ადგილობრივი თვითმმართველობის ინდექსის პირველი ანგარიშის პრეზენტაცია გაიმართება

1500

2017 წლის 5 დეკემბერს, 14:00 საათიდან 16:30 საათამდე, სასტუმრო „ჰოლიდეი ინნში“ (თბილისი, 26 მაისის მოედანი N1) გაიმართება ადგილობრივი თვითმმართველობის ინდექსის პირველი ანგარიშის პრეზენტაცია.

პრეზენტაციაზე გამოცხადდება მუნიციპალიტეტების რეიტინგი და წარმოდგენილი იქნება საბოლოო ანგარიში. აგრეთვე, გამოვლინდებიან საუკეთესო შედეგების მქონე მუნიციპალიტეტები.

შეფასება განხორციელდა ინდექსის ონლაინ პლატფორმის – WWW.LSGINDEX.ORG – გამოყენებით.

პრეზენტაციას დაესწრებიან ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების, რეგიონული, ადგილობრივი  და საერთაშორისო ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლები.

ადგილობრივი თვითმმართველობის ინდექსით შეფასდა  ქვეყნის ყველა მუნიციპალიტეტი გამჭვირვალობის, მოქალაქეთა მიმართ ანგარიშვალდებულებისა და გადაწყვეტილების მიღების პროცესში მოსახლეობის მონაწილეობის ხარისხის კუთხით.

აღნიშნული ინდექსით ქვეყნის მუნიციპალიტეტების შეფასება 2019 წელსაც განხორციელდება.

ინდექსი კონსულტაციებისა და ტრენინგების ცენტრის (CTC), ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტისა (IDFI) და მმართველობითი სისტემების განვითარების ცენტრის (MSDC) ერთობლივი ძალისხმევით შეიქმნა.

პროექტი ფონდის – “ღია საზოგადოება – საქართველო” ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა.