გიორგი მარგველაშვილი: არჩევნებში მიღებული ხალხის მხარდაჭერა ამ ხალხის პრობლემების მოგვარებაში უნდა გამოიხატოს

642

საქართველოს პრეზიდენტი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს ეხმაურება და აცხადებს, რომ არჩევნების პროცესში გამოვლენილი ხარვეზების აღმოფხვრა და გათვალისწინება ქართული დემოკრატიისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

გიორგი მარგველაშვილი იმედს გამოთქვამს, რომ არჩევნების მეორე ტურიც მშვიდ ვითარებაში ჩაივლის და ამომრჩევლის აქტივობაც მაღალი იქნება.

„საქართველოში 2017 წლის თვითმმართველობის არჩევნები შედგა, საერთო ჯამში არჩევნებმა მშვიდ ვითარებაში ჩაიარა, თუმცა იყო ბევრი ხარვეზი, რომელთა აღმოფხვრაც და გათვალისწინებაც ქართული დემოკრატიისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

ვულოცავ თვითმმართველ ქალაქებში არჩეულ მერებს, პარტიებსა და მაჟორიტარ კანდიდატებს. ვუსურვებ წარმატებულ საქმიანობას, არჩევნებში მიღებული ხალხის მხარდაჭერა კი, ამ ხალხის პრობლემების მოგვარებაში უნდა გამოიხატოს.

მინდა, მადლობა ვუთხრა საერთაშორისო და ადგილობრივ სადამკვირვებლო მისიებს თვითმმართველობის არჩევნების მიმართ გამოჩენილი მაღალი ინტერესისა და კვალიფიციური მონიტორინგისათვის.
იმედს გამოვთქვამ, რომ არჩევნების მეორე ტურიც მშვიდ ვითარებაში ჩაივლის და ამომრჩევლის აქტივობაც მაღალი იქნება”, – აღნიშნულია პრეზიდენტის განცხადებაში.

წყარო: 1tvv.ge