გორის მერიის დაფინანსებით, „საქართველოს კარიტასი“ შინმოვლის სერვისებით, 200-მდე მოქალაქეს უზრუნველყოფს

307

გორის მუნიციპალიტეტის მერიის დაფინანსებით, საქველმოქმედო ფონდი „საქართველოს კარიტასი“ შინმოვლის სერვისებით, გორის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ 200-მდე მოქალაქეს უზრუნველყოფს. ინფორმაციას ამის შესახებ გორის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, პროექტის მიზანია, მოვლაზე დამოკიდებული ადამიანების ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესება. პროექტის ბენეფიციარები სოციალურად დაუცველი ხანდაზმულები და შშმ პირები არიან.

„ჯანმრთელობის მდგომარეობის მართვა, მათი პერსონალური მოვლა, ყოველდღიურ საქმიანობაში დახმარება, ადვოკატირება – ეს იმ აქტივობების არასრული ჩამონათვალია, რომელსაც საქველმოქმედო ფონდის გორის ორგანიზაცია პროექტის მოსარგებლეებისათვის ახორციელებს.

მიმდინარე წელს, გორის მუნიციპალიტეტის მერია სოციალური პროექტების თანადაფინანსების პროგრამის ფარგლებში ჯამში 15 ინიციატივას აფინანსებს,“ – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.