ქარელის მერს ორი მოადგილე, ერთი თანაშემწე და ერთი მდივანი ჰყავს, რომელთა სახელფასო ანაზღაურება ყოველთვიურად 9 690 ლარს შეადგენს. თავად მერის ხელფასი კი 5 500 ლარია. ინფორმაციას რადიო მოზაიკა ავრცელებს.
მერიის ინფორმაციით:
პირველი მოადგილის, ლადო სალუქვაძის ხელფასია 3 850 ლარი;
მოადგილის, ნათია მაწონაძის ხელფასია 3 520 ლარი;
თანაშემწის, ალეკო ღამბარაშვილის ხელფასია 1 320 ლარი;
მდივნის, ანი ქუთათელაძეს ხელფასია 1 000 ლარი.
ინფორმაციისთვის,...
თბილისის მერიის მიერ დაარსებულ კონკურსზე - „შემოქმედებითი თბილისი“ განაცხადების მიღების მეორე ეტაპი დაიწყო.
დედაქალაქის მერიის ინფორმაციით, კონკურსი ოთხ მიმართულებას მოიცავს: საგამომცემლო საქმიანობა; დიზაინი და რეწვა; ვიზუალური ხელოვნება (ინსტალაცია, მხატვრობა, ფოტოგრაფია და სხვა); მედია ხელოვნება.
„გასულ წელს თბილისი გახდა UNESCO-ს „შემოქმედებითი ქალაქების ქსელის“ (UCCN) წევრი მედია ხელოვნების მიმართულებით, რაც ახალ შესაძლებლობას აძლევს ამ სფეროში დასაქმებულ ხელოვანებსა და ორგანიზაციებს როგორც ადგილობრივი, ასევე საერთაშორისო...
წინა სტატია
როგორც ვიცით, 700 მილიონს სცდება ბიუჯეტში დამატებული თანხები და აქედან აგრარული მიმართულებით სადღაც 150 მილიონის დამატებაზეა საუბარი, - ამის შესახებ აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ნინო წილოსანმა განაცხადა.
„მცირდება სახელმწიფო ვალი, რომელიც საკმაოდ ბევრი კრიტიკოსისგან იყო შეშფოთების გამოხატვის საგანი. თუმცა, რა თქმა უნდა ამას წინაპირობა ჰქონდა, პანდემიის პერიოდი. ახლა, ჩვენს წინაშე წარდგება ბიუჯეტის დაკორექტირებული ვერსია. ბევრი მიმართულებით დაემატება დაფინანსება, მათ...
გლდანის რაიონის გამგეობამ გმირი კურსანტების N14-16-18 საცხოვრებელ კორპუსებთან სკვერი მოაწყო. აღნიშნულ ტერიტორიაზე დიდი რაოდენობით სამშენებლო ნარჩენები ეყარა, რისი გატანაც განხორციელდა და შემდეგ სამუშაო პროცესი დაიწყო, - ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, სამუშაოების შედეგად, 2 400 კვადრატულ მეტრამდე ფართობზე რეკრეაციული სივრცე მოეწყო. განთავსდა ბავშვთა გასართობი და მოსასვენებელი სივრცეები, ფიტნეს ზონა, მოსასვენებელი პავილიონი, დამონტაჟდა გარე განათებისა და სარწყავი სისტემა,...
კახეთის მაგისტრალის მშენებლობა აქტიურად მიმდინარეობს. დღეს მოვინახულეთ სამივე მონაკვეთზე მიმდინარე სამუშაოები. პირველი მონაკვეთის გახსნა უკვე გაისად გვაქვს დაგეგმილი. დარჩენილ ორ მონაკვეთზე აქტიურად გაგრძელდება სამუშაოები. ყველაზე მნიშვნელოვანი და კრიტიკულია კახეთის მაგისტრალის 35 კმ-იანი მონაკვეთი, რომელიც თბილისიდან საგარეჯომდე ჩადის. ამ მონაკვეთის დასრულების შედეგად, მნიშვნელოვნად შემცირდება გადაადგილების დრო და მგზავრობა მეტად კომფორტული გახდება. პროექტით გათვალისწინებულია 4-ზოლიანი ჩქაროსნული გზის მშენებლობა, რაც 110 კმ...
წინა სტატია
მთავრობის ვალის შემცირება და ახალი პროექტების დაფინანსება - ორნიშნა ეკონომიკური ზრდის ფონზე სახელმწიფო ბიუჯეტში ცვლილებები შევა.
ფინანსთა სამინისტრო ქვეყნის მთავარ ფინანსურ დოკუმენტს კორექტირების მიზნით პარლამენტს დღეს გაუგზავნის. 2022 წელს მთლიან შიდა პროდუქტთან შედარებით, ქვეყანა საგარეო ვალის გადახდას, 51-ის ნაცვლად, 40% -ით დაასრულებს.
