ვანის მუნიციპალიტეტის სოფელში თანამედროვე სტანდარტების დაცვით გარემონტებული ბაღი გაიხსნა

636

ვანის მუნიციპალიტეტის მერმა, ალექსანდრე გოგორიშვილმა და ა(ა)იპ ბაღების გაერთიანების დირექტორმა, გვანცა სიგუამ უხუთის ადმინისტრაციულ ერთეულში საბავშვო ბაღის ახალი შენობა გახსნეს. ინფორმაციას ვანის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

მერიის ცნობით, “მიუხედავად ბავშვთა საკმარისი რაოდენობისა, უხუთის ადმინისტრაციულ ერთეულში საბავშვო ბაღის შენობა არ იყო და ბაღის აღსაზრდელები სკოლის ეზოში არსებულ ერთ პატარა შენობაში იყვნენ განთავსებულნი, რომელიც არ აკმაყოფილებდა სტანდარტებს”.

“ახალი სკოლამდელი დაწესებულება ადგილობრივებს საშუალებას აძლევს, ბავშვები ატარონ თანამედროვე სტანდარტების დაცვით გარემონტებულ ბაღში,  რომელიც აღჭურვილია ბავშვის აღზრდისა და განვითარებისთვის საჭირო ყველა ინვენტარით. თანამედროვე სტანდარტების დაცვით აგებული უხუთის საბავშვო ბაღის შენობა ერთ ჯგუფზეა გათვლილი და ამ ეტაპზე 25 აღსაზრდელი ირიცხება. ბაღის ახალი შენობის მშენებლობაზე სახელმწიფო ბიუჯეტიდან 176 681 ლარი დაიხარჯა. სამშენებლო სამუშაოები, 2017 წლის სექტემბრიდან დაიწყო და დეკემბერის ჩათვლით მიმდინარეობდა”,-აცხადებენ ვანის მუნიციპალიტეტის მერიაში.