თელავში ალაზნის გამზირზე სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩატარების მიზნით, გადაადგილება დროებით შეიზღუდება.
თელავის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების შეუფერხებლად ჩატარებისა და უსაფრთხოების დაცვის მიზნით, მიმდინარე წლის 22 სექტემბრიდან 3 ოქტომბრის ჩათვლით, მოხდება ავტოსატრანსპორტო საშუალებების მოძრაობის შეზღუდვა ალაზნის გამზირის მარჯვენა (ჩამსვლელი) ზოლზე, ხოლო 3 ოქტომბრიდან 11 ოქტომბრის ჩათვლით კი ალაზნის გამზირის მარცხენა (ამომსვლელი) ზოლზე.
უწყების ინფორმაციით, ცვლილება შეეხება მუნიციპალურ ტრანსპორტსაც. #2 ავტობუსი ალაზნის...
გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ველისციხის ცენტრალური ნაწილის რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს. ინფორმაციას კახეთის ხმა ავრცელებს.
პროექტის მიხედვით, სოფელ ველისციხის ცენტრალურ ნაწილში 60-მდე სახლის, ცენტრალური ქუჩის, ველისციხის თეატრის წინ მდებარე მოედნისა და მიმდებარე პარკის რეაბილიტაციაა დაგეგმილი. რეაბილიტაციის პროექტი მოიცავს ველისციხის 130 წლის ისტორიის მქონე თეატრის ფასადისა და პირველი სართულის რეკონსტრუქციასაც, მოწესრიგდება გზა, სანიაღვრე სისტემები და მოეწყობა წყლის ბიოლოგიური გამწმენდი.
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის...
სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს მიერ მომზადებული დასკვნით, ახალციხის N4 (ე.წ. ჯაყელების) საბავშვო ბაღის საინჟინრო შესწავლის შემდეგ დადგინდა, რომ 1648 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე განთავსებული შენობები ავარიულია, არ ექვემდებარება გამაგრებას და დემონტაჟს საჭიროებს. ინფორმაციას სამხრეთის კარიბჭე ავრცელებს.
მიმდინარე წლის 20 ივლისს მომზადებული დასკვნაში ვკითხულობთ, რომ XX საუკუნის 40–იან წლებით დათარიღებულ შენობას, 80 წლიანი საექსპლუატაციო ვადა გასული აქვს. დაზიანებულია როგორც შენობების საძირკველი, ისე კედლები და სახურავი.
„ვიზუალური...
პლენარულ სხდომაზე მეორე მოსმენით განიხილეს და 96 ხმით მიიღეს „კვერეთის აღკვეთილის შექმნისა და მართვის შესახებ“ კანონპროექტი, რომელიც არეგულირებს ძირითად სამართლებრივ ურთიერთობებს კვერეთის აღკვეთილის შექმნის, მართვის, დაცვისა და გამოყენების სფეროში.
კანონის პროექტით წესრიგდება კვერეთის აღკვეთილის მდებარეობასთან, ფართობთან, საზღვრებთან, კვერეთის აღკვეთილის სახელმწიფო მართვასთან, მისი დაცვისა და გამოყენების რეჟიმთან, ქონებრივ ურთიერთობებთან, მიწით, სასარგებლო წიაღისეულითა და ნავთობისა და გაზის რესურსებით სარგებლობასთან დაკავშირებული საკითხები.
გარემოს დაცვისა...
დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, ქუჩის მხატვრობის მხარდაჭერის ფარგლებში, ჯამში, 100-მდე კედელია მოხატული, როგორც ქართველი, ასევე უცხოელი ხელოვანების მიერ.
როგორც მან მუნიციპალიტეტის მთავრობაზე განაცხადა, აღნიშნული ნამუშევრები არამარტო აფერადებს ქალაქს, არამედ დამწყებ თუ გამოცდილ ხელოვანებს თავიანთი შემოქმედებისა და ხედვის წარმოჩენის საშუალებას აძლევს.
„დედაქალაქის ინფრასტუქტურული განვითარების ფონზე, მისი კულტურული იერსახეც იცვლება და ორგანულ კავშირში ებმება ქუჩის ხელოვნებასთან. ქალაქების ურბანული იდენტურობისა და მათი მიმზიდველობის...
დედაქალაქის მერია მიუსაფარ ცხოველებთან დაკავშირებით სამოქმედო გეგმას უახლოეს მომავალში წარადგენს, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ შესაბამისი კითხვის საპასუხოდ განაცხადა და დედაქალაქში მიუსაფარი ცხოველების მართვის გეგმაზე ისაუბრა.
