სოფელ ჯუგაანში საუბნო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს

814

სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი გოგილაშვილმა და მერის პირველმა მოადგილემ, მადონა ბატიაშვილმა, სოფელ ჯუგაანში, ძველი სკოლის საუბნო გზის ასფალტობეტონის საფარის სარეაბილიტაციო სამუშაოები ადგილზე მოინახულეს.

ეს გზა ამ ეტაპისთვის მოხრეშილია და მიმდინარეობს ორი სახიდე გადასასვლელის რეაბილიტაცია. ამ სამუშაოებისთვის, ადგილობრივი ბიუჯეტიდან 79521 ლარია გამოყოფილი. სარეაბილიტაციო სამუშაოებს ასრულებს შ.პ.ს. ,,პრიორიტეტი“.