ქალაქისა და თემის გაერთიანების შემდეგ ახალციხის მუნიციპალიტეტის ბაღებში საზაფხულო არდადეგები გაუქმდა. ახალციხის მუნიციპალიტეტში მოქმედ 25 ბაღში 2 013 აღსაზრდელი სწავლობს. ასევე, ახალი სასწავლო წლისთვის ბავშვების რეგისტრაცია მიმდინარეობს. ინფორმაციას "სამხრეთის კარიბჭე" ავრცელებს.
ახალციხის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებათა გაერთიანების ხელმძღვანელი ნატო ჩოხელი ამბობს, რომ მასწავლებლებს შვებულებები ივლისსა და აგვისტოში გადაუნაწილდებათ: „ამიტომ უწყვეტად ვიმუშავებთ. მანამდე სოფლის ბაღებში არდადეგები ისეც არ იყო, მხოლოდ ქალაქში ისვენებდნენ...
კრწანისის რაიონში, ფონიჭალის დასახლებაში, რუსთავის გზატკეცილის N38/40 ის მიმდებარე ტერიტორიაზე, გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს.
გამგეობის ცნობით, სამუშაოების ფარგლებში, ასფალტის საფარი 2 100 კვადრატულ მეტრზე დაიგება, მიმდებარე ეზოებში კი, ბორდიური მოეწყობა.
სამუშაოებს, რომელიც შემდეგი კვირის ბოლოს დასრულდება, შპს „სკინჩი“ ასრულებს.
გორის მერი კონსტანტინე თავზარაშვილი მივლინებაში წელს ორჯერ იყო წასული. ამის შესახებ ინფორმაცია რადიო "მოზაიკას" გორის მერიიდან მიაწოდეს.
კონსტანტინე თავზარაშვილი 10-12 თებერვალს თურქეთში, საფეხბურთო კლუბ "დილას" მიწვევით იყო. მივლინების ხარჯები გორის მერიამ აუნაზღაურა.
გორის მერი 7 დღით იმყოფებოდა ესპანეთში ევროკავშირის ორგანიზებით გამართულ შეხვედრაზე "გენდერულ თანამშრომლობის საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორისი კომისიის მუშაობის გამოცდილების გაზიარება". კონსტანტინე თავზარაშვილი ესპანეთში 25 მაისს გაემგზავრა. მივლინებისთვის გორის მუნიციპალიტეტის მერიამ 273.94 ლარი გადაიხადა.
2018 წლის პირველ ნახევარში, შიდა ქართლის მასშტაბით, სახელმწიფო ტენდერებში კორუფციული ნიშნების გამო ყველაზე მეტი საჩივარი კასპის მერიის წინააღმდეგ დაიწერა. ინფორმაციას "შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი" შესყიდვების სააგენტოზე დაყრდნობით ავრცელებს.
ამ პერიოდში კასპის მერიის წინააღმდეგ დაწერილი საჩივრებიდან 5-ვე დაკმაყოფილდა:3 - ნაწილობრივ, ხოლო - 2 სრულად. 2012 წლიდან მოყოლებული, საჩივრების რაოდენობით კასპის მერია შიდა ქართლის რეგიონში სიის სათავეში დგას - მის წინააღმდეგ დაწერილი 33 საჩივრიდან 15...
კრწანისის რაიონში, ფონიჭალა 3-ის N26 კორპუსის მიმდებარედ, ორი ახალი სპორტული მოედანი მოეწყო.
გამგეობის ცნობით, სამუშაოების ფარგლებში, კაპიტალურად დაისხა ბეტონის საფუძველი, მთლიანად შეიცვალა დაზიანებული სპორტული ინვენტარი და ბალახის ხელოვნური საფარი დაიგო. ასევე, განახლდა ლითონის მავთულბადიანი ღობე. ფეხბურთისა და კალათბურთის მოედნები კი სრულად რეაბილიტირდა და თანამედროვე ინვენტარით აღიჭურვა.
"რაიონში სპორტული მოედნებისა და სატრენაჟორო სივრცეების გახსნა მომავალშიც გაგრძელდება“, - განაცხადა ლევან ჯაფარიძემ.
ზემო ფონიჭალის სპორტული...
ლეიბორისტული პარტიის წევრის ირაკლი კიკვაძის თქმით, ქუთაისის მერიასა და მის ა(ა)იპ-ებში ხელფასებს პოლიტიკური ნიშნით უზრდიან თანამშრომლებს. მისი თქმით, ხელფასები "ქართული ოცნების" წევრებს ან მათთან დაახლოვებულ პირებს გაეზარდათ, რომლებიც ძირითადად ა(ა)იპ-ების ადმინისტრაციებში არიან დასაქმებული, ქვედა რგოლებს კი, რომლებიც უშუალოდ არიან სამუშაოების შემსრულებელები, ხელფასების ზრდა არ შეხებიათ. ინფორმაციას "ნიუპრესი" ავრცელებს.
