თბილისის გენგეგმის დასრულებული პროექტი, სავარაუდოდ, სექტემბერში იქნება მზად,- ამის შესახებ “სითი ინსტიტუტი საქართველოს” ხელმძღვანელმა მამუკა სალუქვაძემ განაცხადა.
მისი თქმით, მთავარი პრიორიტეტია ქალქმა სახე შეიცვალოს. მამუკა სალუქვაძის ინფორმაციით, უკვე დაიწყო ქალაქის დაგეგმარებასთან დაკავშირებით საჯარო განხილვები, სალუქვაძის თქმით, გენგეგმაში მთავარი საკითხებია ტრანსპორტის, გამწვანებისა და ეკოლოგიის საკითხი. როგორც მან აღნიშნა, თუ ობიექტური შენიშვნები იქნება, გენგეგმა შესაძლებელია ჩასწორდეს.
“ჩვენ მაქსიმალურად უნდა დავიცვათ ქალაქის ლანდშაპტური ტერიტორიები და უნდა შევუნარჩუნოთ საცხოვრებელი იმ დასახლებებს, რომელიც შემოერთებულ ტერიტორიებზე არის და ამავე დროს ჩვენ ოპტიმალურად უნდა გამოვიყენოთ ქალაქის შიგნით არსებული ტერიტორიები. პოლიცენტრულობა ძალიან მნიშვნელოვანია. მონიშნულია ხუთი ძირითადი ტერიტორია , რომელიც ჩვენ გვინდა, რომ პოლიცენტრული გზით განვითარდეს. ტრანსპორტთან დაკავშირებით შემიძლია გითხრათ, რომ საერთოდ უნდა ამოტრიალდეს ტრანსპორტთან დაკავშირებით ის იერარქია, რომელიც არსებობს. უპირატესობა უნდა მიეცეს ფეხით მოსიარულეს, შემდეგ საველისოპედო გზების არსებობა. განივი კავშირები ძალიან მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ რკინიგზის ზედა ტროტუარები განვითარდეს თანაბრად და ქალაქთან ინტეგრირებული იყოს“,- აღნიშნა სალუქვაძემ.
წყარო: საზოგადოებრივი მაუწყებელი