შემდეგი სტატია განათლების და მეცნიერების სამინისტრო განმარტავს, რა სიახლეებით ხვდება სკოლები 2022-23 სასწავლო წელს. ახალ სასწავლო წელთან დაკავშირებული სიახლეების შესახებ უწყება ინფორმაციას ავრცელებს და აღნიშნავს, რომ დაგემილია მნიშვნელოვანი სიახლეები. როგორც უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში 2022-2023 სასწავლო წელი 15 სექტემბერს დაიწყება. საქართველოს პრემიერმინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით, სწავლის დაწყების პირველ დღეს ყველა საჯარო სკოლაში საქართველოს ჰიმნი გაჟღერდება და დროშა აღიმართება. ახალ...
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს შპს „საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიამ“ სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის მუნიციპალიტეტებისთვის ნარჩენების შესაგროვებელი, პლასტმასის 1 100 ლიტრიანი კონტეინერების მიწოდება დაიწყო. უწყების პრესსამსახურის ცნობით, პირველ ეტაპზე, 440 კონტეინერი ხობისა და წალენჯის მუნიციპალიტეტებს გადაეცათ. „სამეგრელო-ზემო სვანეთის მუნიციპალიტეტები პროექტ "მყარი ნარჩენების ინტეგრირებული მართვის პროგრამა II, კახეთისა და სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონები" ფარგლებში, დამატებით ეტაპობრივად, გეგმის მიხედვით აღიჭურვებიან სხვადასხვა ზომის კონტეინერებით, ურნებით,...
ბორჯომის მუნიციპალიტეტის ლიკანის №3 და დვირის საბავშვო ბაღის შენობაზე მზის ენერგიის პანელები განთავსდა. ბორჯომის მერიის ცნობით, "საქართველოს სოფლის მდგრადი განვითარების ხელშეწყობის (ENPARD III)" პროგრამის ფარგლებში, ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიამ გრანტის სახით 99 000 ლარი მოიპოვა, რითაც მზის ენერგიის პანელების შეძენა-დამონტაჟება მოხდა. „მზის ენერგიის პანელებით გამომუშავებული ელექტროენერგიით გაერთიანებაში შემავალი საბავშვო ბაღები ისარგებლებს. აღნიშნული პროგრამის ფარგლებში, მზის ენერგიის ხარჯზე ელექტროენერგიის მიწოდება მოხდება, რაც სახელმწიფო სახსრების...
რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის სხდომაზე „ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილების შესახებ იმსჯელეს. როგორც კანონპროექტის ინიციატორმა, დავით სონღულაშვილმა აღნიშნა, პროექტის მიღების შემთხვევაში, მუნიციპალიტეტებს ბიუჯეტში მეტი რესურსის მობილიზების შესაძლებლობა მიეცემათ გამომდინარე იქიდან, რომ კანონით დადგენილი მოსაკრებლის მაქსიმალური ოდენობა გაიზრდება და მუნიციპალიტეტსაც, თავისი გადაწყვეტილების შესაბამისად, შეეძლება მის ადმინისტრაციულ საზღვრებშიც გაზარდოს ამ მოსაკრებლის ოდენობა კანონით დადგენილი მაქსიმალური ოდენობის ზღვრის ფარგლებში. „დამატებითი რესურსის მობილიზება...
მაღალი ეკონომიკური ზრდის გათვალისწინებით, დღის წესრიგში დადგა მიმდინარე წლის ბიუჯეტში ცვლილებების მომზადება, რომელიც ორიენტირებულია როგორც ბიუჯეტის დეფიციტისა და მთავრობის ვალის შემცირებაზე, ასევე სხვადასხვა მიმართულებით ახალი პროექტების დაფინანსებაზე, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა. პრემიერმინისტრმა აღნიშნა, რომ პოზიტიური დინამიკა გაგრძელდება და წელს ისეთივე წარმატებული წელი იქნება, როგორიც გასულ წელს იყო. ღარიბაშვილის თქმით, მაღალი ეკონომიკური ზრდის მიღწევა შესაძლებელი...
