ქედის სოფლებში მოსახლეობას წყლის მილებს მაშინ გადასცემენ, თუ მოქალაქეები თხრილს თავად გაიყვანენ

669

ქედის მუნიციპალიტეტის იმ სოფლებში, სადაც წყლის მარაგის ავზები არ არსებობს ადგილობრივებს სახლებამდე წყალი ინდივიდუალურად აქვთ მიყვანილი, ანუ მოიხმარენ გაუფილტრავ წყალს, ამას კი ხშირად კიდევ ერთი პრობლემა ემატება – ეს მოძველებული მილებია. ინფორმაციას “აჭარის ტელევიზია” ავრცელებს.

ქედის მერიას უკვე აქვს შეძენილი წყლის ახალი მილები, თუმცა მას მოსახლეობას მხოლოდ მას შემდეგ გადასცემენ, რაც მოქალაქეები თავად უზრუნველყოფენ საკარმიდამო ნაკვეთში მილისთვის თხრილების გაყვანას. ქედის 64 სოფელში სულ 13 წყლის ავზია.