მისივე თქმით, მერიამ უკვე გადადგა ქმედითი ნაბიჯები მიუსაფარი ცხოველების სასტიკ მოპყრობასთან დაკავშირებული კანონპროექტის ინიცირების თვალსაზრისით და აღნიშნულ საკითხზე კომპლექსურ მუშაობას არასამთავრობო სექტორთან ერთად, მომავალშიც აქტიურად განაგრძობს.
„დედაქალაქის მერია იყო ინიციატორი კანონის გამკაცრებასთან დაკავშირებით....
ისნის რაიონში, ქეთევან დედოფლის გამზირის რეაბილიტაცია დასასრულს უახლოვდება, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
მისი თქმით, ამ დროისთვის, აღნიშნული მისამართზე, სხვადასხვა მონაკვეთში ასფალტის საფარი იგება.
„ავლაბრის მოედნიდან თელავის ქუჩის შესახვევამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში ასფალტის საფარის ზედა ფენა იგება. პარალელურად, ასფალტის ქვედა ფენები ავლაბრის მოედანზე და თელავის ქუჩის შესახვევიდან, ლეხ კაჩინსკის ქუჩამდე იგება. შემდეგ ეტაპზე, აღნიშნულ...
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი აღმოსავლეთ-დასავლეთის E60 ჩქაროსნული ავტომაგისტრალის სამტრედია–გრიგოლეთის გზის მესამე მონაკვეთის მშენებლობას იწყებს.
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ხელშეკრულება გაფორმდა და მას ხელი საქართველოს საავტომობილო გზების დეპარატამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, სალომე წურწუმიამ და საერთაშორისო ტენდერში გამარჯვებული კომპანიის „Hunan Road & Bridge Construction Group Co Ltd“-ის წარმომადგენელმა, ვინსენტ მა-ჯინმა მოაწერეს.
„სამტრედია–გრიგოლეთის გზის 12 კილომეტრიანი მონაკვეთის (ლოტი 3) მშენებლობას ევროპის...
„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ” აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ექვს მუნიციპალიტეტში თანამდებობის პირების მიერ 2021-2022 წლებში შევსებული დეკლარაციები შეისწავლა და 20%-ში ხარვეზები გამოავლინა. აღნიშნულის შესახებ „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“ კვლევას აქვეყნებს.
როგორც არასამთავრობო ორგანიზაციის კვლევაშია აღნიშნული, 178 მოქმედი თანამდებობის პირიდან დეკლარაცია ხარვეზებით 36-მა შეავსო. მათგან 22-მა თანამდებობის პირმა დეკლარაციაში არ მიუთითა მისი ან/და მისი ოჯახის წევრის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება.
ქონებრივი დეკლარაციის შევსების წესის დამრღვევ...
გორის მუნიციპალიტეტის მერიის დაფინანსებით, საქველმოქმედო ფონდი „საქართველოს კარიტასი“ შინმოვლის სერვისებით, გორის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ 200-მდე მოქალაქეს უზრუნველყოფს. ინფორმაციას ამის შესახებ გორის მერია ავრცელებს.
მათივე ცნობით, პროექტის მიზანია, მოვლაზე დამოკიდებული ადამიანების ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესება. პროექტის ბენეფიციარები სოციალურად დაუცველი ხანდაზმულები და შშმ პირები არიან.
„ჯანმრთელობის მდგომარეობის მართვა, მათი პერსონალური მოვლა, ყოველდღიურ საქმიანობაში დახმარება, ადვოკატირება - ეს იმ აქტივობების არასრული ჩამონათვალია, რომელსაც საქველმოქმედო ფონდის გორის ორგანიზაცია...
თბილისის მერიის ტრანსპორტისა და ურბანული სამსახურის ხელმძღვანელის, ვიქტორ წილოსანის განმარტებით, ზოგიერთ მეტროსადგურში საცობს მგზავრები ქმნიან, რადგან ზოლში არ მოძრაობენ და რიგის დაცვის პრობლემა არის.
როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, არ ყოფილა არც ერთ შემთხვევა, როდესაც მატარებელმა გაიარა და ბაქანზე ადამიანები დარჩნენ.
„მეტროში მოლოდინის დროსთან დაკავშირებით არანაირი პრობლემა არ დგას. დგას მხოლოდ „ახმეტელის თეატრთან“ და „ვარკეთილის მეტროსთან“ დაკავშირებით, არის მხოლოდ შესასვლელის პრობლემა. შესასვლელში არის...
