კულტურის მინისტრის, თეა წულუკიანის განცხადებით, თბილისში, დიღომში, ყინულის მოედანი აშენდება, რომელიც საერთაშორისო სტანდარტის შესაბამისი იქნება.
როგორც მან პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფორმატში სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, ყინულის მოედანი 15 ათას მაყურებელზე იქნება გათვლილი.
„ჩვენ რამდენიმე დღეში ჩავუშვებთ ტენდერს იმისთვის, რომ თბილისში, დიღომში ყინულის საერთაშორისო სტანდარტის მოედანი აშენდეს. ეს არის ჩვენი სამინისტროს ძალიან პრინციპული პოზიცია, როგორც ყინულის ჰოკეისთვის, ასევე ციგურაობისთვის, ვინაიდან გამორიცხულია, ერთ ფედერაციას ჰქონდეს ამხელა ინფრასტრუქტურა...
დედაქალაქის მერი კახა კალაძე საერთაშორისო კონფერენციას - „სათათბირო დემოკრატიის სამომავლო ხედვები საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ“ დაესწრო.
თბილისის მერიის ცნობით, კონფერენციის მონაწილეებმა საერთაშორისო კონტექსტის გათვალისწინებით, საქართველოში არსებული სათათბირო დემოკრატიის პრაქტიკა განიხილეს. ასევე, ადგილობრივ და საერთაშორისო დონეზე სამოქალაქო ჩართულობის წარმატებულ გამოცდილებაზე, გამოწვევებსა და სამომავლო ხედვებზე იმსჯელეს.
თბილისის მერმა ღონისძიების მონაწილეებს სიტყვით მიმართა და დედაქალაქში ადგილობრივ დონეზე მოქალაქეების ჩართულობის მიმართულებით, მუნიციპალიტეტის მიერ გადადგმულ ნაბიჯებზე ისაუბრა.
„არაერთხელ მითქვამს...
ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ვაშლოვანში სკოლისა და საცხოვრებელი კამპუსის მშენებლობა იწყება. პროექტი მიზნად ისახავს ორი შენობის - 350 მოსწავლეზე გათვლილი სკოლისა და 150 მოზარდზე გათვლილი საცხოვრებელი კამპუსის მშენებლობას.
შენობაში განთავსდება ლაბორატორიები, ბიბლიოთეკა, კომპიუტერული ოთახი, სააქტო და სპორტდარბაზი. სკოლის ეზოში კი, მოეწყობა ღია მოედანი და ტრიბუნები.
გარდა ამისა, სკოლას ექნება საკუთარი ტრანსპორტი, რომელიც მოემსახურება მაღალმთიან აჭარაში მცხოვრებ მოსწავლეებს.
მშენებლობისთვის 10 მილიონამდე ლარია გამოყოფილი.
მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიამ ნაგავმზიდი მანქანის შესაძენად 301 008 ლარის ღირებულების ტენდერი გამოაცხადა.
"შემოთავაზებული საქონელი უნდა იწარმოებოდეს ევროკავშირის ან/და ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) წევრ ქვეყანაში, ვინაიდან მარნეულის მუნიციპალიტეტში საავტომობილო გზების ნაწილი არის გრუნტოვანი და ამასთან ერთად მუნიციპალიტეტის ტერიტორია ფარავს აგრეთვე მაღალმთიანი დასახლებების / პუნქტების სტატუსის მქონე ზონებს/არიალებს, რისთვისაც შეუფერხებელი მომსახურებისათვის და შესასყიდი პროდუქციის ხანგრძლივი / უსაფრთხო ექსპლუატაციისთვის საჭიროება მოითხოვს...
სახელმწიფო პროგრამა „დანერგე მომავალი“ მომავალ წლებშიც გაგრძელდება, - აღნიშნულის შესახებ განცხადება გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ გიორგი ხანიშვილმა რადიო „კომერსანტის“ ეთერში გადაცემაში „აგროსექტორი“ განაცხადა.
მინისტრის მოადგილის თქმით, პროგრამის ბენეფიციარობაზე საკმაოდ მაღალი მოთხოვნაა და ამიტომ სახელმწიფომ მიმდინარე წელს „დანერგე მომავლის“ ბიუჯეტის ზრდა გადაწყვიტა. 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში შესატანი ცვლილებები უკვე პარლამენტშია ინიცირებული და მისი დამტკიცების შემდეგ სოფლის მეურნეობის...
საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდმა მარნეულის სოფელ ჩანახჩის სკოლის სამშენებლო სამუშაოების გასაგრძელებლად 1 058 545 ლარის ღირებულების ტენდერი გამოაცხადა. ინფორმაციას რადიო მარნეული ავრცელებს.
ახალი ტენდერი გამოცხადება მას შემდეგ გახდა საჭირო, რაც პირველმა კონტრაქტორმა კომპანიამ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები ვერ შეასრულა და ხელშეკრულება შეუწყდა. მშენებლობის დაწყებიდან, დაახლოებით, ორი წლის თავზე ობიექტზე განხორციელებულია რკინაბეტონის სამშენებლო სამუშაოები, სახურავის ლითონის კონსტრუქციები და აშენებულია კედლები.
განსახორციელებელია შიდა და...
ახალციხის მუნიციპალიტეტის ორი მოწვევის საკრებულოს დეპუტატი, ზაალ ბერიძე გარდაიცვალა. ოჯახის ინფორმაციით, გარდაცვალების მიზეზი თირკმლის უკმარისობა გახდა.
ზაალ ბერიძე მინაძის თემის დეპუტატი იყო. საკრებულოში იგი 2017 წლის არჩევნების შემდეგ შევიდა.
ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკში მზის ენერგიაზე მომუშავე ელექტრო-ღობეები და ციმციმები (Foxlight) დამონტაჟდა. ამ ტექნოლოგიით 10-ზე მეტი მწყემსი და მეფუტკრე, საკუთარ მეურნეობებს – მგლის, მურა დათვისა და ფოცხვერის თავდასხმისგან დაიცავს.
აღნიშნული ელექტრო ღობეები და ციმციმები ადგილობრივი ფაუნის ამ მნიშვნელოვან წარმომადგენლებს ზიანს არ მიაყენებს.
ინიციატივა განხორციელდა UNDP-სა და გლობალური გარემოსდაცვითი ფონდის მცირე გრანტების პროგრამის (GEF SGP) ფარგლებში, რომელიც ათ წელზე მეტია მხარს უჭერს საქართველოში ბიომრავალფეროვნების კონსერვაციას,...
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერიამ, „ევროკავშირისა (EU) და გაეროს განვითარების პროექტის (UNDP), სოფლის განვითარების სააგენტოს საგრანტო პროგრამის ფარგლებში, 100 000 ლარის ოდენობის გრანტი მიიღო.
მათივე ინფორმაციით, პროექტის მიზანია, მუნიციპალიტეტში ნარჩენების მართვის სწორი და ეფექტური გაუმჯობესება. აღნიშნული გრანტის ფარგლებში, მუნიციპალიტეტი შეიძენს პლასტმასის საწნეხ დანადგარს და მეტალის ბადისებრ კონტეინერებს, რისი მეშვეობითაც ნარჩენების მართვა მეტად ეფექტური გახდება.
„იაპონიის საელჩოს გრანტის ხელშეწყობით, უკვე...
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის შამადელას ადმინისტრაციულ ერთეულში ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრა გაიმართა, რომელზეც მოსახლეობამ სოფლისთვის სახელწოდების გადარქმევა მოითხოვა. ადგილობრივებს საკრებულოში მათი მაჟორიტარი ედიტა კოდუა მერის მოადგილეებთან ერთად შეხვდა. ინფორმაციას რადიო ათინათი ავრცელებს.
ხელისუფლების წარმომადგენლებმი მოსახლეობას აღნიშნული საკითხის მოგვარებასა და საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში მათი მოთხოვნის დაკმაყოფილებას დაჰპირდნენ.
"როგორც მოგეხსენებათ, როდესაც სოფლები დაიყო 48 ადმინისტრაციულ ერთეულად, ნარაზენს გამოეყო ეს სოფელი, რომელიც ადრე იწოდებოდა "რუსთაველად", ხოლო უძველესი...
მიმდინარე წლის 1 იანვრიდან დღემდე, CO-თი ინტოქსიკაციის შედეგად 10 ადამიანი დაიღუპა, მოიწამლა 51 პირი - გარდაცვლილი და მოწამლული პირების 90% ნაქირავებ და ნაგირავებ ბინებში ცხოვრობდა. ამის შესახებ გაზგამანაწილებელი კომპანია „თბილისი ენერჯის“ ტექნიკური დირექტორის მოადგილემ, გიორგი ლეფსვერიძემ განაცხადა.
მან მოქალაქეებს მოუწოდა, ბინის დაქირავებამდე ან დაგირავებამდე „თბილისი ენერჯის“ დაუკავშირდნენ და კომპანიის თანამშრომლები ბინას სრულიად უფასოდ შეამოწმებენ.
