მერია: ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა მიმდინარეობს

374

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა მიმდინარეობს, – ამის შესახებ ინფორმაციას ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, სამუსოების ფარგლებში, სოფელ ჭოღაში, მდინარე ოჩხომურზე, სახელმწიფო მნიშვნელობის მარტვილი-ტალერი-ჩხოროწყუს საავტომობილო გზის 36+700 კილომეტრზე ახალი საავტომობილო ხიდის მშენებლობა დასრულებულია. როგორც მერიაში აცხადებენ, ხიდის სიგრძე 36, ხოლო სიგანე 9,5 მეტია პროექტი საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ დაფინანსდა.

გარდა ამისა,  საავტომობილო ხიდის მშენებლობა მიმდინარეობს ასევე მეორე ჭოღაში. პროექტი სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოების ფარგლებში ხორციელდება.  ახალი საავტომობილო ხიდის მშენებლობამდე აქ მოსახლეობა ბონდის ხიდით სარგებლობდა და გადაადგილება მხოლოდ ქვეითად იყო შესაძლებელი.  სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოების ფარგლებში სოფელ ჭოღაში სანიაღვრე არხიც მოეწყობა.