ონის მუნიციპალიტეტში ბარი-მრავალძალის გზა მოასფალტდება

რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ონის მუნიციპალიტეტს ამ დროისთვის 2 პროექტი, მათ განსახორციელებლად კი 2 090 000 ლარი გამოეყო.

2018 წელს დაგეგმილია სოფლების – ბარი–მრავალძალის გზის მოასფალტება, რისთვისაც სახელმწიფო ბიუჯეტიდან 1,330,000 ლარი დაიხარჯება.

ბეტონის საფარი მოეწყობა, ასევე, სოფლების – პიპილეთი, ცხმორი, ფსორი, ბაჯიხევის მიმართულებით. გზას გაუკეთდება ბეტონის სანიაღვრე არხებიც. სამუშაოებისთვის რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 760,000 ლარი გამოიყოფა.

მსგავსი სიახლეები