საგარეჯოს მუნიციპალიტეტში, სოფელ პატარძეულის სტაბილური წყალმომარაგებისთვის სისტემის მშენებლობა მიმდინარეობს, - ამის შესახებ ინფორმაციას წყალმომარაგებიოს კომპანია ავრცელებს. მათივე ცნობით, სოფელში არ არსებობს წყალმომარაგების ცენტრალიზებული სისტემა, მოსახლეობას წყალი შეზღუდული გრაფიკით მიეწოდება. „მიმდინარეობს წყალმომარაგების ქსელის, წყლის სათავე ნაგებობის, სატუმბო სადგურისა და რეზერვუარის მშენებლობა. პროექტის დასრულების შედეგად, მოსახლეობას ათწლეულების განმავლობაში, უწყლობით გამოწვეული პრობლემა მოუგვარდება და 24-საათიანი, ხარისხიანი წყალმომარაგებით ისარგებლებს. სამუშაოებს, სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებით 8 მლნ ლარზე მეტი მოხმარდება“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.
ბათუმში ბაგრატიონის ქუჩაზე, რიგ მონაკვეთებზე, ასფალტის საფარის დაგება დასრულდა და სატრანსპორტო მოძრაობა აღდგა, - აცხადებენ ბათუმის მერიაში. მათივე ცნობით, ბაგრატიონის ქუჩის კეთილმოწყობის პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია სანიაღვრე და განათების სისტემების მოწყობა, მწვანე კორდის, დეკორატიული ფილებისა და მოაჯირის მონტაჟი. "ამ ეტაპისთვის სამუშაოები დასრულდა გზის მარჯვენა მხარეს, შარტავას წრიულიდან ვაჟა-ფშაველას ქუჩამდე მონაკვეთში, სადაც უკვე დაგებულია ასფალტის საფარის პირველი ფენა და მიმდინარეობს მეორე ფენის დაგება....
ანაკლიის ცენტრში 5 585 კვ.მ ფართობის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა, რომელშიც ადრე სოფლის კულტურის ცენტრი ფუნქციონირებდა, ელექტრონული აუქციონის ფორმით პრივატიზდება. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების საწყისმა ღირებულებამ 250 ათასი ლარით დაიწია და ამჯერად 1 მილიონს შეადგენს. აუქციონი კვლავ პირობიანია და მომავალმა მფლობელმა ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებიდან 3 წლის განმავლობაში დამატებით 1 მილიონი ლარის ინვესტიცია უნდა განახორციელოს. უძრავი ქონების ფუნქციურად გამოყენებისთის შემდეგი ობიექტებია ნებადართული: მრავალფუნქციური შენობა, სარეკრეაციო სივრცეები და მისი...
საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა მესტიაში სვანური ენის შენარჩუნების აუცილებლობაზე ისაუბრა და ადგილობრივებს უთხრა, რომ სვანური ენა საქართველოს სჭირდება. ინფორმაციას რადიო ათინათი ავრცელებს. "სვანური ენა აუცილებლობაა, რომ დარჩეთ და იყოთ, რაც ხართ. ის სჭირდება საქართველოს, რადგან რეალურად ჩვენი კულტურა და ქართული ენა დიდწილად, სწორედ, სვანურ ენაზეა დაფუძნებული და თუ აღარ ისაუბრებთ სვანურად თქვენ, ჩვენც დავკარგავთ ამ ძალიან დიდ და მდიდარ ენას....
რუსთავის ბაგა-ბაღებში სააღმზრდელო პროცესი 19 სექტემბერს განახლდება. სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, სააღმზრდელო პროცესი, 19 სეტემბერს არ დაიწყება პირველ და მერვე ბაღში. აღნიშნულ ფილიალებში სააღმზრდელო პროცესი მიმდინარე სამუშაოების დასრულებისთანავე განახლდება.
“ხაშური არის პირველი, საქართველოს მასშტაბით, ჯერ არც ერთი სხვა საბავშო ბაღი ამ პორტალში არ მიუწვევიათ”, – განაცხადა "რადიო მოზაიკასთან” ხაშურის ბაღების გაერთიანების უფროსმა, ლელა გელაშვილმა. საუბარია ევროპის საგანმანათლებლო პორტალზე, სადაც საგანმანათლებლო პროექტები მზადდება. “ეს არის საგამანათლებლო პორტალი, სადაც აქამდე მხოლოდ სკოლები, მასწავლებლები ბავშვები იყვნენ ჩართულები. წელს კი პორტალს დაემატა საბავშო ბაღებიც. პირველი ამ პორტალში გაწევრიანება შემოგვთავაზეს ჩვენ და დავთანხმდით დიდი სიამოვნებით. გვქონდა...