ირაკლი კიკვაძემ ამ ინფორმაციის გასამყარებლად, მერიიიდან საჯარო ინფორმაცია გამოითხოვა, თუმცა 8 ივნისს მიწერილ წერილზე...
წინა სტატია
ქუთაისის მერია სარესტორნო მომსახურებისათვის 9 ათას ლარიან ტენდერს აცხადებს. ტენდერის პირობების მიხედვით, „მიმწოდებელი“ ვალდებულია ქუთაისის მერია უზრუნველჰყოს მერიის სტუმრებისათვის, მენიუ #1-ს შესაბამისად 250 პერსონაზე, მენიუ #2-ს შესაბამისად 300 პერსონაზე კვებითი მომსახურების გაწევა ეტაპობრივად, ხელშეკრულების დადებიდან 2018 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით. ინფორმაციას "ნიუპრესი" ავრცელებს.
სატენდერო წინადადებების მიღება 4 ივლისიდან დაიწყება და 6 ივლისის ჩათვლით გასტანს.
ამ დრომდე ქუთაისის მერია სარესტორნე მომსახურებისათვის ერთ პირთან აფორმებდა...
თბილისის მერია ჰაერის დაბინძურებისა და ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებისთვის ცენტრალურ ხელისუფლებასთან ერთად, რამდენიმე პროექტზე მუშაობს. ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თქვა, რომელიც ცენტრალური მთავრობის სხდომას ესწრებოდა. ინფორმაციას IPN-ი ავრცელებს.
"მთავრობის სხდომაზეც განვაცხადე და გავიმეორებ, რომ პირველ ეტაპზე არსებული ავტომობილები ტექდათვალიერებას გაივლიან და შესაბამისი მონაცემების არქონის შემთხვევაში, ხმარებიდან აუცილებლად იქნება ამოღებული”, - თქვა კალაძემ.
ქართულმა დელეგაციამ სტამბულში ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა კონგრესის მონიტორინგის კომიტეტის შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.
სხდომაზე, სადაც ერთ-ერთ საკითხად საქართველოს ანგარიშის პროექტი განიხილებოდა, მოხსენებით დიდი ბრიტანეთის წარმომადგენელი, ევროპის საბჭოს რეგიონთა პალატის წევრი - სტიუარტ დიქსონი წარსდგა.
დიქსონმა სიტყვით გამოსვლისას ქვეყანაში მიმდინარე პროცესები დადებითად შეაფასა და აღნიშნა, რომ ადგილობრივი თვითმმართველობისა და დემოკრატიის გაძლიერების თავლსაზრისით საქართველომ ბოლო წლებში მნიშვნელოვანი პროგრესი განიცადა.
დელეგაციის წევრებმა კონგრესის...
წინა სტატია
თბილისში ახალი ლურჯი ავტობუსების შემოყვანაზე განმეორებითი ტენდერი, დაახლოებით 10 დღეში გამოცხადდება. ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ თქვა.
კალაძის თქმით, წინა ტენდერის ჩავარდნის მიზეზი ის იყო, რომ ტენდერში მონაწილე კომპანიამ „თეგეტა თრაქ ენდ ბასმა“ სრულყოფილი დოკუმენტაცია ვერ წარადგინა.
26 ივნისს ცნობილი გახდა, რომ თბილისისთვის ახალი ავტობუსების შეძენა ისევ გადავადდა. თბილისის სატრანსპორტო კომპანიის მიერ გამოცხადებულ ტენდერში მონაწილე ერთადერთი კომპანია – „თეგეტა თრაქ ენდ...
ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ წყორძაში მოსახლეობა ახალგაზრდული ცენტრის რეაბილიტაციას ითხოვს. ცენტრის შენობა ავარიულია, დამტვრელია ფანჯრები, დაზიანებულია კიბეები, სცენა, დაბზარულია კედლები. ამის შესახებ ინფორმაციას "სამხრეთის კარიბჭე" ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, ორსართულიანი ცენტრის პირველ სართულზე ჩამტვრეული იატაკი ფიცრებით თანამშრომლებმა გაამაგრეს.
„შენობაში ღონისძიებას ვერ ვატარებ, ხალხს ძველ კიბეებზე და დარბაზში ვერ შევიყვანთ. ამ ყველაფერთან ერთად შენობაში არც შუქი გვაქვს. ელექტროგაყვანილობა იმდენად ძველია, რომ მრიცხველიდან გამორთული გვაქვს, გვეშინია...
