ნადოკრა-ხევსურთსოფლის გზის რეაბილიტაციაზე თიანეთის მერიასა და მგფ-ს შორის ხელშეკრულება გაფორმდა

897

თიანეთის მუნიციპალიტეტსა და საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდს შორის საინვესტიციო დაფინანსების ხელშეკრულებას მოეწერა ხელი.

თიანეთის მერიის ცნობით, ხელშეკრულება ნადოკრა-ხევსურთსოფლის გზის რეაბილიტაციის ქვეპროექტს შეეხება.