საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, სარეაბილიტაციო სამუშოების მიმდინარეობის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ბათუმი–ახალციხის დამაკავშირებელ საავტომობილო გზაზე, დღეიდან, 18 ნოემბრიდან, განსაზღვრულ საათებში მოძრაობა შეიზღუდება.
უწყების განმარტებით, კმ67+020 -კმ67+260 მონაკვეთებზე, დღეგამოშვებით, 14:00 საათიდან 18:00 საათამდე გზა ჩაიკეტება.
„მონაკვეთის ჩაკეტვის პერიოდში, ავტოტრანსპორტი იმოძრავებს შემოვლითი გზით. კერძოდ, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ბათუმი(ანგისა)-ახალციხის საავტომობილო გზის კმ65+720-დან (სოფ. გომარდულის ასახვევი) კმ67+920-მდე (სოფ. ჩანჩხალო) გამავალი ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების გამოყენებით“,–ვკითხულობთ უწყების მიერ...
გურჯაანში ცენტრალურ ქუჩებზე და საჯარო სკოლებთან ახალი შუქნიშნების დამონტაჟება იგეგმება, - ამის შესახებ გამოცემა "კახეთის ხმას" გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიაში განუცხადეს.
როგორც მერიაში ამბობენ, ამ დროისთვის ქალაქში შუქნიშნები ორ მისამართზეა დამონტაჟებული.
გავლენიანმა სამოგზაურო გამოცემამ National Geographic Travel Magazine 100 საუკეთესო ქალაქის შესახებ სპეციალური გზამკვლევი მოამზადა.
ტურიზმის ეროვნული სააგენტოს ცნობით, გზამკვლევში თბილისის ტურისტული ადგილებია წარმოდგენილი. სპეციალურ გამოცემაში ჟურნალისტი ჯოზეფ რიჩარდ იოგერტი თბილისის შესახებ წერს, ჟურნალისტმა საქართველოში ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის პრეს-ტურის ფარგლებში იმოგზაურა. გზამკვლევში აღწერილია თბილისის ისტორიული უბნები, ისტორია, კულტურული ძეგლები, მუზეუმები, თეატრები ტურისტული მარშრუტები, სასტუმროები, კვების ობიექტები. თბილისთან ერთად გზამკვლევი ტურისტებს მცხეთასაც...
გორში, რობაქიძის ქუჩის რეაბილიტაცია მიმდინარეობს.
გორის მერიის ინფორმაციით, სარეაბილიტაციო მონაკვეთის სიგრძე (გურამიშვილის ქუჩიდან ამილახვრის ქუჩამდე) 421,67 მეტრია. ამ ეტაპზე იგება ასფალტის მეორე ფენა.
მათი ცნობით, პროექტის ღირებულება 543 995,54 ლარია.
„უკვე დასრულდა ტროტუარებისა და სანიაღვრე სისტემის მოწყობა. მოწესრიგდება მიერთებები და ეზოებში შესასვლელებიც“,- ნათქვამია ინფორმაციაში.
რუსთავში კიდევ ერთი ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაციას რუსთავის მერია ავრცელებს.
მათი ცნობით, ძველი რუსთავის რეაბილიტაციის ფარგლებში, ქაშაკაშვილის, კონსტიტუციისა და მშენებელთა ქუჩებზე, პროექტით გათვალისწინებული სამუშაოების პირველი ეტაპი მიმდინარეობს. ინფრასტრუქტურული სამუშაოების დაწყებას, რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე, მოადგილე ბესიკ ტოგონიძესთან, საკრებულოს ფრაქცია ,,ქართული ოცნებისა“ და ტენდერში გამარჯვებული კომპანიის წარმომადგენლებთან ერთად ადგილზე გაეცნო.
,,რუსთავში კიდევ სამი ქუჩის რეაბილიტაციის პროცესს ვიწყებთ. 1 805 000...
თბილისში, გურამიშვილის გამზირზე ავარია მოხდა. ერთმანეთს ავტობუსი და მსუბუქი ავტომობილები შეეჯახა.
არსებული ინფორმაციით, ავტობუსის მძღოლი სავარაუდოდ, შეუძლოდ გახდა, რის გამოც მართვის კონტროლი დაკარგა. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა, დაზიანდა 10 ავტომობილი.
