ოზურგეთის მერის პოსტზე დამოუკიდებელ კანდიდატად კენჭს კოტე შარაშენიძე იყრის. საინიციატივო ჯგუფის წევრების თქმით, ამ ეტაპზე მიმდინარეობს ხელმოწერების შეგროვება, რაც არსებული კანონმდებლობით, დამოუკიდებელი კანდიდატის დასარეგისტრირებლად აუცილებელია.
2012-2014 წელს კოტე შარაშენიძე ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებელი იყო.
ამ ეტაპზე კოტე შარაშენიძე მედიასთან კომენტარს არ აკეთებს.
წყარო: ინტერპრესნიუსი