ხონის სოფლებში გაზიფიცირება გრძელდება

514

ხონის მუნიციპალიტეტის სოფლებში გაზიფიცირებa გრძელდება. ამ ეტაპისთვის მიმდინარეობს ბუნებრივი აირის ოჯახებში შეყვანა. ინფორმაციას ხონის მერია ავრცელებს.

სამუშაოებს ხონის მუნიციპალიტეტის მერი ლადო ჯურხაძე სოფელ ქუტირში გაეცნო და ხაბეიშვილების ოჯახში გაზი სიმბოლურად აანთო.

ხონის მუნიციპალიტეტში 2017 წელს – გაზსადენი ქსელი აშენდა 8 სოფელში 2 839 ოჯახისთვის ( ახალშენი 353, გვაზაური 220, გუბი 479, ივანდიდი 822, კონტუათი 295, ნახახულევი 214, საწულუკიძეო 210, ქუტირი 310 ). ამჟამად მიმდინარეობს ბუნებრივი აირის ოჯახებში შეყვანა.