ბორჯომის საკრებულოს დეპუტატები სასამართლოში ჩივიან

592

ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ექვსმა დეპუტატმა ახალციხის რაიონულ სასამართოში საჩივარი შეიტანა. ინფორმაციას სამხრეთის კარიბჭე ავრცელებს.

მისივე ინფორმაციით, “დეპუტატებს საკრებულოში ორი ფრაქციის “ქართული ოცნება – კონსერვატორები“ და “ქართული ოცნება – მრეწველების“ შექმნაზე ეთქვათ უარი. მათ შორის არიან ანდრო გედიაშვილი, ივანე შალუტაშვილი და ოთარ არბოლიშვილი, რომლებმაც ფრაქციების შექმნის მიზნით, “ქართული ოცნება” დატოვეს. იმისთვის, რომ საკრებულოში მეტი ფრაქცია შექმნილიყო, ანდრო გედიაშვილი “კოსერვატორებში“ გადავიდა, ხოლო ივანე შალუტაშვილი და ოთარ არბოლიშვილი “მრეწველებში“. სწორედ ამ მიზეზით, საკრებულოს დეპუტატებმა მათ ფრაქციების დარეგისტრირებაზე უარი უთხრეს”.