არ ვარ დემონსტრაციების წინააღმდეგი, ეს დემოკრატიის ნაწილია. დემონსტრაციები უნდა გაიმართოს, მაგრამ ზოგიერთმა ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა უნდა მიიღოს გადაწყვეტილება - ან უნდა შევიდნენ პარლამენტში და იმუშაონ, ან უნდა გადადგნენ და ადგილი დაუთმონ სხვა პოლიტიკოსებს, ვისაც სურთ მანდატის მიღება, - ამის შესახებ ევროპარლამენტარი მარინა კალიურანდი „ინტერპრესნიუსთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში აცხადებს.
მისივე თქმით, პოლიტიკოსებმა საქმე პარლამენტის შიგნით უნდა გააკეთონ, განსაკუთრებით, იმ პოლიტიკოსებმა, რომლებმაც მოსახლეობისგან მანდატი მოიპოვეს.
„საქართველო...
„მრავალეროვანი საქართველო“, საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეს დიმიტრი ხუნდაძეს, ჯანდაცვის მინისტრს ეკატერინე ტიკარაძეს და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორს, ამირან გამყრელიძეს მიმართავს, რომ სახელმწიფო სტრუქტურებმა ვებ-გვერდისათვის - https://booking.moh.gov.ge ინსტრუქციის ეთნიკური უმცირესობებისთვის გასაგებ ენებზე დამატება უზრუნველყონ.
მათივე განცხადებით, საქართველოს ეთნიკური უმცირესობებით მჭიდროდ დასახლებულ რეგიონებში მოსახლეობის ვაქცინაციის პროცესი შეფერხებებით მიმდინარეობს, რისი ერთ-ერთი მიზეზი ენობრივი ბარიერია.
„მრავალეროვანი საქართველოსა“ და „ჯენერეიშნ აი-ს“ ინფორმაციით, საქართველოს ეთნიკური უმცირესობებით მჭიდროდ დასახლებულ...
ზუგდიდის სამხარეო ადმინისტრაციის შენობასთან, სადაც ოპოზიცია საკრებულოს 2022 წლის ბიუჯეტის პროექტის დამტკიცებას აპროტესტებს, კვლავ ხმაურია. პოლიციამ ადგილზე 2 პირი დააკავა. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ანი წითლიძის ინფორმაციით, დაკავებულებს შორის ერთ-ერთი არის საკრებულოს ახლად არჩეული წევრი დავით ფიფია.
ოპოზიციის წარმომადგენლები შენობის გარეთ სპეციალური საშუალებით წარწერების გაკეთებას ცდილობენ, რის უფლებასაც მათ პოლიცია არ აძლევს.
პარალელურად შენობის შიგნით ბიუჯეტის პროექტის კენჭისყრა მიმდინარეობს, საიდანაც ოპოზიციის წარმომადგენლები ცოტა...
ბოლნისის მუნიციპალიტეტის მასშტაბით ინფრასტრუქტურის მოწყობა აქტიურად გრძელდება.სოფელ ძველ ქვეშში, 550 გრძივ მეტრზე, ბეტონის გზა ეწყობა, - ამის შესახებ ინფორმაციას ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
სამუშაოები რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდება და მისი ღირებულება 408 000 ლარს შეადგენს.
ინფრასტრუქტურული პროექტის მიმდინარეობას ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერი დავით შერაზადიშვილი, სივრცითი მოწყობისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროს კონსტანტინე კორძაძესთან ერთად გაეცნო.
მათივე ცნობით, 2021 წელს,...
ბათუმის საკრებულოში 2022 წლის ბიუჯეტის პროექტის კენჭისყრა განახლდა. სხდომათა დარბაზთან რჩებიან აჭარის უმაღლესი საბჭოს ოპოზიციონერი დეპუტატები, რომლებიც დარბაზში შესვლას ცდილობენ, თუმცა ამის საშუალებას დაცვის თანამშრომლები არ აძლევენ. როგორც შენობაში ასევე შენობის გარეთ სამართალდამცავებსა და ოპოზიციის მხარდამჭერებს შორის პერიოდულად სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება ხდება.
სხდომის პარალელურად, საკრებულოს შენობასთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.
„არჩილ ჩიქოვანო შენ ხარ მონა, სისხლიანი, სად წაიღე მიშასთან გადაღებული ფოტო?! შენ...
ცნობილი ხდება, რომ ბათუმში, უმაღლესი საბჭოს შენობის წინ მიმდინარე დაპირისპირებისასა პოლიციამ 2 პირი დააკავა. არსებული ინფორმაციით, დაკავებულია "სტრატეგია აღმაშენებლის" წევრი და მერობის დამოუკიდებელი კანდიდატი. მათ სავარაუდოდ პოლიციის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას ედავებიან.