წინა სტატია იქნება თუ არა სოციალურად დაუცველებისთვის რაიმე შეღავათი, ამას მოგვიანებით განვსაზღვრავთ, როდესაც აუზი აქტიურად დაიწყებს მუშაობას”, – განაცხადა ქარელის მერმა ზაზა გულიაშვილმა. ინფორმაციას რადიო მოზაიკა ავრცელებს. მისი თქმით, ამ ეტაპზე აუზი უკვე შემუშავებული პაკეტების და ტარიფების მიხედვით იფუნქციონირებს. “აუზზე დასაქმდა 14 ადამიანი. ვფიქრობთ, რომ აუზი წარმატებით იფუნქციონერებს, რადგან მომართვიანობა და სურვილი მოსახლეობის მხრიდან აუზით სარგებლობის ბევრია. ამ ეტაპზე აუზზე იმოქმედებს ის...
BBC სამოგზაურო გვერდზე კაცხის სვეტის შესახებ სტატიას აქვეყნებს. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, გავლენიანი ბრიტანული გამოცემის ჟურნალისტმა პრიანკმა შანკარმა საქართველოში იმოგზაურა და მკითხველს იმერეთში მიღებული შთაბეჭდილებები გაუზიარა. სტატიაში აღწერილია ჭიათურის მუნიციპალიტეტში მდებარე კაცხის სვეტი და მონასტერი, რომელიც უამრავ ტურისტს იზიდავს. „თბილისიდან 220 კილომეტრი ვიმგზავრე და საოცარი ქვის სტრუქტურა აღმოვაჩინე. მანამდე დიდი ხნის განმავლობაში აღფრთოვანებული ვიყავი ბერძნული მეტეორაზე მდებარე მონასტრით, რომელიც ბუნებრივი კლდის ბასრი სვეტებით გამოირჩევა. შემდეგ შევიტყვე საკმაოდ ორიგინალური მონასტრის...
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძემ და აფხაზეთის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა, ლევან თევზაიამ „ეკონომიკური პროგრამების სააგენტოს“ ორი ქვეპროგრამის „დასაქმების ხელშეწყობა“ და „დევნილთა სამეწარმეო საქმიანობის გაძლიერება“ კონკურსში გამარჯვებულ ბენეფიციარებს სამეწარმეო საქმიანობისთვის საჭირო სპეციალური ინვენტარი გადასცეს. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ცნობით, პროგრამები აფაზეთის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს „ეკონომიკური პროგრამების სააგენტოს“ მიერ განხორციელდა. „ორივე პროგრამის ფარგლებში, 164 აპლიკანტიდან 41 გამარჯვებული გამოვლინდა. სამეწარმეო, სამშენებლო...
ფოთის სკოლებში, საგანმანათლებლო გარემოს გაუმჯობესების მიზნით, სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. ფოთის მერიის ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში N-4 საჯარო სკოლაში სახურავის რეაბილიტაცია, სპორტდარბაზის, სველი წერტილების და გასახდელების, პირველი სართულის ფოიეს მოწყობა მიმდინარეობს, ხოლო N-12 საჯარო სკოლაში საკლასო ოთახების და სპორტდარბაზის კეთილმოწყობა. უწყების ცნობით, მიმდინარე სარემონტო სამუშაობი ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით ხორციელდება და მას ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს ,,ბემა" აწარმოებს. ფოთის მერის ბექა ვაჭარაძის განცხადებით, სკოლებში ინფრასტრუქტურული...
საქართველოს რეგიონული განვითარებისა  და ინფრასტრუქტურის სამინიტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ნორიოს და სოფელ ჯანდარას სკოლების რეაბილიტაციის დასრულების მიზნით, დარჩენილ სამუშაოებზე ტენდერი გამოაცხადა. მუნიციპალური განვითრების ფონდი სოფელ ნორიოს და სოფელ ჯანდარის, ჯამში, 2000 მოსწავლეზე გათვლილი საჯარო სკოლების სრულ რეაბილიტაციას ახორციელებს. სარეაბილიტაციო სკოლებში ეწყობა საკლასო ოთახები, საპირფარეშოები, სპორტული მოედნები და ეზოს ტერიტორია. ასევე, დამონტაჟდება გათბობის, წყალმომარაგების და კანალიზაციის სისტემები. სკოლები...

ბლოგი

ტესტი

ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები

შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში. დავიწყოთ!

თვითმმართველობის ისტორია

სოფელ-სოფელ