გორში აღმაშენებლის გამზირის რეაბილიტაცია დაიწყო

258

გორში აღმაშენებლის გამზირის რეაბილიტაცია დაიწყო. სარეაბილიტაციო გზის მონაკვეთი სიგრძე 2 934 მეტრია.

გორის მუნიციპალიტეტის მერიის ცნობით, პროექტის ფარგლებში მოასფალტდება ტრანსპორტის სავალ ნაწილი, მოეწყობა ტროტუარები, მიერთებები, ეზოებში შესასვლელები, სანიაღვრე არხები და საგზაო მონიშვნები.

„გამზირზე, რომელსაც ორ ათეულ წელზე მეტია არ ჩატარებია მსგავსი სახის სარეაბილიტაციო სამუშაოები, უკვე ამოიცვალა სასმელი წლის სისტემები.

პროექტი გარდამავალია და 2023 წელს დასრულდება“,- ნათქვამია ინფორმაციაში.