ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა მიმდინარეობს, - ამის შესახებ ინფორმაციას ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს. მათივე ცნობით, სამუსოების ფარგლებში, სოფელ ჭოღაში, მდინარე ოჩხომურზე, სახელმწიფო მნიშვნელობის მარტვილი-ტალერი-ჩხოროწყუს საავტომობილო გზის 36+700 კილომეტრზე ახალი საავტომობილო ხიდის მშენებლობა დასრულებულია. როგორც მერიაში აცხადებენ, ხიდის სიგრძე 36, ხოლო სიგანე 9,5 მეტია პროექტი საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ დაფინანსდა. გარდა ამისა,  საავტომობილო ხიდის მშენებლობა მიმდინარეობს ასევე მეორე ჭოღაში. პროექტი სტიქიის...
წელს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში საავტომობილო გზების რეაბილიტაციისა და მოვლა-შენახვისთვის 11 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯა და სხვადასხვა მიმართულებით 20 კმ. ცემენტო-ბეტონის საფარი დაიგო, - აცხადებენ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიაში. მათივე ცნობით, რეაბილიტაცია ჩაუტარდა ქვედა ჯოჭოში სტიქიის შედეგად დაზიანებულ ობიექტებს. გარდა ამისა, როგორც მერიაში აცხადებენ, დასკვნით ეტაპზეა კაპანდიბი-ახალისოფლის საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები. პროექტის ფარგლებში დაიგო ასფალტობეტონის საფარი, დასრულდა ხიდის რეაბილიტაცია, მოეწყო სანიაღვრე არხები და საყრდენი...
ქედის მერმა როლანდ ბერიძემ პირველი მოადგილის პოსტზე იმედა ვასაძე დაასახელა, ხოლო მეორე მოადგილედ მამუკა ფარტენაძე წარადგინა. მერის განმარტებით, მოადგილეები გამოცდილებისა და კვალიფიციურობის მიხედვით შეარჩია.. "წარმატებები მინდა ვუსურვო მოადგილეებს. მე დარწმუნებული ვარ მათ პროფესიონალიზმსა და საქმისადმი ერთგულებაში. ჩვენს მუნიციპალიტეტში, ერთიანი ძალისხმევით ბევრ სასიკეთო საქმეს გავაკეთებთ“- აღნიშნა როლანდ ბერიძემ. https://www.facebook.com/KedaMunicipality/posts/4951413661559856
კონსტანტინე გამსახურდიასა და ბარათაშვილის ქუჩებზე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების რეაბილიტაცია სრულდება, - ამის შესახებ ინფორმაციას ბათუმის მერია ავრცელებს. https://www.facebook.com/BatumiCityHallofficial/videos/1104453256996611
ჯანდაცვის მინისტრი, ეკატერინე ტიკარაძე მის შემცვლელს ურჩევს, რომ შეინარჩუნოს პრინციპულობა და ექიმების გვერდით იდგეს. მისი თქმით, ეს ყველას ეხება, იქნება ის არჩილ თალაკვაძე თუ სხვა. "იქნება ეს არჩილ თალაკვაძე, თუ იქნება ეს სხვა რომელიმე ღირსეული კანდიდატი, მე ვურჩევ, რომ მან შეინარჩუნოს თანმიმდევრული ნაბიჯები, შეინარჩუნოს სიმშვიდე, შეინარჩუნოს პრინციპულობა და იდგეს ექიმების გვერდზე. ბოლო მთავრობის სხდომაზე ჩვენი საკითხი არ გადიოდა, ჩვენ გვქონდა მზადების...
მუნიციპალიტეტების საკრებულოებში უმრავლესობის ფორმირებისათვის კონკრეტული ვადა კანონით განსაზღვრული არ იქნება. “ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში“ დაგეგმილი ცვლილებებით, საკრებულოებში უმრავლესობისა და ოპოზიციის ცნებები შემოდის. ამასთან, პროექტის მიხედვით, საკრებულოს უმრავლესობის რეგისტრაცია ახალარჩეული საკრებულოს პირველი შეკრებიდან არაუგვიანეს 35-ე დღისა უნდა მოხდეს. აღსანიშნავია, რომ ეს ვადა საპარლამენტო უმრავლესობის ფორმირების ვადის ანალოგიურია. კანონპროექტის პლენარულ სხდომაზე განხილვისას, საკრებულოებთან მიმართებით 35-დღიანი ვადის პროექტიდან ამოღების საკითხი დადგა, რაც მომხსენებელმა - რეგიონული...
