ხაშურის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურული პროექტები აქტიურად მიმდინარეობს.
სოფელ ცხრამუხაში, სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებით ბიბლიოთეკა შენდება. სპროექტისთვის 23 765 ლარია გათვალისწინებული. სამუშაოები მიმდინარე წლის სექტემბრის ბოლოსთვის დასრულდება და სოფელ ცხრამუხის მოსახლეობას ახალი ბიბლიოთეკით სარგებლობის შესაძლებლობა ექნება. ცხრამუხელი პატარებისთვის აქვე, სკვერში მიმდინარეობს ატრაქციონების სამონტაჟო სამუშაოები, რომელიც აგვისტოს ბოლომდე დასრულდება.
სოფელ ალში, რეგიონული განვითარების ფონდის ფინანსური მხარდაჭერით, საბავშვო ბაღის სამუშაოები მიმდინარეობს. ხელშეკრულების ჯამური ღირებულება 212 976 ლარს...
თელავის ბაღების გაერთიანების ინფორმაციით, წელს ქალაქში ზაფხულის მორიგე ბაღი არ იმუშავებს. ქალაქში სულ 9 საბავშვო ბაღი და 1529 აღსაზრდელია. როგორც თელავის ბაგა-ბაღების გაერთიანებაში აცხადებენ, მას შემდეგ, რაც საბავშვო ბაღები უფასო გახდა, თელავში მორიგე ბაღი არ ყოფილა.
"მორიგე ბაღის გახსნის ინიციატივით ჩვენ ადგილობრივ ხელისუფლებას უკვე მივმართეთ. თუმცა, ვინაიდან ეს საკითხი მიმდინარე წლის ბიუჯეტში გათვალისწინებული არ იყო, მორიგე ბაღის გახსნა ამ ზაფხულს...
ბორჯომის მუნიციპალიტეტის ინფორმაციით, მესხეთის ქუჩაზე აქტიურად მიმდინარეობს ფეხით სავალი ნაწილის რეაბილიტაცია.
გამგებლის დიმიტრი ყიფიანის თქმით, სამუშაოები ლიკანის დასახლებაში სასტუმრო ”რიქსოსიდან” დაიწყო და ე.წ. დიდ ხიდამდე 1-კილომეტრიან მონაკვეთს მოიცავს.
„მესხეთის ქუჩა ცენტრალურ მაგისტრალს წარმოადგენს, სადაც საფეხმავლო ბილიკი წლების განმავლობაში დაზიანებული იყო და მოსახლეობის გადაადგილებისათვის პრობლემას წარმოადგენდა. ადგილობრივი მუნიციპალიტეტის დაფინანსებით, სამუშაოები ობიექტზე 1 კვირის წინ დაიწყო. პროექტის ფარგლებში, მოეწყობა ასფალტობეტონის ტროტუარები, ბორდიურები, შეკეთდება...
https://www.youtube.com/watch?v=X-9lZjtmPyE
ხელვაჩაურის კულტურის სახლი რამდენიმე დღეში გაიხსნება. თუმცა მანამ სანამ საზეიმო ვითარებაში აჭარის მთავრობის წარმომადგენლები წითელ ლენტს გაჭრიან, „მაცნე“ შესრულებული სამუშაოების ხარისხით დაინტერესდა. შენობაში რომლის რეაბილიტაციისთვისაც 800 ათას ლარზე მეტი ლარი დაიხარჯა ჩვენმა კამერამ არაერთი ხარვეზი დააფიქსირა.
წყარო: ტვ25
https://www.youtube.com/watch?v=by1Eg-FksGc
გორის მოსახლეობა გორის ციხის მუნიციპალიტეტისთვის გადაცემას ითხოვს. აღნიშნული მოთხოვნით მოსახლეობამ და არასამთავრობო ორგანიზაციებმა პეტიცია შეიმუშავეს და ქალაქ გორის მერიას მიმართეს. ისტორიული ციხე-სიმაგრე ამ დრომე კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ბალანსზეა, რაც მუნიციპალიტეტს, ერთი მხრივ, მისი მოვლა-პატრონობის შესაძლებლობას არ აძლევს, მეორე მხრივ კი, ციხის ტურისტულ პოტენციალს ვერ იყენებს.
