მცხეთის მუნიციპალიტეტი 13 ინფრასტრუქტურულ პროექტს სოფლებში, ორს კი ქალაქ მცხეთაში განახორციელებს

მცხეთის მუნიციპალიტეტი რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 15 ინფრასტრუქტურული პროექტისთვის 3 839 483 ლარს მიიღებს. 15-დან 13 პროექტი მცხეთის სოფლებში, ხოლო 2 ქალაქ მცხეთაში განხორციელდება. ქალაქისთვის გამოყოფილი თანხიდან 1 274 750 ლარი დაიხარჯება, ხოლო 2 564 733 ლარი სოფლებს მოხმარდება.

2018 წელს ქალაქ მცხეთაში სპორტულ-გამაჯანსაღებელი კომპლექსის მშენებლობა იგეგმება. მშენებლობა ცენტრალური ბიუჯეტიდან 806,750 ლარით დაფინანსდება. გარდა ამისა, ქალაქში, ასევე, მოეწყობა გარეგანათება, რაზეც რეგფონდიდან 468,000 გამოიყოფა.

მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში განსახორციელებელ პროექტების უმეტესობა საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას, ნაწილი კი წყალმომარაგების გაუმჯობესებას ეხება.

მიმდინარე წელს მცხეთის მუნიციპალიტეტში საბავშვო ბაღის მშენებლობაცაა დაგეგმილი. ბაგა-ბაღი სოფელ ნატახტარში აშენდება და მასზე ცენტრალური ბიუჯეტიდან 233,596 ლარი გამოიყოფა.

რაც შეეხება საგზაო ინფრასტრუქტურას, დაგეგმილია სოფლების – ლისი-წოდორეთის გზების რეაბილიტაცია, რომლისთვისაც რეგფონდიდან 660,377 ლარი დაიხარჯება. მოწესრიგდება სოფლების – ნატახტარისა და მისაქციელის  შიდა  გზებიც. ამისათვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან 64,800-64,800 ლარის გამოყოფაა განსაზღვრული.

2018 წელს სოფელ საგურამოში, ატმიანის დასახლებაში, გზა ასფალტ-ბეტონის საფარით მოეწყობა – რეგფონდიდან პროექტისთვის 282,960 ლარი გამოიყოფა. ასფალტ-ბეტონის გზა დაიგება, ასევე, სოფელ საგურამოშიც. პროექტს ცენტრალური ბიუჯეტი 167,513 ლარით დააფინანსებს.

ანალოგიური სამუშაოები ჩატარდება სოფელ ხეკორძშიც – სოფელში მისასვლელი გზის ასფალტ-ბეტონის საფარით მოწყობა კი რეგფონდს 409,680 ლარი დაუჯდება.

შიდა გზების რეაბილიტაციაა დაგეგმილი სოფელ ძეგვში, რისთვისაც სახელმწიფო ბიუჯეტი 100,800 ლარს გამოყოფს.

გარდა საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობისა, 2018 წელს მცხეთის მუნიციპალიტეტში სხვა ინფრასტრუქტურული პროექტებიც განხორციელდება. კერძოდ, სოფლებში – ზაქარო-გალავანში სანიაღვრე სისტემის მოწყობაა დაგეგმილი და ამისთვის რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 57,600 ლარი დაიხარჯება. გაბიონები მოეწყობა სოფელ გალავანში მდინარე თეძამზე. აღნიშნული პროექტი ცენტრალურ ბიუჯეტს 36,000 ლარი დაუჯდება.

რაც შეეხება სასმელი წყლით უზრუნველყოფის პროექტებს, 2018 წელს დაგეგმილია სოფელ მუხრანის სასმელი წყლის სისტემის რეაბილიტაცია, რომლისთვისაც რეგფონდი 342,607 ლარს გამოყოფს. სასმელი წყლის სისტემის რეაბილტაცია მოხდება სოფელ შანკევანშიც, რომელზეც რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 50,400 ლარი დაიხარჯება.

გაგრძელდება სოფელ ბიწმენდში დარჩენილი უბნების დაქსელვისა და ჭაბურღილის მოწყობის სამუშაოებიც. აღნიშნულ პროექტზე სახელმწიფო ბიუჯეტიდან 93,600 ლარი გამოიყოფა.

მსგავსი სიახლეები