თუ შეგიძლიათ გვითხრათ, ამ ბიუჯეტში თქვენ სად ხედავთ „შემოჭერილ ქამრებს“? ქვეყანასა და ხალხს წელი სწყდება ისეთი შემოჭერილი აქვთ ქამრები გაჭირვებისაგან და ბიუროკრატიასა და მთავრობას „ქამრების შემოჭერის“ არაფერი ეტყობა, - ასე მიმართა „მოქალაქეების“ ერთ-ერთმა ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა პლენარულ სხდომაზე ფინანსთა მინისტრს, ლაშა ხუციშვილს, რომელიც დეპუტატებს 2022 წლის ბიუჯეტის პროექტს აცნობს. მისივე თქმით, თავდაცვის ბიუჯეტი არასაკმარისადაა გაზრდილი. „ადრე, „ქართული ოცნება“ წლების განმავლობაში, ყოველი ბიუჯეტის განხილვის დროს...
დუშეთის კულტურის სახლში ხუთმა მონაწილე მხარემ ხელი მოაწერა ურთიერთგაგების მემორანდუმს „არაგვის დაცული ლანდშაფტისა და ადგილობრივი მოსახლეობის მდგრადი განვითარების“ პროგრამის განხორციელების შესახებ. მემორანდუმი ერთმანეთთან აკავშირებს ერთი მხრივ, განვითარების სფეროში ჩეხეთის, ავსტრიისა და სლოვაკეთის რესპუბლიკების დახმარებასა და მეორე მხრივ, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და დუშეთის მუნიციპალიტეტს, არაგვის დაცული ლანდშაფტის მდგრადი განვითარების მიზნით. პროგრამის ფარგლებში: გაუმჯობესდება ადგილობრივი მოსახლეობის ეკონომიკური მდგომარეობა ტურიზმისა...
პარლამენტმა, პლენარული სხდომის ფორმატში, ცესკოს თავმჯდომარისა და ცესკოს პროფესიული წევრების არჩევის წესში ცვლილებების განხილვა დაიწყო. რეგლამენტში დაგეგმილი ცვლილებების განხილვა პირველი მოსმენით მიმდინარეობს. ცვლილებებით, ცესკოს თავმჯდომარის/პროფესიული წევრის არჩევის პროცესი მარტივდება და თუ აქამდე ოთხი კენჭისყრა იყო საჭირო, ორი კენჭისყრის ჩატარება ხდება საკმარისი. რეგლამენტის პროექტის თანახმად, პარლამენტი ცესკოს წევრსა და ცესკოს თავმჯდომარეს ირჩევს სრული შემადგენლობის არანაკლებ ორი მესამედით ან სრული შემადგენლობის უმრავლესობით. ცვლილებებით, ასევე,...
ვადიანი სამგზავრო აბონემენტები, სავარაუდოდ, იანვრიდან ამოქმედდება, - ამის შესახებ „იმედინიუსს“ დედაქალაქის მერიაში განუცხადეს. როგორც მერიაში ამბობენ, იარსებებს ერთდღიანი, ერთკვირიანი, ერთთვიანი, სამთვიანი, ექვსთვიანი და ერთწლიანი აბონემენტები. უწყებაში განმარტავენ, ამჟამად ტექნიკური პროცესის გამართვაზე მუშაობენ და სამუშაოს დასრულების შემდეგ, გადაწყვეტილების დეტალებზე თბილისის მერი ისაუბრებს.
წინა სტატია ჭიათურის მერიის კეთილმოწყობისა და დასუფთავების სამსახურის უფროსის მოადგილე სპარტაკ კობახიძე, რომელსაც 75 წლის მედეა მოდებაძე ძალადობაში ადანაშაულებს, მერიაში დაიმალა. ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოში დაცვის სამსახურის თანამშრომლები მედიის წარმომადგენლებს შენობაში არ უშვებენ. ჭიათურის მერი გივი მოდებაძე მომხდარზე კომენტარს არ აკეთებს, თავად სპარტაკ მოდებაძემ კი, მას შემდეგ, რაც შეიტყო, რომ საქმეზე ჟურნალისტები მუშაობენ, სამუშაო კაბინეტი მიატოვა და შენობაც დატოვა. დაზარალებული მედია მოდებაძე აცხადეს, რომ...
