გლდანში გმირი კურსანტების N14-16-18 საცხოვრებელ კორპუსებთან სკვერი მოეწყო

311

გლდანის რაიონის გამგეობამ გმირი კურსანტების N14-16-18 საცხოვრებელ კორპუსებთან სკვერი მოაწყო. აღნიშნულ ტერიტორიაზე დიდი რაოდენობით სამშენებლო ნარჩენები ეყარა, რისი გატანაც განხორციელდა და შემდეგ სამუშაო პროცესი დაიწყო, – ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, სამუშაოების შედეგად, 2 400 კვადრატულ მეტრამდე ფართობზე რეკრეაციული სივრცე მოეწყო. განთავსდა ბავშვთა გასართობი და მოსასვენებელი სივრცეები, ფიტნეს ზონა, მოსასვენებელი პავილიონი, დამონტაჟდა გარე განათებისა და სარწყავი სისტემა, ჩატარდება გამწვანების სამუშაოები, დაირგო სხვადასხვა სახეობის ხე-მცენარეები და დაიგო ბალახი. ასევე, განთავსდა სკვერისთვის საჭირო ინფრასტრუქტურა.

სამუშაოებისთვის გამგეობის ბიუჯეტიდან 498 328 ლარი დაიხარჯა.

https://www.facebook.com/DistrictofGldani/posts/pfbid0diwQt7SR2ZHCuiebDBU5mFRqqZUJm9kwtUXJzvoLtivUQR9dNqBcCJDUKfuRa4Gjl