ადგილობრივი განვითარების ჯგუფმა (LAG) 2015–17 წლებში ბორჯომში 1 000 000 ლარის 28 პროექტი დააფინანსა

738

1 მარტს, ევროკომისიის ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების საკითხებში გენერალური დირექტორატის წარმომადგენლები ბორჯომში ადგილობრივი განვითარების ჯგუფის (LAG) წევრებს შეხდნენ და იმ პროეტების შესახებ ისაუბრეს, რომელბიც ევროკავშირის მხარდაჭერით ENPARD–ის პროგრამის ფარგლებში დაფინანსდა. შეხვედრა ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკის ადმინისტრაციის შენობაში გაიმართა.  ინფორმაციას “სამხრეთის კარიბჭე” ავრცელებს.

ადგილობრივი განვითარების ჯგუფის (LAG) მიერ 2015–2017 წლებში ბორჯომში 1 000 000 ლარის ღირებულების 28 პროექტია დაფინანსებული.

„ვიმყოფებოდი გორში, სოფელ ახალდაბაში არსებულ საკამლახე მეურნეობაში, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი მიმათულება, რომელსაც ENPARD–მა მხარი დაუჭირა. ბორჯომში ჩამოვედით იმიტომ, რომ შევხვდეთ ადგილობრივი განვითარების ჯგუფს. ვისაუბრეთ ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი ქვეპროექტების შესახებ. ჩვენთვის სასიხარულოა, რომ ასე კარგად ვითარდება და ყალიბდება სოფლის მეურნეობის მიმართულებები, რომლებსაც ჩვენ მხარს ვუჭერთ“, – განაცხადა შეხვედრის დაწყებამდე ევროკომისიის ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების საკითხებში გენერალური დირექტორატის წარმომადგენელმა მეთიუ ბიუსკეტმა.

ევროკავშირის მხარდაჭერით, ENPARD–ის ფარგლებში, საქართველოში დღემდე სოფლის განვითარების 122 ინიციატივა დაფინანსდა, აქედან 28 ბორჯომში. ეს ინიციატივები სოფლის მეურნეობის, ტურიზმის, სოციალური და რეგიონული ინფრასტრუქტურის და გარემოს დაცვითი მიმართულებების განვითარებას უწყობს ხელს. აღნიშნული ინიციატივებით 700–მდე სოფლად მცხოვრები ოჯახი დასაქმდა, ხოლო 8000–მდე სოფლად მცხოვრებ ადამიანს საცხოვრებელი პირობები პირობები გაუუმჯობესდა.

აღნიშნული პროგრამა 2013 წლიდან ხორციელდება და მისი მთალიანი ბიუჯეტი შეადგენს 179.5 მილიონ ლარს. ENPARD–ის ძირითადი მიზანი საქართველოში სოფლად სიღარიბის დაძლევაა.

ბორჯომის ადგილობრივი განვითარების ჯგუფმა (LAG) 2017–2019 წლებისთვის პროექტების განხორციელებისთვის კონკურსი კიდევ გამოაცხადა, რომლის ღირებულება 1 000 000 ლარია, ამ ეტაპზე 231 განაცხადია შესული, რომლის გადარჩევაც იგეგმება.
ადგილობრივი განვითარების ჯგუფში 29 ადამიანია, მათ შორის არიან წამომადგენლები ხელისუფლების, არასამთვრობო ორგანიზაციებისა და სამოქალაქო სექტორიდან.