ადგილზე იმყოფება საპატრულო პოლიცია, მიმდინარეობს გამოძიება.
შემთხვევის კადრებს მოქალაქე სოციალურ ქსელში ავრცელებს.
https://www.facebook.com/nugogvalia/posts/pfbid0361z7Bdx1EGmrwfpzHHMbyPzp2Q3VJVzorYPEEkCtzCtHnPxxRy6Bghftn5M4FUBEl
ფინანსთა მინისტრ ლაშა ხუციშვილის განცხადებით, სოცდაუცველთა საზოგადოებრივი სამუშაოების პროგრამა შეიძლება კონტროლის მექანიზმების უფრო მეტად გაძლიერებას საჭიროებდეს. ამის შესახებ მინისტრმა პარლამეტში 2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის წარდგენისას დეპუტატების მიერ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც აღნიშნული პროგრამის ეფექტიანობას და მის შესრულებას შეეხებოდა.
ლაშა ხუციშვილმა პრემიერის მიერ დაინიცირებული, დღეს უკვე მოქმედი პროგრამა დადებითად შეაფასა და თქვა, რომ კონტროლი მექანიზმების გამკაცრების კუთხით მზაობა არის...
გლდანის რაიონის გამგეობა სკვერების მოწყობა-რეაბილიტაციას აგრძელებს. ამჯერად, არსებული სკვერის რეაბილიტაცია ანდრონიკაშვილის ქუჩაზე N93-95-თან დასრულდა.
თბილისის მერიის ცნობით, პროექტის ფარგლებში, 1 200 კვ.მეტრამდე ფართობზე მოეწყო ბავშვთა გასართობი და დასასვენებელი ზონა, მოსასვენებელი პავილიონი, დამონტაჟდა გარე განათების ქსელი, განთავსდა სკვერისთვის საჭირო ინფრასტრუქტურა.
აღნიშნული პროექტისთვის გამგეობის ბიუჯეტიდან 110 519 ლარი დაიხარჯა.
ფინანსთა მინისტრის, ლაშა ხუციშვილის განცხადებით, ქვეყნის ინფრასტრუქტურისა და გრძელვადიანი ეკონომიკური ზრდის პოტენციალის გაუმჯობესების მიზნით, 2023 წელს კაპიტალური პროექტების დაფინანსებაზე 6 მილიარდ ლარზე მეტი მიიმართება.
მისივე თქმით, აღნიშნული თანხიდან 2 მილიარდ ლარზე მეტი გათვალისწინებულია მუნიციპალური ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის.
პროექტების დაფინანსება განხორციელდება შემდეგი წყაროებიდან: მუნიციპალური ბიუჯეტებიდან დაფინანსება იქნება 1,70 მილიარდ ლარამდე; რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან და მაღალმთიანი დასახლების ფონდიდან დაფინანსდება 420 მილიონი ლარის პროექტები;...
ყველა იმ პროექტზე, რომელიც დაიწყება 2023 წელს და რომლის ღირებულება აღემატება 20 მილიონ ლარს, განხორციელდება წინასწარი შეფასება, რომელიც მოიცავს პროექტის როგორც ეკონომიკურ ისე სოციალური ეფექტების წინასწარ განსაზღვრას - აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა სახელმწიფო ინვესტიციების მართვის რეფორმაზე საუბრისას.
მისი თქმით, სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის ტექნიკური დახმარების ფარგლებში 2022 წლის ბოლომდე განახლდება საინვესტიციო პროექტების მართვის მეთოდოლოგია.
„მეთოდოლოგია მოიცავს პროექტის წინასწარი შერჩევის,...
2023 წლის ბიუჯეტის პროექტით პენსია და სხვადასხვა სოციალური დახმარებების ოდენობა იზრდება. ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა პარლამენტში, 2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის წარდგენისას განაცხადა.
ფინანსთა მინისტრის, ლაშა ხუციშვილის განცხადებით, სოციალური დაცვის პროგრამების დაფინანსება 2021 წელთან შედარებით, გაზრდილია 640 მილიონი ლარით და 5 მილიარდ 340 მილიონ ლარს შეადგენს.
„მათ შორის: პენსიები და კომპენსაციები - 3 მილიარდ 150 მილიონ ლარზე მეტი; მიზნობრივი სოციალური...
ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ გორდის მოსახლეობა დღეს სკოლასთან შეიკრიბა. შეკრებილების განცხადებით, სოფელი ორი წელია სკოლის გარეშეა დარჩენილი და ბავშვებს არასათანადო პირობებში უწევთ სწავლა. ისინი სკოლის რეაბილიტაციის დროულ დასრულებას მოითხოვენ.
მშობლებს მუნიციპალური განვითარების ფონდის წარმომადგენლები და მუნიციპალიტეტის მერი შეხვდნენ. მათი თქმით, სამუშაოების პროცესში გაუთვალისწინებელი პრობლემები გამოჩნდა, კვლევების გამო კი სამუშაოები გახანგრძლივდა. მათი თქმით, დასკვნის შემდეგ სამუშაოები განახლდება.
სკოლის რეაბილიტაცია 2020 წელს დაიწყო და 2022...
განსაკუთრებით სასიხარულოა, რომ მიმდინარე წლის ოქტომბერში ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავლებმა 2019 წლის ანალოგიურ პერიოდს 126 %-ით გადააჭარბა. შედეგად, 2022 წლის 10 თვეში ქვეყნის ეკონომიკამ ტურიზმიდან 2.9 მილიარდი ამერიკული დოლარი შემოსავალი მიიღო, რაც 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 100 %-იან აღდგენას ნიშნავს. ეს არის იმ წარმატებული მარკეტინგული საქმიანობის შედეგი, რომელსაც ჩვენ სამიზნე ქვეყნებთან ვაწარმოებთ, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის...
ფინანსთა მინისტრის, ლაშა ხუციშვილის განცხადებით, მიმდინარე წელს ბიუჯეტის ცვლილებების დროს თავდაცვისა და უსაფრთხოების მიმართულებით დაფინანსება, დაახლოებით, 160 მილიონი ლარით გაიზარდა და 2 მილიარდ 196 მილიონ ლარამდე შეადგინა.
მისი თქმით, მიმდევნო წელს, დაფინანსება დამატებით 314 მილიონ ლარზე მეტით იზრდება და 2 მილიარდ 510 მილიონ ლარს შეადგენს, მათ შორის:
თავდაცვის სამინისტრო - 1 მილიარდ 260 მილიონი ლარი;
შინაგან საქმეთა სამინისტრო - 1 მილიარდ...
სახელმწიფო პროგრამა „100 საინვესტიციო შეთავაზება შენი ბიზნესისთვის“ ფარგლებში, ეკონომიკის სამინისტროს სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ ქვეყნის მასშტაბით 63 მლნ ლარზე მეტი საწყისი ღირებულების მქონე 148 ობიექტი გასაყიდად გამოიტანა. ამასთან, ელექტრონულ აუქციონზე განმეორებით გამოტანილი ობიექტები ფასდაკლებით იყიდება. საპრივატიზებო ობიექტებს შორის არის ქუთაისის თავისუფალი ინდუსტრიული ზონის მიმდებარედ არსებული 563 991 კვ.მ. მიწის ნაკვეთი, შპს „ზუგდიდის ფარმაციის“ სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული 100%-იანი წილი, სს...
განახლებული ბიუჯეტის მიხედვით, საგადასახადო შემოსავლები მიმდინარე წელს, 2021 წელთან შედარებით, 25,7 პროცენტით გაიზრდება და 16,8 მილიარდს გადააჭარბებს, - ამის შესახებ პარლამენტში 2023 წლის ბიუჯეტის პროექტის წარდგენისას, ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა განაცხადა.
მისივე განმარტებით, 2022 წელს, ნაცვლად თავდაპირველად დაგეგმილი 4.4 პროცენტიანი დეფიციტისა, 3.2%-იანი დეფიციტი გვექნება.
„დაგეგმილთან შედარებით, გაზრდილმა საგადასახადო შემოსავლებმა საშუალება მოგვცა ერთი მხრივ, გვეპასუხა გაზრდილ საჭიროებებზე, ხოლო მეორე მხრივ, შეგვემცირებინა დეფიციტი და...
ბლოგი
ტესტი
ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები
შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში.
დავიწყოთ!







































