ხულოს სოფელ საციხურში მოსახლეობა გზის გაკეთებას ითხოვს

600

ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ საციხურში მოსახლეობა შიდა სასოფლო გზის კეთილმოწყობას ითხოვს. ინფორმაციას “აჭარის ტელევიზია” ავრცელებს.

როგორც ადგილობრივები ამბობენ გზაზე არსებული ორმოები გადაადგილებას ართულებს. აჭარის საგზაო დეპარტამენტში განმარტავენ, რომ მიმდინარე წელს აგარა-საციხურის მიმართულებით 1200 მეტრი სიგრძის ბეტონის საფარი დაიგება. ჯამში კი  ხულოში საგზაო  ინფრასტრუქტურის კეთილმწოყობისთვის 10 მილიონ 260 ათასი ლარი დაიხარჯება.

დეპარტამენტის ცნობით, დაგეგმილია 33 ხელოვნური ნაგებობის გაკეთება და ორი ხიდის მოწყობა. ჯამში, მიმდინარე წელს 45 პროექტის განხორციელება იგეგმება.