ბათუმის საკრებულოს სხდომა, რომელსაც ძველი შემადგენლობა ატარებს, შეჩერებულია. იქ ენმ-ს წვერმა, მირდატ ქამადაძემ მძაფრსუნიანი ხსნარი გაუშვა. ამის შემდეგ მოვლენების ეპიცენტრმა საბჭოს შენობის ეზოში გადაინაცვლა.
შეგახსენებთ, რომ საკრებულოს ახალი წევრები ძველი წევრების მიერ, 2022 წლის ბიუჯეტის დამტკიცებას აპროტესტებს.
საახალწლო ნაძვის ხე ძველ ადგილს უბრუნდება. სადღესასწაულო ატრიბუტი ბულვარის ნაცვლად, კვლავ ევროპის მოედანს დაამშვენებს. ინფორმაციას TV25 ავრცელებს.
როგორ მორთავენ წელს ან რის გამო გადაწყვიტეს ადგილმონაცვლეობა, ბათუმის მერიაში, პასუხისმგებელი პირები განმარტებებს ჯერჯერობით არ აკეთებენ. უცნობია, ისიც თუ როდის დაიწყება ქალაქში საახალწლო სამზადისი. უწყების გადაწყვეტილებით, ზღვისპირა პარკის შესასვლელთან ნაძვის ხის გადატანას 2019 წელს მოქალაქეების მხრიდან კრიტიკა მოჰყვა. ბათუმში მცხოვრებლები იწუნებდნენ მის დიზაინსაც.
ბათუმში ვითარება უკიდურესად დაძაბულია. მოვლენების ეპიცენტრმა უმაღლესი საბჭოს შენობის წინ გადაინაცვლა, სადაც ერთმანეთს უკვე პოლიცია და მოქალაქეები უპირისპირდებიან. ინფორმაციას მთავარი არხი ავრცელებს.
პოლიცია საავტომობილო გზის გაწმენდას ძალის გამოყენებით ცდილობს და იქ შეკრებილები ტერიტორიიდან გაყავს.
უმაღლესი საბჭოს შენობაში, სადაც ვადაგასული საკრებულო შეიკრიბა და 2022 წლის ბიუჯეტი უნდა დაამტკიცოს, ოპოზიციის წარმომადგენლებიც მივიდნენ. ისინი ამ ფაქტს აპროტესტებენ. დარბაზში ვითარება ცოტა ხნის წინ, უკიდურესად დაძაბული...
წინა სტატია
კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის გადაწყვეტილება "მთავარი არხის" დაჯარიმებაზე, კანონიერების თვალსაზრისით არასამთავრობო ორგანიზაციებს კითხვებს უჩენს. სამოქალაქო სექტორში ამბობენ, რომ ძალიან საეჭვოა მარეგულირებლის განმარტება კანონთან თავსებადი იყოს და გადაწყვეტილება აუცილებლად უნდა გასაჩივრდეს. ინფორმაციას მთავარი არხი ავრცელებს.
"ეთიკის ქარტიის" დირექტორი ამბობს, რომ კანონში არ არსებობს ნორმა, რომელიც არასაარჩევნო პერიოდში პოლიტიკური რეკლამის განთავსებას კრძალავს, მიუხედავად იმისა, რომ ეთერში გასული ვიდეორგოლები პოლიტიკური რეკლამა ისედაც არაა.
"რამდენიმე...
არაწინასაარჩევნო პერიოდში პოლიტიკური რეკლამის კანონდარღვევით გავრცელების გამო „მთავარი არხი“ 112 000 ლარით დაჯარიმდა, - აღნიშნულ ინფორმაციას კომუნიკაციების კომისია ავრცელებს.
მათივე ცნობით, 17 და 18 ნოემბერს ტელეკომპანიამ ეთერში განათავსა სამი ვიდეორგოლი, რომლის განთავსების უფლებაც კანონმდებლობით არ ჰქონდა. როგორც კომისიაში განმარტავენ, ანალოგიური სამართალდარღვევისთვის „მთავარი არხი“ ბოლო ერთი წლის განმავლობაში უკვე იყო დაჯარიმებული, რის გამოც ის წლიური შემოსავლის 1%-ით დაჯარიმდა. მათივე ინფორმაციით, მსგავსი დარღვევისთვის...
წინა სტატია
ბათუმის საკრებულოს სხდომაზე ენმ-ს წევრმა მირდატ ქამადაძემ შპრიცით "მძაფრსუნიანი" ხსნარი დაღვარა - სხდომა შეჩერდა. ინფორმაციას TV25 ავრცელებს.
„ეს საკრებულოს სხდომა დღეს უნდა ჩაიშალოს. ბიუჯეტი არ უნდა მიიღონ ვადაგასულმა ადამიანებმა. არ მინდოდა ძიძგილაობა და ჩხუბი. მივიღე ასეთი უწყინარი გადაწყვეტილება. ბოლო წუთამდე, სანამ გაძლება შესაძლებელი იქნებოდა, ვაპირებდი იქ ყოფნას, რომ ვინმემ არ იფიქროს, რომ ეს ნივთიერება არის საფრთხის შემცვლელი. ამ ნივთიერებას...
