თბილისის გენგეგმის კონცეფციის მიხედვით, მტკვრის სანაპიროზე საველოსიპედო-საფეხმავლო ქსელი მოეწყობა

893

თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის კონცეფციის თანახმად, მტკვრის სანაპიროს გასწვრივ უნდა ჩამოყალიბდეს ერთიანი საფეხმავლო ქსელი, საველოსიპედო-საფეხმავლო ხიდებითა და უწყვეტი ბილიკებით, ქალაქის მთელ სიგრძეზე.

“მდინარეზე განთავსებულმა საფეხმავლო კავშირებმა, მტკვრის ერთმანეთისგან იზოლირებული, მარჯვენა და მარცხენა სანაპირო, ერთიან სარეკრეაციო სივრცედ უნდა აქციოს. ისტორიული ნაწილში, ქალაქის მტკვრისპირა სივრცეებით: ორთაჭალა, რიყე, მშრალი ხიდის მიმდებარე ტერიტორია, საქანელას ქუჩა, მუშტაიდის ბაღისა და ცირკის მიმდებარე ტერიტორიები, ყალიბდება ერთიან სარეკრეაციო სისტემად საფეხმავლო კავშირებითა და ღია სივრცეებით”, – ნათქვამია დოკუმენტში.

დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის განახლებაზე მომუშავე ჯგუფმა „სითი ინსტიტუტი საქართველომ“ თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახურს ხელშეკრულების ფარგლებში მომზადებული მასალები წარუდგინა.

წყარო: ipress.ge