მოსახლეობის პროტესტის მიუხედავად, მუხიანში, გობრონიძის ქუჩაზე მრავალსართულიანი კორპუსები სავარაუდოდ, მაინც აშენდება. როგორც დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, ადგილმონაცვლეობის გაკეთება შეუძლებელია, რადგან ძვირად ღირებული პროექტია და მისი გამოსყიდვის შესაძლებლობა მუნიციპალიტეტს არ აქვს.
მისივე თქმით, ინვესტორი კომპანიას განაშენიანების გეგმა შეაცვლევინეს და ტერიტორიაზე სპორტული მოედნები და საცურაო აუზი განთავსდებდა.
„ადგილმონაცვლეობის გაკეთება შეუძლებელია. ეს არის საკმაოდ მსხვილი პროექტი. ძალიან ძვირად ღირებული პროექტია მისი გამოსყიდვა. მუნიციპალიტეტს ამის...
აჭარის უმაღლესი საბჭოს მიერ ინიცირებული საკანონმდებლო ინიციატივა „მაჭახელას დაცული ლანდშაფტის შექმნისა და მართვის შესახებ“ და „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს პარლამენტმა მესამე მოსმენით, 85 ხმით, მიიღო.
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ინფორმაციით, საკანონმდებლო პაკეტი, პლენარულ სხდომაზე, მისმა ერთ-ერთმა ავტორმა - აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ წარადგინა. დავით გაბაიძემ, მცირედი განმარტების შემდეგ, საქართველოს პარლამენტის წევრებს, წამყვან კომიტეტსა და აპარატის...
მეტროსადგურ „ახმეტელის თეატრთან“ სათადარიგო ჩასასვლელ-ამოსასვლელი გაკეთდება, რაც გაზრდილ მგზავრთანაკადს დისკომფორტს არ შეუქმნის. ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.
როგორც კალაძე აღნიშნავს, გვაქვს ორი კონკრეტული ადგილი, სადაც დილის საათებში გაზრდილი მგზავრთანაკადია.
„მეტროში პიკის საათებში გაზრდილი მგზავრთანაკადი ყოველთვის იყო. გვაქვს ორი კონკრეტული ადგილი, სადაც დილის საათებში არის პრობლემა, მათ შორის, არის „ახმეტელის მეტროს“ შესასვლელი. არ ვიცი, გაქვთ თუ არა ინფორმაცია, რომ „ახმეტელის მეტროს“ სათადარიგო...
კორონავირუსის გავრცელების ტენდენცია დაღმავალია, შეიმჩნევა შემთხვევების კლება. კოვიდის კუთხით ეპიდვითარება სტაბილურია, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელმა, თამარ გაბუნიამ ჟურნალისტებთან განაცხადა.
ამასთან, როგორც გაბუნია განმარტავს, ქვეყანაში ახალი შტამები არ გამოკვეთილა. „კორონავირუსის გავრცელების ტენდენცია დაღმავალია, შეიმჩნევა შემთხვევების კლება. კოვიდის კუთხით ეპიდვითარება სტაბილურია. გრძელდება ტესტირების პროგრამა, ასევე ვაქცინაციის. კორონავირუსის სტატისტიკა თვეში ერთხელ გამოქვეყნდება“, - აღნიშნა გაბუნიამ.
თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, თუ არსებულ საგზაო ინფრასტრუქტურაში ავტობუსებს დაამატებენ, ეს კიდევ დამატებითი პრობლემის შექმნა იქნება ქალაქისთვის და გადაადგილება შეუძლებელი იქნება.
როგორც მან თბილისის მთავრობის სხდომაზე განმარტა, ავტობუსების რაოდენობის თვალსაზრისით დედაქალაქს არანაირი პრობლემა არ აქვს. მისი თქმით, დღეს 672 ავტობუსი ემსახურება თბილისის მოსახლეობას და დაახლოებით 140 ავტობუსი არის რეზერვში.
„მოსახლეობაში არსებობს მოსაზრება, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტის დამატებით პრობლემა მოგვარდება, თუმცა, თუ არსებულ ინფრასტრუქტურაში ავტობუსებს...
ბლოგი
ტესტი
ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები
შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში.
დავიწყოთ!







































