მოქალაქეთა მონაწილოების სტიმულირება თვითმმართველობის მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამებში

1472

ავტორი: დავით ყიფიანი

წინამდებარე კვლევის მიზანია თვითმმართველობებში არსებული პრობლემების გადასაჭრელად მიმართული, სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსებული პროგრამების დაგეგმარებისა და განხორციელების პროცესში მოქალაქეთა თანამონაწილეობის მექანიზმებისა და პრაქტიკის შეფასება. კვლევის ფარგლებში ინფორმაცია შევკრიბეთ რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს და მისი სტრუქტურული ერთეულების თანამშრომელებთან, დარგის ექსპერტებთან, არასამთავრობო სექტორის წარმომადგენელებთან ინტერვიუების საშუალებით. ასევე შევისწავლეთ 2015 წლის გაზაფხულისათვის არსებული საკანონმდებლო ჩარჩოსა და აღნიშნულ საკითხზე ჩატარებულ კვლევების ანგარიშებიც. გადაწყვეტილების მიღების პროცესში მოქალაქეთა თანამონაწილეობის დონის გაუმჯობესების ხელშეწყობის მიზნით კვლევის მიგნებებისა და დასკვნების საფუძველზე შემუშავებულ იქნა რეკომენდაციები.

კვლევა განხორციელდა „კონსულტაციის და ტრენინგის ცენტრის“ მხარდაჭერით პროექტის – „ადგილობრივი დემოკრატიის განვითარება“ – ფარგლებში. პროექტი დაფინანსებულია „პური მსოფლიოსთვის“ (Bread for the World).
კვლევის ანგარიში მომზადდა და გამოიცა „მმართველობითი სისტემების განვითარების ცენტრის“ პროექტის ფარგლებში – „მოქალაქეთა მონაწილება თვითმმართველობის პროცესში – მონიტორინგი და რეკომენდაციები“. „ფონდი ღია საზოგადოება საქართველოს“ ფინანსური მხარდაჭერით.

ანგარიშში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის კვლევის ავტორს და გამოხატავს მხოლოდ მის პოზიციას. შესაბამისად, კვლევის ანგარიშის მომზადებაში ჩართული ორგანიზაციები არ არიან პასუხისმგებელი ანგარიშის შინაარსზე.

იხილეთ კვლევის ანგარიში სრულად