“ახალი წელი 2022” – ასე ჰქვია გალა კონცერტს, რომელიც გორში 31 დეკემბრის საღამოს გაიმართება. ღონისძიების ერთ-ერთი ორგანიზატორი ა(ა)იპ გორის მუნიციპალიტეტის კულტურისა და ტურიზმის განვითარების ხელშეწყობის სააგენტოა. ამის შესახებ რადიო მოზაიკა წერს. არსებული ინფორმაციით, კონცერტში მონაწილეობას კვლავ მხოლოდ ადგილობრივი შემსრულებლები მიიღებენ. სააგენტო მომღერლებს ჯამში 12 160 ლარს გადაუხდის. შემსრულებლებს შორის, რომლებიც 31 დეკემბრის კონცერტზე იმღერებენ არიან: ხატია ხუციძე, ემზარ იორამაშვილი, იოსებ დარბაიძე,...
აჭარის უმაღლესი საბჭოს მორიგ პლენარულ სხდომაზე, ხვალ, 16 დეკემბრის, 2022 წლის აჭარის ბიუჯეტის კანონის პროექტს განიხილავენ. აჭარის უმაღლესი საბჭოს ინფორმაციით, „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2022 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესახებ“ კანონის პროექტი და პრიორიტეტების დოკუმენტი წარუდგინა ბიუროს წევრებს საფინანსო-საბიუჯეტო და ეკონომიკურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, მარინემ გვიანეძემ, რომელიც კანონმდებლებმა უმაღლესი საბჭოს მორიგი სხდომისთვის განსახილველად მომზადებულად მიიჩნიეს. უწყების ცნობით, ბიუროს წევრებმა მსგავსი გადაწყვეტილება მიიღეს საკონსტიტუციო,...
ექვსთვიანი პაუზის შემდეგ, მარნეულში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭომ პირველი შეხვედრა 14 დეკემბერს გამართა. საჯარო ბიბლიოთეკაში გამართულ შეხვედრაზე სამი განცხადება განიხილეს და დადებითი გადაწყვეტილება მიიღეს. ახალი წლიდან შშმ პირებისთვის იგეგმება ათი ერთეული ხმოვანი წნევის აპარატის შეძენა, მუნიციპალური ტრანსპორტით უფასოდ მგზავრობა და დახმარებების 30 ლარით გაზრდა. როგორც მარნეულის მერის მოადგილემ, როინ დეკანოიძემ განაცხადა, თვითმმართველობა მზად არის მხარი დაუჭიროს...
ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღში ვიზიტორთა შესვლა დროებით შეიზღუდა. მიზეზი ძლიერი ქარია. ბოტანიკური ბაღის ადმინისტრაციის ინფორმაციით, როგორც გარემოს დაცვის ეროვნული სააგენტო იტყობინება, 14-15 დეკემბერს შავი ზღვის სანაპირო რაიონებში იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი, რომელიც დროგამოშვებით კიდევ უფრო გაძლიერდება. შესაბამისად, ბაღში 16 დეკემბრამდე აიკრძალა გადაადგილება. ამის შესახებ ლაივპრესი წერს. "ზუგდიდის ბოტანიკური ბაღის ადმინისტრაცია გთხოვთ, გაგებით მოეკიდოთ ზემოაღნიშნულ ფაქტს და გაითვალისწინოთ თქვენს გეგმებში", -...
ქობულეთის საკრებულოს სხდომაზე სპორტული კომპლექსის მშენებლობის საკითხს ხმაური მოჰყვა. "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრის ლაშა კომახიძის განცხადებით, აღნიშნული პროექტის განსახორციელებლად არ არსებობს შესაბამისი ხარჯთაღრიცხვა და გეგმა, რასაც "ქართული ოცნების" მხრიდან უკმაყოფილება მოჰყვა. ოპოზიციაში მიაჩნიათ, რომ სპორტ კომპლექსის მშენებლობა "ქართული ოცნების" მმართველობის პირობებში, სხვა პროექტებთან ერთად განუხორციელებელი დარჩება. "ჩვენ კარგად გვახსოვს "ქართული ოცნების" დაპირებული პროექტები, როგორ შედგა", - აცხადებს ლაშა კომახიძე ქობულეთის საკრებულომ აჭარის მთავრობას...

ბლოგი

ტესტი

ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები

შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში. დავიწყოთ!

თვითმმართველობის ისტორია

სოფელ-სოფელ