მცხეთის სასამართლოს გადაწყვეტილებით, მეჭიაური თიანეთის მერი გახდება

თიანეთის მერობის დამოუკიდებელი კანდიდატი და პარლამენტის ყოფილი წევრი თამაზ მეჭიაური თიანეთის მერი ხდება. მცხეთის სასამართლოს პირველი ინსტანციამ თიანეთის საოლქო საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილება გააუქმა.

როგორც ცნობილია, მეჭიაურმა არჩევნები ქართული ოცნების კანდიდატს 1 ხმით მოუგო, თუმცა, მოგვიანებით საოლქო საარჩევნო კომისიამ 5 ბათილი ბიულეტინი ლელა ქიტესაშვილს მიაკუთვნა, რითიც არჩევნების შედეგები შეიცვალა.

„სასამართლო გადაწყვეტილებით, აღდგა პირვანდელი მდგომარეობა, ანუ მდგომარეობა, სანამ საოლქო საარჩევნო კომისია მიიღებდა გადაწყვეტილებას, თავიდან გადათვლიდა ბათილ ბიულეტენებს და გააყალბებდა შედეგებს”, – განაცხადა მეჭიაურის ადვოკატმა მინდია შეთეკაურმა.

მეჭიაურმა, ადვოკატებისა და საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის დახმარებით, საოლქო კომისიის გადაწყვეტილება გაასაჩივრა. დღეს სასამართლომ გადაწყვეტილება მეჭიაურის სასარგებლოდ გამოიტანა.

რაც შეეხება საიას-ს და თამაზ მეჭიაურის ერთობლივ სარჩელს, ამის განხილვის საჭიროება აღარ არსებობს, რადგან გაუქმებულია დავის საგანი. ამ გადაწყვეტილებით სასამართლომ ის აქტები გააუქმა, რომლის გაბათილებასაც ვითხოვდით“, – თქვა მინდია შეთეკაურმა.

 

მსგავსი სიახლეები