„მიმდინარე წელს მოწამლული და გარდაცვლილი აბონენტების 90%...
გათბობის სეზონის მოახლოებასთან ერთად „თბილისი ენერჯიმ“ აბონენტების შემოწმება დაიწყო - ამ დროისთვის კომპანიამ 205 731 აბონენტი შეამოწმა, მათგან 7 700 აბონენტს დანადგარი დარღვევით ჰქონდა დამონტაჟებული. ამის შესახებ „თბილისი ენერჯის“ ტექნიკური დირექტორის მოადგილემ, გიორგი ლეფსვერიძემ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
გიორგი ლეფსვერიძემ მოსახლეობას მოუწოდა, შემოწმებაზე კომპანიის თანამშრომლები დაუშვან, მათ შემოწმებაში ხელი არ შეუშალონ და ქსელიდან ჩახსნილი არასწორად დამონტაჟებული დანადგარი არსებულ ქსელზე...
თბილისში 63 უფასო სასადილოა, რომლითაც დღეში 42 075 ბენეფიციარი სარგებლობს. „ინტერპრესნიუსის“ მიერ დედაქალაქის მერიიდან გამოთხოვილი საჯარო ინფორმაციის თანახმად, ერთ დღეში ერთი ბენეფიციარისთვის მომსახურების ფასი 1.7 ლარია.
ამასთან, ძირითად სიაში რეგისტრირებულ ბენეფიციართა გარდა, რომელთაც მათზე გათვლილი ულუფის ყოველდღიურად მიღება შეუძლიათ, უფასო სასადილოებში რეგისტრირებულია დამატებითი სიის 3603 ბენეფიციარიც, რომელიც საკვებს მხოლოდ იმ შემთხვევაში იღებს, თუ სასადილოში ძირითად სიაში მყოფი ბენეფიციარი არ გამოცხადდება.
ყველაზე მეტი...
ქალაქ ფოთში, ჯავახიშვილის ქუჩის 30-ში მდებარე პირველ და მეორე კორპუსში მცხოვრებ მოსახლეობას სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული, სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები შეხვდნენ და მთავრობის შეთავაზება გააცნეს.
ფოთი მერიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მთავრობის გადაწყვეტილებით, ჯავახიშვილის ქუჩის #30-ში მცხოვრებ 100-მდე ოჯახს სახელმწიფო ორ პირობას სთავაზობს - მალთაყვის უბანში, ალტერნატიული ფართების გადაცემას - არსებულ ფართზე 10-12 კვადრატული მეტრით მეტი მოცულობით ან...
გორში აღმაშენებლის გამზირის რეაბილიტაცია დაიწყო. სარეაბილიტაციო გზის მონაკვეთი სიგრძე 2 934 მეტრია.
გორის მუნიციპალიტეტის მერიის ცნობით, პროექტის ფარგლებში მოასფალტდება ტრანსპორტის სავალ ნაწილი, მოეწყობა ტროტუარები, მიერთებები, ეზოებში შესასვლელები, სანიაღვრე არხები და საგზაო მონიშვნები.
„გამზირზე, რომელსაც ორ ათეულ წელზე მეტია არ ჩატარებია მსგავსი სახის სარეაბილიტაციო სამუშაოები, უკვე ამოიცვალა სასმელი წლის სისტემები.
პროექტი გარდამავალია და 2023 წელს დასრულდება“,- ნათქვამია ინფორმაციაში.
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ არბოში სპორტული მოედნის მოსაწყობად ტენდერი გამოცხადდა. სამუშაოებისთვის 135 075 ლარია გათვალისწინებული.
პროექტის მიხედვით, მოედნის მოსაწყობად საჭიროა ტერიტორიის მოსწორება, დაიყაროს ბალასტი. ტეროტორიის მოსწორების შემდეგ, მოეწყოს სპორტული მოედანი.
“მოეწყობა ფილა, სადაც განთავსდება ხელოვნური ბალახის საფარი, ფეხბურთის კარები, კალათბურთის ფარები და განათების ბოძები, სტადიონი შემოიღობება მილი კვადრატებით და ლითონის კუთხოვანებით”, – ნათქვამია საპროექტო დოკუმენტაციაში.
ტენდერით შერჩეულმა კომპანიამ სამუშაოები ხელშეკრულების გაფორმებიდან, 60 დღეში უნდა...
ბლოგი
ტესტი
ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები
შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში.
დავიწყოთ!






































