რამდენად გამჭვირვალე და ინფორმაციულია ვანის მუნიციპალიტეტის ვებ-გვერდი

924

“საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო” განაგრძობს კვლევას მუნიციპალიტეტების მიერ საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების შესახებ. ამჯერად  წარმოგიდგენთ ვანის მუნიციპალიტეტის შედეგებს.

ჩატარებული კვლევის შედეგად შემდეგი გარემოებები გამოვლინდა:

  • ვანის საკრებულომ ვანის მუნიციპალიტეტს 2016 წლის 4 თებერვალს მიღებული N5 დადგენილებით განუსაზღვრა საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების წესი. მიღებული დადგენილება მიესადაგება მთავრობის N219 დადგენილებითგათვალისწინებულ მოთხოვნებს, რომელიც ადგენს საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების მაღალ სტანდარტს;

  • თუმცა მერიისა და საკრებულოს საერთო ვებ-გვერდზე (http://vani.gov.ge/) განთავსებული ინფორმაცია არ პასუხობს დადგენილებით ნაკისრი პროაქტიულად გამოსაქვეყნებელი ინფორმაციის ნუსხას.

დეტალური მონაცემები იმის შესახებ, თუ რა სახის ინფორმაცია ქვეყნდება ვანის საკრებულოსა და მერიის საერთო ვებ-გვერდზე იხილეთ გრაფიკებზე