ბიუჯეტის დეფიციტისა და ვალის შემცირება სახელმწიფო პრიორიტეტებში ნომერ პირველ საკითხად დაისახა. ჯანდაცვა, თავდაცვა, განათლება, სოციალური პროგრამები, სოფლის მეურნეობა...
ფოთში თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი, 100 აღსაზრდელზე გათვლილი საბავშვო ბაღის მშენებლობა მიმდინარეობს.
ფოთის მერიის ინფორმაციით, ახალი სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულება ბარათაშვილის ქუჩაზე შენდება.
გარდა შიდა ინფრასტრუქტურისა, კეთილმოეწყობა ეზოც. შენობა ადაპტირებული იქნება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის.
მიმდინარე სამუშაოები ქალაქის მერმა ბექა ვაჭარაძემ, ფოთის მაჟორიტარ დეპუტატთან ირაკლი ხახუბიასთან და საკრებულოს თავმჯდომარესთან, ალექსანდრე ტყებუჩავასთან ერთად დაათვალიერა.
პროექტს ახორციელებს საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი, აზიის განვითარების ბანკის ფინანსური მხარდაჭერით. სამუშაოებს...
ნაძალადევის რაიონში, ავალიშვილის ქუჩაზე, სადაც ასფალტის საფარი არასდროს ყოფილა, გზის რეაბილიტაცია დასრულდა. საგზაო ინფრასტრუქტურა 1 400 კვ.მ ფართობზე მოწესრიგდა.
პროექტის პირველ ეტაპზე სანიაღვრე ქსელი მოეწყო, რის შემდეგაც საგზაო სამუშაოები განხორციელდა. გზის რეაბილიტაციის ფარგლებში, მოეწყო ბორდიური და ასფალტის ორფენიანი საფარი დაიგო.
„ავალიშვილის ქუჩაზე მხოლოდ გრუნტიანი გზა იყო, რის გამოც ადგილობრივ მოსახლეობას გადაადგილების პრობლემა ექმნებოდა. ახლა მოქალაქეების მთავარი პრობლემა აღმოფხვრილია და ისინი კეთილმოწყობილი...
„ქართული ოცნების“ პოლიტიკურმა გუნდმა იმსჯელა და მიიღო გადაწყვეტილება, 2024 წლიდან, ელექტრონული აპარატურის გამოყენებით, ამომრჩეველთა რეგისტრაციისა და ხმის მიცემის წესის ფართოდ დანერგვის შესახებ“, - განაცხადა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე.
ირაკლი კობახიძის თქმით, ელექტრონული ხმის მიცემა საბოლოოდ გაამყარებს საზოგადოების ნდობას ხმების დათვლის პროცესის მიმართ, აღმოფხვრის საარჩევნო ოქმებში დისბალანსის პრობლემას და სამუდამოდ დაასრულებს სპეკულაციებს ე.წ. საარჩევნო კარუსელებთან დაკავშირებით.
„როგორც მოგეხსენებათ, ხელისუფლება აქტიურად მუშაობს...
წინა სტატია
2022-2023 სასწავლო წლიდან საჯარო სკოლებში ახალი საგანმანათლებლო პროექტის „სამხედრო საქმის“ პილოტირება იწყება, რომელშიც მაღალმთიანი რეგიონების 18 სკოლის საბაზო საფეხურის (VII-IX კლასის) 300-ზე მეტი მოსწავლე ჩაერთვება. ამის შესახებ ინფორმაციას განათლების და მეცნიერების სამინისტრო ავრცელებს.
მათივე ცნობით, პროექტის ფარგლებში მოსწავლეებს კვირაში ერთხელ გაკვეთილს სპეციალურად გადამზადებული მოქმედი სამხედრო ოფიცრები ჩაუტარებენ.
გარდა ამისა, უწყების მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ფართოვდება საგანმანათლებლო პროექტის „თავდაცვა და უსაფრთხოება“ მასშტაბები.
„საქართველოს პრემიერმინისტრის,...
წინა სტატია
შემდეგი სტატია
ახალი სასწავლო წლისთვის თბილისში, 220-ე საჯარო სკოლაში, კიდევ ერთი უკრაინულენოვანი სექტორი დაფუძნდა და გაფართოვდა ბათუმის მე-20 საჯარო სკოლის უკრაინულენოვანი სექტორიც, - ამის შესახებ ინფორმაციას განათლების და მეცნიერების სამინისტრო ავრცელებს.
მათივე ცნობით, უკრაინულენოვანი სექტორის ყველა მოსწავლე უზრუნველყოფილია სწავლისათვის საჭირო სასკოლო რესურსებითა და ბუკებით.