წყარო: ტელეკომპანია დია
https://www.youtube.com/watch?v=RtHFhg9z1k8
ახლა კი იმ პრობლემაზე გიამბობთ, რომელსაც ბათუმის ბულვარის ადმინისტრაცია წლებია ვერ აგვარებს. საუბარია ახალი ბულვარის ტერიტორიაზე განთავსებულ ფანტანებსა და შადრევნებზე. მიუხედავად იმისა, რომ საკითხი არაერთხელ გაშუქდა ჩვენი ეთერით და ადმინისტრაციაში პრობლემის მოგვარების პირობას დებდნენ, მდგომარეობა დღემდე უცვლელია.
წყარო: ტვი 25
https://www.youtube.com/watch?v=IXoo7qMSql0&feature=youtu.be
როგორ შეიცვალა ახალსოფლის მოსახლეობის ყოფა მას შემდეგ, რაც ადგილობრივებმა საკუთარ მაჟორიტარად ჯუმბერ ბერიძე აირჩიეს? კითხვით დღეს სოფელში მცხოვრებლებს მივმართეთ. რა პრობლემები გადაჭრა თავის მაჟორიტარულ ოლქში სამი წლის განმავლობაში ბერიძემ და იცნობს თუ არა მას ხალხი?
წყარო: ტვ25
„ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის“ წინასაარჩევნო მონიტორინგის მისიის წარმომადგენლები, ვიზიტის ფარგლებში, მედიის წარმომადგენლებს ხვდებიან. მანამდე მისიის წარმომადგენლები დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს შეხვდნენ.
დღესვე დაგეგმილია შეხვედრები აუდიტის სამსახურის წარმომადგენლებთან და სახალხო დამცველთან. მისიის წარმომადგენლები შეხვდებიან თბილისის მერობის დამოუკიდებელ კანდიდატს ალეკო ელისაშვილს.
მისიის წარმომადგენლები ვიზიტის ფარგლებში უკვე შეხვდნენ პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს, არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს, საქართველოს პრემიერ-მინისტრსა და პრეზიდენტს.
შეხვედრებისას მთავარი განსახილველი საკითხი საარჩევნო გარემოა.
თავად „ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის“ წინასაარჩევნო მონიტორინგის...
თბილისის გენგეგმის დასრულებული პროექტი, სავარაუდოდ, სექტემბერში იქნება მზად,- ამის შესახებ "სითი ინსტიტუტი საქართველოს" ხელმძღვანელმა მამუკა სალუქვაძემ განაცხადა.
მისი თქმით, მთავარი პრიორიტეტია ქალქმა სახე შეიცვალოს. მამუკა სალუქვაძის ინფორმაციით, უკვე დაიწყო ქალაქის დაგეგმარებასთან დაკავშირებით საჯარო განხილვები, სალუქვაძის თქმით, გენგეგმაში მთავარი საკითხებია ტრანსპორტის, გამწვანებისა და ეკოლოგიის საკითხი. როგორც მან აღნიშნა, თუ ობიექტური შენიშვნები იქნება, გენგეგმა შესაძლებელია ჩასწორდეს.
"ჩვენ მაქსიმალურად უნდა დავიცვათ ქალაქის ლანდშაპტური ტერიტორიები...
ლაშა გოგია მოსახლეობას სოფლებში ხვდება და მათ საჭიროებებს ადგილზე ისმენს - ამის შესახებ ინფორმაციას ზუგდიდის მუნიციაპლიტეტის გამგეობა ავრცელებს.
გამგეობის ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში ლაშა გოგია უკვე შეხვდა ერგეტას, ცვანეს, ორსანტიას, დარჩელის, კოკის, ხურჩას, ახალკახათის, ჭაქვინჯის, ჯიხაშკარის, ყულიშკარის, ჩხორიას, ტყაიასა და ზედაეწერის მოსახლეობას.
დღეს შეხვედრა რუხის საზოგადოებრივ ცენტრში, რუხისა და ნაწულუკუს მოსახლეობასთან შედგა. შეხვედრაზე ადგილობრივებმა ძირითად საკითხად გზის, გარე განათების და წყალმომარაგების პრობლემა...
