2018 წელს ვანის მუნიციპალიტეტში 12 ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდება

237

2018 წელს მუნიციპალიტეტებში დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტები იმერეთის რეგიონის 11 მუნიციპალიტეტში განხორციელდება. რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან თანხების გამოყოფა უკვე დაწყებულია. ამ დროისთვის, ვანის მუნიციპალიტეტში 12 ინფრასტრუქტურული პროექტისთვის 3 600 784 ლარია გათვალისწინებული. ამავე პროექტებისთვის თანადაფინანსების სახით მცირე თანხას თავად მუნიციპალიტეტიც გამოყოფს.

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, ვანის მუნიციპალიტეტში, მიმდინარე წელს საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებაა პრიორიტეტი. დაფინანსებული 12 პროექტიდან 11 სწორედ გზების რეაბილიტაციას მოხმარდება, ხოლო 1 პროექტი საბავშვო ბაღის მოწესრიგებას.

2018 წელს ახალი საბავშვო ბაღი აშენდება სოფელ შუამთაში, რომლის მშენებლობისთვისაც ცენტრალური ბიუჯეტიდან 142,500 ლარი გამოიყო.

რაც შეეხება საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას, დაგეგმილია ტობანიერი-ყუმურის თემების დამაკავშირებელი საავტომობილო გზის რეაბილიტაცია, რომელზეც რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 285,000 ლარი დაიხარჯება.

მოწესრიგდება, ასევე, ამაღლება-საპრასიის თემების დამაკავშირებელი საავტომობილო გზაც (კოპიტნარის მიმართულებით). ამ სამუშაოებს რეგფონდი 642,532 ლარით დააფინანსებს.

დაგეგმილია ქალაქ ვანში შიდა ქუჩების რეაბილიტაციაც. კერძოდ, რეაბილიტირდება 26 მაისის ქუჩის პირველი შესახვევის საავტომობილო გზა (რეგფონდიდან გამოყოფილი თანხა 129,779 ლარს შეადგენს), წერეთლის ქუჩა (რეგფონდიდან გამოყოფილი თანხა 243,409 ლარს შეადგენს),  გიორგაძის ქუჩა (რეგფონდიდან გამოყოფილი თანხა 171,000 ლარია), წმინდა ნინოს ქუჩა (რეგფონდიდან გამოყოფილი თანხა 378,689 ლარია) და  ერისთავის ქუჩა ქუჩა (რეგფონდიდან გამოყოფილი თანხა 309,415 ლარია).

გარდა ამისა, მოწესრიგდება გორა-უხუთის ადმინისტრაციული ერთეულების დამაკავშირებელი საავტომობილო გზაც, რომლისთვისაც ცენტრალური ბიუჯეტიდან 300,960 ლარი დაიხარჯება.

რეაბილიტაცია ჩაუტარდება, ასევე, ამაღლება-საპრასიის ადმინისტრაციული ერთეულების დამაკავშირებელი საავტომობილო გზასაც (ინაშაურის მიმართულებით). მისი რეაბილიტაციისთვის რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 237,500 ლარია განსაზღვრული.

ზედავანი-გადიდის თემების დამაკავშირებელი საავტომობილო გზის რეაბილიტაციაზე სახელმწიფო ბიუჯეტიდან 285,000 ლარი დაიხარჯება.

ვანის მუნიციპალიტეტში დაგეგმილი პროექტების ჩამონათვალი ბზვანის თემის დაფნარი-ვანი-ბაღდათის მაგისტრალთან დამაკავშირებელი საავტომობილო გზის რეაბილიტაციის პროექტით სრულდება. ამისათვის რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 475,000 ლარია გათვალისწინებული.

რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ქვეყნის მასშტაბით ჯამში ამ ეტაპზე 140 მლნ 800 000 ლარია გამოყოფილი.