„ფორმალური სასწავლო გეგმის ფარგლებში უკრაინულენოვანი სექტორის მოსწავლეები სწავლობენ როგორც სავალდებულო, ისე ფაკულტატიურ საგნებს. უკრაინულ საგნებთან ერთად ბავშვები შეისწავლიან...
წინა სტატია
შემდეგი სტატია
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მიხეილ ჩხენკელის ინიციატივით, 2022-2023 სასწავლო წლიდან ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში „საქართველოს ისტორია“ დამოუკიდებელ საგნად შეისწავლება. ამის შესახებ ინფორმაციას განათლების და მეცნიერების სამინისტრო ავრცელებს, მათივე ცნობით, ამ მიზნით, ისტორიკოსებით დაკომპლექტებული ჯგუფის მიერ გადაიხედა საშუალო საფეხურის საქართველოს ისტორიის სტანდარტი და განხორციელდა ახალი სახელმძღვანელოს გრიფირება.
„შედეგად, ახალგაზრდები საშუალო საფეხურზე საქართველოს ქვეყნის ისტორიას უძველესი დროიდან დღემდე უწყვეტად, სიღრმისეულად შეისწავლიან“, - აცხადებენ უწყებაში.
მათივე...
თბილისის მერიამ სპორტული კომპლექსი „ავაზა“ საფეხბურთო ინფრასტრუქტურის მოწყობის ვალდებულებით, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას გადასცა.
დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ ფეხბურთის ფედერაციის დირექტორ ლევან კობიაშვილთან ერთად, საფეხბურთო სკოლის ტერიტორია დაათვალიერა და მხარეებს შორის ხელშეკრულებას მოაწერა ხელი.
ფეხბურთის ფედერაციის მხარდაჭერით, „ავაზას“ ტერიტორიაზე არსებული მოედნები და ადმინისტრაციული შენობა სრულად განახლდება და საერთაშორისო სტანდარტის შესაბამისი იქნება.
„გვინდა, სპორტული კომპლექსი „ავაზა“, რომელსაც ძალიან ბევრი წარმატებული ფეხბურთელი გაუზრდია და დღეს...
წინა სტატია
შემდეგი სტატია
2022-2023 სასწავლო წლიდან ყველა სკოლის II-VI კლასების მოსწავლეებისთვის კომპიუტერული ტექნოლოგიების სწავლება სავალდებულო ხდება.
განათლების სამინისტროს ინფორმაციით, დაწყებითი კლასებიდანვე შეისწავლება პროგრამირების ელემენტები, რაც მათივე ცნობით, უზრუნველყოფს მოსწავლეებში ალგორითმული აზროვნებისა და ტექნოლოგიური უნარების განვითარებასა და გაძლიერებას.
ამასთან, განათლების და მეცნიერების სამინისტროს ინფორმაციით, ახალი სასწავლო წლიდან სკოლებში არსებული რესურსების გათვალისწინებით, მოსწავლეებისთვის ხელმისაწვდომი იქნება STEAM კლუბები, რომლის ფარგლებშიც მოსწავლეები სხვადასხვა ტექნოლოგიურ პროექტს შექმნიან და...
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა, სკოლების მშენებლობისა და რეაბილიტაციის პროგრამის ფარგლებში, მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ცოფში ახალი სკოლის სამშენებლო სამუშაოები დაასრულა.
ახალი სკოლის მშენებლობა საქართველოს მთავრობის მიერ დაფინანსდა.
როგორც ინფრასტრუქტურის სამინისტროში აცხადებენ, სოფელ ცოფის 150 მოსწავლეზე გათვლილი საჯარო სკოლა თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად აშენდა.
"სკოლაში 12 საკლასო ოთახი, 3 კაბინეტი და 1 ლაბორატორია მოეწყო. საკლასო ოთახების გარდა, კეთილმოეწყო სკოლის ეზოც,...
გორის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, სოფელ ატენში საუბნო გზები იხრეშება.
მათივე ცნობით, სამუშაოები „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში მიმდინარეობს. სარეაბილიტაციო მონაკვეთების სიგრძე ჯამში 1 000 მეტრია.
„2022 წელს გორის მუნიციპალიტეტში „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში სამუშაოები 112 სოფელში განხორციელდება. პროექტები ადგილობრივებმა ხმათა უმრავლესობით შეარჩიეს. თითოეულ სოფელში მცირე ინფრასტრუქტურული პროექტების ღირებულება 10 000-დან 20 000 ლარამდეა.
პროგრამის ფარგლებში, გორის მუნიციპალიტეტში ჯამში, 1 596 000 ლარი დაიხარჯება.
სოფლის...
ბლოგი
ტესტი
ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები
შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში.
დავიწყოთ!







































