„ქართული ოცნება“ დმანისის სოფლების მოსახლეობას ყურანზე დაფიცებით მხარდაჭერას აიძულებს

920

„შენების მოძრაობის“ ინფორმაციით დმანისში „ქართულ ოცნება“ მოსახლეობაზე ზეწოლას ახდენს. სოფელ ირგანჩაის მაცხოვრებლებს მმართველი პარტიის დმანისის შტაბის იურისტი ემზარ პეტრიაშვილი სთხოვს ყურანზე დაიფიცონ, რომ 21 ოქტომბერს ბიულეტენში 41-ს შემოხაზავენ.

ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით დავალებას „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატი კახა ოქრიაშივლი იძლევა.

გარდა ამისა, განსხვავებული პოლიტიკური შეხედულების გამო ბოლო პერიოდში გახშირდა ზეწოლისა და დაშინების ფაქტები. აღნიშნულთან დაკავშირებით მოძრაობამ უკვე მიმართა თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისათვის უწყებათაშორის კომისიას.