.

“ამ შეხვედრებზე იქნება პრობლემებზე საუბარი, ვისაუბრებთ გაკეთებულ ინფრასტრუქტურაზე და რა არის მიმდინარე წლის ბიუჯეტში გათვალისწინებული იმ კონკრეტულ ადმინისტრაციულ ერთეულში. გასვლით სხდომებში აქტიურ მონაწილეობას მიიღებენ როგორც მაჟორიტაარი საკრებულოს წევრები იმ ადმინისტრაციული ერთეულიდან, ასევე მერის წარმომადგენელები და რა თქმა უნდა მერიის შესაბამისი სამსახურების ხელმძღვანელი პირებიც”, – ამბობს ნინო ბერიძე.

საკრებულოს აპარატის უფროსი ასევე ამბობს, რომ გასვლითი სხდომებზე მოსახლეობას ერთგვარ ანგარიშსაც ჩააბარებენ, თუ რა გაკეთდა და რის გაკეთებას აპირებს თვითმმართველობა კონკრეტულ ადმინისტრაციულ ერთეულში თუ მუნიციპალიტეტში.