ოზურგეთის მერობის კანდიდატთა მწვავე დაპირისპირება – ბეგლარ სიორიძემ დებატები დატოვა

1210

მწვავე და დაძაბული აღმოჩნდა “გურიის მოამბის” მიერ გამართული დებატები, რომელშიც ერთმანეთს ოზურგეთის მერობის კანდიდატები და მთავარი ოპონენტები – ოზურგეთის მოქმედი მერი ბეგლარ სიორიძე და ოზურგეთის ყოფილი გამგებელი კოტე შარაშენიძე დაუპირისპირდნენ. შარაშენიძე, ისევე, როგორც სიორიძე, “ქართული ოცნების” გამგებელი იყო, თუმცა, მას შემდეგ, რაც მან დამოუკიდებლად კენჭისყრა გადაწყვიტა, პარტიიდან გარიცხეს. ბეგლარ სიორიძე იმ შვიდი ქალაქიდან, რომელსაც ხელისუფლებამ ცოტა ხნის წინ თვითმმართველი ერთეულის სტატუსი შეუჩერა, ერთადერთი მერია, რომელიც პარტიამ მერობის კანდიდატად კვლავ წამოაყენა. სიორიძეს ღია მხარდაჭერა გამოუცხადა ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილს ძმამ, ადიკო ივანიშვილმა, რომელმაც მედიასთან განაცხადა, რომ ის მხოლოდ ოზურგეთის მერობის კანდიდატის შერჩევაში ჩაერია.

წყარო: გურიის მოამბე