თბილისის გენგეგმის კონცეფციით, რეკრეაციულ ზონებში ინდივიდუალური მშენებლობები იზღუდება

697

თბილისის რეკრეაციულ ზონებში მშენებლობები იზღუდება და ზონის სახეობის მიხედვით საცხოვრებელი სახლების მშნებელობა აიკრძალება,- ამის შესახებ “აიპრესთან” მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის საპროექტო ჯგუფის თანახელმძღვანელმა მერაბ ბოლქვაძემ განაცხადა.

“რადგან რეკრეაციულ ზონა N2-ში წესებში შევიტანეთ ცვლილება არ იქნას დაშვებული ინდივიდუალური შენობები, თუ ეს წესები იქნა მიღებული, რეკრეაციულ ზონა 2-ში ინდივიდუალური სახლები არ უნდა აშენდეს, რაც დღეს ხდება და ეს იქნება ქალაქისთვის დიდი შეღავათი, რადგან რეკრეაციული ტერიტორია გათავისუფლდება ინდივიდუალური ნაგებობებისგან. ასეთი პრეცენდენტი ძალიან ბევრია.

დღევანდელ წესებში წერია, განსაკუთრებულ შემთხვევაში სპეციალური ნებართვით შეიძლება კერძო საცხოვრებელი სახლის აშენება. ჩვენ შევნიშნეთ ეს ტენდენცია, რაც ზღვარგადასულად ხდება ქალაქში, ამიტომ წესებში შევიტანეთ ცვლილება”, – განაცხადა მერაბ ბოლქვაძემ.

წყარო: ipress.ge