სანზონაში ახალი სკვერის მოწყობა მიმდინარეობს (ფოტო)

1232

ნაძალადევის რაიონში, სანზონაში, გურამიშვილის გამზირზე, 141-ე საჯარო სკოლის მიმდებარედ, 2000 კვ.მ ფართობზე ახალი სკვერის მოწყობა მიმდინარეობს.

აღნიშნული პროექტის ფარგლებში, გამწვანდება ტერიტორია, დამონტაჟდება საბავშვო გასართობი ატრაქციონები, მოეწყობა სარწყავი სისტემა და გაკეთდება განათების ქსელი.

გამგეობის ცნობით, ინფრასტრუქტურული პროექტი ნაძალადევის რაიონის გამგეობის დაფინანსებით ხორციელდება.

ინფრასტრუქტურული სამუშაოების ღირებულება 163 856 ლარს შეადგენს.