წინა სტატია
თბილისში, მეტროსადგურ “ვარკეთილში” ჭერის ჩამონგრევის საქმეზე კომპანიების "გეომეფი" და "ყვარელმშენის" რამდენიმე წარმომადგენელს ბრალი წარედგინათ. ამასთან დაკავშირებით ოფიციალური განცხადება პროკურატურაში ცოტა ხანში გაკეთდება.
30 იანვარს, მეტროსადგურ ვარკეთილში ჭერი 10:30 საათისთვის ჩამოინგრა. უბედური შემთხვევის შედეგად 14 ადამიანი დაშავდა.
ვარკეთილის მეტროს რეაბილიტაცია შპს “ყვარელმშენმა” ჩაატარა, რომლის წინადადებაც თბილისის მერიამ 2016 წლის 20 ოქტომბერს მიიღო, კონტრაქტი კი მოგვიანებით გაფორმდა. ეს კომპანია 2015 წელს სახელმწიფო შესყიდვების სააგენტომ...
წინა სტატია
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოში, სადაც ნაციონალური მოძრაობის წევრები შიმშილობენ, ხმაური და დაპირისპირება იყო. ინფორმაციას "გურიანიუსი" ავრცელებს.
ნაციონალური მოძრაობის წევრები ბესიკ ქათამაძე და დავით მჟავანაძე საკრებულოს თავმჯდომარის კაბინეტის კარზე ჩაფხუტების მიჭედებას ცდილობდნენ, რისი უფლებაც სამართალდამცველებმა არ მისცეს. ისინი გარეთ გამოიყვანეს, რასაც მოშიმშილეებსა და სამართალდამცველებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა.
https://www.youtube.com/watch?v=3JM75j_AMUI
ოზურგეთში ინციდენტი 15 ივნისს მოხდა, კერძოდ, ოზურგეთის საკრებულოს შენობაში საკრებულოს “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრი, ბესიკ ქათამაძე სცემეს....
ნაძალადევის რაიონში დასაქმების ფორუმი გაიმართა. ღონისძიებაზე 15 -მდე კომპანიამ სამუშაოს მაძიებელთათვის 1500 -მდე აქტიური ვაკანსია წარმოადგინა.
თავისუფალი სამუშაო ადგილები მომსახურების, გაყიდვების, სამშენებლო და ტურიზმის, ასევე ტექნიკური მიმართულების სფეროებში იყო წარმოდგენილი.
ფორუმი ნაძალადევის მაჟორიტარმა დეპუტატმა დავით ჭელიძემ გახსნა, რომლის ინიციატივითაც ჩატარდა ღონისძიება.
„ნაძალადევის რაიონში ოთხი ათასზე მეტი დევნილი ოჯახი და თვრამეტი ათასზე მეტი სოციალურად დაუცველია რეგისტრირებული. იმედს ვიტოვებ, რომ დღევანდელი ღონისძიება, როგორც კომპანიებისთვის, ისე...
ფერმერები აგროდაზღვევის პროგრამის ხარვეზებზე საუბრობენ და აცხადებენ, რომ ბევრი ნიუანსია, რომლეც დახვეწას საჭიროებს. ამის შესახებ ინფორმაციას bm.ge ავრცელებს.
კომპანია "შალოშვილის მარანის" დამფუძნებელი ალექსი შალოშვილი ამბობს, რომ სადაზღვევო კომპანიების პირობებში ბევრი რამ არის შესაცვლელი იმისთვის, რომ დაზღვევა ფერმერისთვის უფრო მისაღები გახდეს. შალოშვილი კახეთში, ქინძმარაულის მიკროზონაში 16 ჰექტარ ვენახს ფლობს, სადაც საფერავის, რქაწითელის, მწვანეს ჯიშის ყურძენია გაშენებული. ვენახში წელიწადში საშუალოდ 150 ტონა მოსავალი...
კრწანისის რაიონში, გორგასალის N23-ში, საცხოვრებელ სახლს რესტავრაცია ჩაუტარდა. გამგეობის ცნობით, შენობა მძიმე ავარიულ მდგომარეობაში იყო, რის გამოც, ფასადის მთლიანად ჩამოშლის საფრთხე არსებობდა.
სარეაბილიტაციო სამუშაოების ფარგლებში, სახლის ფასადს, სახურავსა და თაღს სრული რესტავრაცია ჩაუტარდა.
"ძველი თბილისის იერსახის შენარჩუნების მიზნით, ფასადზე არსებული ჩუქურთმები და შენობის ავთენტურობა სრულად არის შენარჩუნებული. სახლი პირველადი იერსახით აღდგა",- აცხადებენ გამგეობაში.
ამასთან, ამ ეტაპზე, აღნიშნული ტერიტორიის ქვაფენილით მოპირკეთება მიმდინარეობს.