აჭარის უმაღლესი საბჭოს შენობაში, სადაც ბათუმის საკრებულოს ძველი მოწვევის დეპუტატები სხდომას მართავენ, ამ დრომდე ხმაური და დაპირისპირებაა. ინფორმაციას მთავარი არხი ავრცელებს.
სამართალდამცველებმა ცოტა ხნის უმაღლესი საბჭოს ოპოზიციური დეპუტატები ლევან ანთაძე და ელგუჯა ბაგრატიონი შენობიდან ძალის გამოყენებით გაიყვანეს. ისინი საკრებულოს სხდომაზე შესვლას ცდილობდნენ, სადაც ძველი მოწვევის დეპუტატები ბიუჯეტის დამტკიცებას ცდილობენ, თუმცა პოლიციამ ამის შესაძლებლობა არ მისცათ.
"ჭიდაობენ, ფეხს მკრავენ და მგდებენ უმაღლესი...
ბათუმის საკრებულოს ოპოზიციონერმა წევრმა მირდატ ქამდაძემ საკრებულოს სხდომათა დარბაზში სპეციალური ხსნარი გაუშვა, რის გამოც სხდომა შეწყდა.
ქადამაძის განმარტებით, აღნიშნული ხსნარი ჯანმრთელობისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს, თუმცა მისი სუნის გამო, დეპუტატებს დარბაზის დატოვება უწევთ.
„ეს საკრებულოს სხდომა დღეს უნდა ჩაიშალოს. ბიუჯეტი არ უნდა მიიღონ ვადაგასულმა ადამიანებმა. არ მინდოდა ძიძგილაობა და ჩხუბი. მივიღე ასეთი უწყინარი გადაწყვეტილება. ბოლო წუთამდე, სანამ გაძლება შესაძლებელი იქნებოდა, ვაპირებდი იქ ყოფნას,...
ზუგდიდში 2022 წლის ბიუჯეტის პროექტის კენჭისყრის პროცესი ხმაურით დაიწყო. სხდომის დაწყების დროს დარბაზში ოპოზიციის წევრები, მათ შორის „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ანა წითლიძე შევიდა და პროტესტის ნიშნად სხდომის ჩაშლა ხმაურით სცადა. ოპოზიციის წევრები აცხადებენ, რომ „ქართული ოცნება“ ბიუჯეტის პროექტს წინა მოწვევის საკრებულოს წევრებით უყრის კენჭს, რაც კანონდარღვევაა. მათივე განმარტებით, ეცდებიან, რომ ამ უკანონო პროცესს ხელი შეუშალონ. ოპოზიციის წევრები დარბაზიდან პოლიციის მეშვეობით...
ზუგდიდის სამხარეო ადმინისტრაციის შენობის წინ ოპოზიცია აქციას მართავს. ისინი ზუგდიდის საკრებულოს მიერ 2022 წლის ბიუჯეტის პროექტის კენჭისყრას აპროტესტებენ და აცხადებენ, რომ აღნიშნულ პროცესს ხელს შეუშლიან. მათი განცხადებით, საკრებულო 2022 წლის ბიუჯეტის პროექტს ამტკიცებს „ვადაგასული უმრავლესობის წევრებით“, რაც დაუშვებელია.
საკრებულოში 2022 წლის საბიუჯეტო პროექტის კენჭისყრის შესახებ სხდომა 11 საათზე უნდა დაიწყოს. ახალი მოწვევის ოპოზიცია ცდილობს დაესწროს სხდომას, თუმცა ამის საშუალება მათ არ...
პარტია „საქართველოსთვის“ ბათუმის საკრებულოს წევრის დიმიტრი ჭეიშვილის განცხადებით, მათი პარტია 2022 წლის ბიუჯეტის პროექტს მხარს არ დაუჭერს.
როგორც დიმიტრი ჭეიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განმარტა, „ძველმა საკრებულომ 2022 წლის ბიუჯეტი არ უნდა მიიღოს“, რადგან ქართველი ხალხის არჩევანია, რომ ბიუჯეტი ახალი მოწვევის საკრებულომ დაამტკიცოს.
„ისინი ცდილობენ ძველი მოწვევის, მოქმედ საკრებულოებს ჩაატარებინონ ბიუჯეტის განხილვა და კენჭისყრა. ჩვენს პოზიციას დავაფიქსირებთ სხდომაზეც და რა თქმა უნდა, ამ ბიუჯეტს...
ბლოგი
ტესტი
ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები
შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში.
დავიწყოთ!






































