სამშენებლო რეგულაციების დარღვევაზე სანქციები მხოლოდ თბილისზე გავრცელდება

696

წინა სტატია

სამშენებლო რეგულაციების დარღვევასთან დაკავშირებული სანქციები მხოლოდ თბილისის ტერიტორიაზე წარმოებულ მშენებლობებზე გავრცელდება. ინფომაციას IPN-ი ავრცელებს.

“პროდუქციის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსში“ ასახული ცვლილებები, რომელიც თავის მხრივ, შრომის უსაფრთხოების შესახებ საკანონმდებლო პაკეტის ნაწილია, თბილისს ეხება.

“ის, რაც უშუალოდ მშენებლობებს ეხება, მხოლოდ თბილისზე ვრცელდება. ასეთი ინიციატივა თვითმმართველობასთან უნდა იყოს შეთანხმებული. თუკი შესაბამისი ინიციატივა სხვა თვითმმართველობებსაც ექნებათ, რა თქმა უნდა, პარლამენტი კანონში ცვლილებებს კიდევ შეიტანს“, – განაცხადა პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ აკაკი ზოიძემ.

19 თებერვალს პარლამენტში გუბერნატორებსა და საპარლამენტო უმრავლესობის წევრ მამუკა მდინარაძეს შორის შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაზე ახალ სამშენებლო რეგულაციებზე იმსჯელეს.