ასევე, გორგასალის...
გაეროს ბავშვთა ფონდის კვლევის მიხედვით, სოციალურად დაუცველი, ეთნიკური და სოფლად მცხოვრების ბავშვების 30%-დან 50%-მდე სკოლამდელი განათლების მიღმა რჩება. 57 მუნიციპალიტეტიდან მოპოვებული ინფორმაციის მიხედვით კი აღმზრდელთა 44% არაკვლიფიციურია. ამასთან მუნიციპალიტეტების 52.2%-ში სკოლამდელ დაწესებულებებს პედაგოგიური ხედვა ან მიდგომა საერთოდ არ აქვთ. ინფორმაციას bm.ge ავრცელებს.
"ხარისხიანი სკოლამდელი განათლების" მოდელის შესახებ კვლევა გაეროს ბავშვთა ფონდმა, მთავრობასთან ერთად, ჩაატარა. კვლევის მიხედვით, მთავარი პრობლემა ქვეყნის მასშტაბით...
სამგორის რაიონში, ორხევის დასახლებაში, ამილახვრის ქ. N11-ის მიმდებარედ, ახალი სკვერი მოეწყო.
გამგეობის ინფორმაციით, ინფრასტრუქტურული სამუშაოების გარგლებში, 175 კვ.მ ფართობზე საბავშვო ატრაქციონები და სკამები განთავსდა.
"სკვერის მოწყობისთვის გამგეობის ბიუჯეტიდან 29 126 ლარი გამოიყო",-აცხადებენ გამგეობაში.
ამასთან, მათივე ცნობით, ორხევის დასახლებაში სხვადასხვა სახის კეთილმოწყობის სამუშაოებიც ხორციელდება.
ჩუღურეთის რაიონში 21 მისამართზე სპორტული მოედნის აღდგენა-რეაბილიტაცია მიმდინარეობს.
პროექტის ფარგლებში, შეკდეთდება ფეხბურთისა და კალათბურთის კარები, შეიღებება ლითონის კონსტრუქციები, შეიცვლება ბალახის ხელოვნური საფარი, სტადიონების პერიმეტრზე კი, ლითონის ბადე მოეწყობა.
„ჩუღურეთის რაიონის მასშტაბით, 21 მოედნის რეაბილიტაცია დაახლოებით, ერთ თვეში დასრულდება. წლის განმავლობაში, დაგეგმილი გვაქვს ერთი ახალი სტადიონის მშენებლობა. მოსახლეობას ვთხოვ, გაუფრთხილდნენ იმას, რაც უკვე გაკეთებულია. ჩვენ ერთად უნდა ვიზრუნოთ, რომ დედაქალაქი უფრო გავალამაზოთ“,...
ნაძალადევის რაიონში, სანზონაში, გურამიშვილის გამზირზე, 141-ე საჯარო სკოლის მიმდებარედ, 2000 კვ.მ ფართობზე ახალი სკვერის მოწყობა მიმდინარეობს.
აღნიშნული პროექტის ფარგლებში, გამწვანდება ტერიტორია, დამონტაჟდება საბავშვო გასართობი ატრაქციონები, მოეწყობა სარწყავი სისტემა და გაკეთდება განათების ქსელი.
გამგეობის ცნობით, ინფრასტრუქტურული პროექტი ნაძალადევის რაიონის გამგეობის დაფინანსებით ხორციელდება.
ინფრასტრუქტურული სამუშაოების ღირებულება 163 856 ლარს შეადგენს.
ამბროლაურში ახალი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სპორტული მოედანი შენდება. ამბროლაურის მერიის ცნობით, პროექტის ღირებულება 1 676 026 ლარია.
პროექტის ფარგლებში კეთდება ფიფას სტანდარტების შესაბამისი 2 სტადიონი, 500 კაცზე გათვლილი ტრიბუნა, დამხმარე შენობა-ნაგებობები, კომუნიკაციები და სხვა.
ქედის მუნიციპალიტეტში ცივასულა-აგარა-ქვედა აგარის მიმართულებით გზის 3,2 კმ ორფენიანი ასფალტო-ბეტონის საფარის მოწყობის სამუშაოები დასრულდა. პროექტის ფარგლებში, რკინა-ბეტონის კიუვეტი ცხაურებით, ბეტონის საყრდენი კედელი, გაბიონი და პარაპეტები მოეწყო. ამასთან, აღნიშნულ მონაკვეთზე ახალი ხიდის მშენებლობაც დასრულდა. ინფრასტრუქტურული სამუშაოებისთვის 880 000 ლარი დაიხარჯა.