კახეთში 15 ბენეფიციარს ეკონომიკური საქმიანობისთვის ტექნიკური აღჭურვილობა გადაეცემა. პროექტი ევროკავშირის მიერ დაფინანსებული “განათლება რეინტეგრაციისთვის - გზა საზოგადოებაში დასაბრუნებლად" ფარგლებში მიმდინარეობს. ინფორმაციას "კახეთის ხმა" ავრცელებს.
პროექტის ერთ-ერთი განმახორციელებელი ჰუმანიტარული ცენტრი „აფხაზეთია“. ცენტრის საარსებო წყაროების კოორდინატორი დავით გუჩუა აცხადებს, რომ თელავში 11-მა ბენეფიციარმა მანქანა-დანადგარები, ხელსაწყოები, სამუშაო იარაღები და სხვა სახის ტექნიკა უკვე მიიღო. მისივე ინფორმაციით, ბენეფიცირებს პროფესიული გადამზადების და ბიზნეს ტრენინგიც ჩაუტარდათ.
პროექტის მიზანია კანონთან...
გურჯაანის მუნიციპალიტეტში შექმნილმა სპეციალურმა კომისიამ სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალი დაითვალა, რომელიც 1 მილიონ ლარზე მეტია. ინფორმაციას "კახეთის ხმა" ავრცელებს.
გურჯაანის მერის მოადგილის, სიმონ ქოჩორაშვილის ინფორმაციით, 11,12 და 16 ივნისს ძლიერი წვიმის შედეგად მუნიციპალიტეტში დაზიანდა წყლის სათავე ნაგებობები, სანიაღვრე არხები, ხევები და შიდა საუბნო გზები.
"კომისიამ სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალი უკკვე დაითვალა. ეს თანხა 1 მილიონ 159 ათას ლარს შეადგენს. სტიქიამ დააზიანა სანიაღვრე...
თიანეთში წყალმომარაგების სისტემის ინფრასტრუქტურული სამუშაოები დასრულდა. შედეგად, ადგილობრივებს სასმელი წყლის მიწოდების სეზონურად წარმოქმნილი პრობლემა მოუგვარდა.
რეგიონული განვითარების სამინისტროს ცნობით, დაბა თიანეთს წყალი 24-საათიანი გრაფიკით მიეწოდება, თუმცა, ზამთრისა და ზაფხულის პერიოდში, წყლის მცირე დებეტის გამო, მოსახლეობა სასმელ წყალს შეზღუდული გრაფიკით იღებდა. სამუშაოები გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიამ ჩაატარა.
უწყების ცნობით, პროექტის ფარგლებში, სათავე ნაგებობიდან დამატებითი წყლის რესურსის მოძიების შედეგად დებეტი გაიზარდა, რაც თიანეთის 4000-მდე მაცხოვრებელს, ზამთარსა და ზაფხულში,...
დღეს 20 საათზე გურჯაანის მუნიციპალიტეტში პროექტი - "MoonLight" იწყება. ინფორმაციას კახეთის ხმა ავრცელებს.
პროექტის ფარგლებში, გურჯაანის დიდების მემორიალზე ფილმის ჩვენება გაიმართება, ასევე, მოეწყობა კარაოკე, "justs dance" და იქნება ელექტრონული მუსიკა. პროექტი მთელი ზაფხულის განმავლობაში გაგრძელდება და მსგავსი ღონისძიებები სოფლებშიც ჩატარდება.
"სოციალურ ქსელში პროექტს მოყვა ძალიან დიდი გამოხმაურება. ღონისძიებას პირველად გურჯაანში ჩავატარებთ, შემდეგ ამას ექნება მოხეტიალე კინოთეატრის სახე და ვივლით სოფლებში, რადგან...
წინა სტატია
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ჰერალდიკის დროებითმა სამუშაო ჯგუფმა გერბისა და დროშის სამი საპროექტო წინადადებიდან ერთ-ერთი შეარჩია. ინფორმაციას ლაივპრესი ავრცელებს.
„საქართველოს პარლამენტთან არსებული ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე მამუკა გონგაძესთან განვიხილეთ თითოეული პროექტი, შევაფასეთ ესკიზების შესაბამისობა კონკურსის პირობებთან და კრიტერიუმებთან. უპირატესობა მივანიჭეთ ერთ საპროექტო წინადადებას. ჩვენ მოვამზადებთ დასკვნას, რომელსაც საპროექტო წინდადადებასთან ერთად წარვუდგენთ საკრებულოს, სადაც დამტკიცდება ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სიმბოლოები - დროშა და...
ბლოგი
ტესტი
ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები
შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში.
დავიწყოთ!







