ჩქაროსნული ავტომაგისტრალის ქუთაისის შემოვლითი-სამტრედიის მონაკვეთზე განათების სამუშაოები დასრულდა. საგზაო მოძრაობის უსაფრთხოებისათვის ქუთაისის შემოვლითი - სამტრედიის 24კმ-იანი მონაკვეთი სრულად განათდა.
იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოს (JICA) პროექტის ფარგლებში 5 283 756 ლარის სამუშაოები შესრულდა
ლაგოდეხის სოფელ ბაისუბანში გზის საფარის მოწყობის სამუშაოები დაიწყო. პროექტს ტენდერში გამარჯვებული სამშენებლო კომპანია „ლაგოდეხგზა“ ახორციელებს. მიმდინარე სამუშაოები ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის გამგებელმა კახა ჯამბურიამ ადგილზე დაათვალიერა.
წყარო: აიპრესი
თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის კონცეფციის თანახმად, მტკვრის სანაპიროს გასწვრივ უნდა ჩამოყალიბდეს ერთიანი საფეხმავლო ქსელი, საველოსიპედო-საფეხმავლო ხიდებითა და უწყვეტი ბილიკებით, ქალაქის მთელ სიგრძეზე.
"მდინარეზე განთავსებულმა საფეხმავლო კავშირებმა, მტკვრის ერთმანეთისგან იზოლირებული, მარჯვენა და მარცხენა სანაპირო, ერთიან სარეკრეაციო სივრცედ უნდა აქციოს. ისტორიული ნაწილში, ქალაქის მტკვრისპირა სივრცეებით: ორთაჭალა, რიყე, მშრალი ხიდის მიმდებარე ტერიტორია, საქანელას ქუჩა, მუშტაიდის ბაღისა და ცირკის მიმდებარე ტერიტორიები, ყალიბდება ერთიან სარეკრეაციო...
თბილისის რეკრეაციულ ზონებში მშენებლობები იზღუდება და ზონის სახეობის მიხედვით საცხოვრებელი სახლების მშნებელობა აიკრძალება,- ამის შესახებ "აიპრესთან" მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის საპროექტო ჯგუფის თანახელმძღვანელმა მერაბ ბოლქვაძემ განაცხადა.
"რადგან რეკრეაციულ ზონა N2-ში წესებში შევიტანეთ ცვლილება არ იქნას დაშვებული ინდივიდუალური შენობები, თუ ეს წესები იქნა მიღებული, რეკრეაციულ ზონა 2-ში ინდივიდუალური სახლები არ უნდა აშენდეს, რაც დღეს ხდება და ეს იქნება ქალაქისთვის დიდი შეღავათი, რადგან...
თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის კონცეფციაში მოცემულ სქემაში გამწვანებული სივრცეები მონიშნულია მწვანე აღნიშვნით. მათ შორისაა:
ვ. გოძიაშვილის ბაღი;
ძველი იპოდრომის არეალი;
ვაკის პარკი;
მზიურის პარკი;
ზოოპარკი;
ვერის ბაღი;
9 აპრილის ბაღი;
დედაენის ბაღი;
9 მარტის ბაღი;
რიყის პარკი;
მუშტაიდის ბაღი.
წყარო: ipress.ge
დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის განახლებაზე მომუშავე ჯგუფი „სითი ინსტიტუტი საქართველო“ თბილისის მერიას მტკვრის სანაპიროს გამოყენებას და რამდენიმე ადგილას სარეკრეაციო ზონის მოწყობას სთავაზობს. მათ შორისაა 300 არაგველის მემორიალის მიმდებარე ტერიტორიაც, რომლის ნაწილიც, გენგეგმის ავტორთა აზრით, უნდა გადაიქცეს საფეხმავლო ტერიტორიად, რომელსაც კავშირი ექნება მდინარე მტკვართან და სარეკრეაციო ზონად იქცევა. რაც შეეხება იქ არსებულ მარცხენა სამანქანო ზოლს, ის, გენგეგმის ავტორთა მოსაზრებით, მარჯვენა სამანქანო...
ბლოგი
ტესტი
ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები
შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში.
დავიწყოთ!







