"ქედის მუნიციპალიტეტში მიმდინარე წელს აჭარის საავტომობილო გზებისა და სამელიორაციო სისტემების მართვის დეპარტამენტის ბიუჯეტით გათვალისწინებულია: 12,730 კმ ასფალტობეტონის საფარის, 2 ახალი ხიდის, 34...
ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ ადამიანებს ევროპულ ფონდებთან ურთიერთობისა და ადგილზე არასამთავრობო ორგანიზაციებში მუშაობის უფლება შეუზღუდეს. ინფორმაციას რადიო მოზაიკა ავრცელებს.
ინფორმაციას ადასტურებენ ამ სექტორში მომუშავეები. მათი თქმით, სამხრეთ ოსეთის თვითაღიარებულმა ხელისუფლებამ, მოსახლეობა ამ ქმედებით ჩარჩოში მოაქცია.
,,ურთიერთობები დაკონსერვებულია, რადგან ოკუპირებულ ტერიტორიაზე აიკრძალა არასამთავრობო ორგანიზაციები, ევროპულ ფონდების წარმომადგენლებს არ უშვებენ საერთოდ და ამან ჩაკეტა იქაური ადამიანები. წინსვლა იყო სახალხო დიპლომატიაში, ვხვდებოდით ნეიტრალურ ქვეყნებში და კარგი შედეგები იყო...
აფხაზეთის დეფაქტო რეპატრიაციის მინისტრმა ბესლან დბარმა, სირიიდან ლტოლვილების დასახლების საკითხი გალის რაიონის შემდეგ ოჩამჩირეშიც განიხილა. ინფორმაციას ლაივპრესი „აფსნიპრესზე“ დაყრდნობით ავრცელებს.
ბესლან დბარი ოჩამჩირის რაიონის ადმინისტრაციის ხელმძღვანელ ხრიპს ჯოპუას შეხვდა.
„ჩვენი მიზანია მოვიძიოთ ლტოლვილებისთვის საჭირო საცხოვრებელი. ცნობილია, რომ აქ ბევრი ცარიელი სახლია, სადაც შეიძლება დაბრუნებულმა თანამოქალაქეებმა იცხოვრონ. დღეის მდგომარეობით, აფხაზეთში 500 რეპატრიანტი ცხოვრობს. ამ პროცესის განვითარება გააუმჯობესებს დემოგრაფიულ პრობლემას, სხვა გზა ჩვენ...
წინა სტატია
გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ვეჯინის ახალ ამბულატორია რომელიც 2017 წელს აშენდა ივლისიდან ამოქმედდება. ინფორმაციას კახეტის ხმა ავრცელებს.
როგორც გურჯაანის მერმა არჩილ ხანდამაშვილმა განაცხადა, მშენებლობა 2017 წლის დეკემბერში დასრულდა, თუმცა ხარვეზების გამო მისი გახსნა ამ დრომდე ვერ მოხერხდა.
"ვეჯინის ამბულატორია ახალ შენობაში უახლოეს დღებში განთავსდება და ვეჯინელები კომფორტულ გარემოში შეძლებენ სამედიცინო მომსახურებს მიღებას. ის სამშენებლო წუნები და ხარვეზები, რომლის გამოც აქამდე ახალ...
საგანგაშო მდგომარეობაა ოზურგეთის ძაღლების თავშესაფარში, სადაც ცხოველები გაუსაძლის პირობებში არიან. მოუწესრიგებელია ინფრასტრუქტურა, არ არის წყალი და ელექტროენერგია. ამის ამსახველი ვიდეო სოციალურ ქსელში გავრცელდა. ინფორმაციას იმედინიუსი ავრცელებს.
პრობლემით ცხოველთა დამცველები უკვე დაინტერესდნენ.
https://www.youtube.com/watch?v=lgUv5n6BTUE&feature=youtu.be
ხაშურში თამარ მეფის ქუჩაზე მდებარე #7 საბავშვო ბაღის რეაბილიტაცია დასრულდა. პროექტი მსოფლიო ბანკის დაფინანსებით განხორციელდა და მისი ღირებულება დაახლოებით 904 ათასი ლარია.
რეგიონული განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, ახალი საბავშვო ბაღი ექვს ასაკობრივ ჯგუფზეა გათვლილი და 200 აღსაზრდელს მოემსახურება. შენობა ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის.
პროექტის ფარგლებში მოეწყო ბაღის მიმდებარე ტერიტორია, მოპირკეთდა შენობის შიდა და გარე კედლები, შეიცვალა კარ-ფანჯარა და წყალგაყვანილობა, დამონტაჟდა გათბობა-გაგრილების სისტემა.
ბლოგი
ტესტი
ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები
შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში.
დავიწყოთ!







































